სანდოობა, გამოცდილება და მომხმარებლის კომფორტი - რა პრინციპებზე დაფუძნდა Hamptons & Soles-ის ახალი მიმართულება
Hamptons & Soles ბრენდული ჩანთების, ფეხსაცმელებისა და ქურთუკების დელიკატური წმენდისა და რესტავრაციის კომპანიაა, რომელიც 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიამ მომხმარებელს ტანსაცმლის ქიმწმენდის სერვისი შესთავაზა , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს Hamptons & Soles-ის დამფუძნებელმა ირაკლი ბაღოშვილმა განუცხადა.
რა გახდა მთავარი მიზეზი Hamptons & Soles-ის მიერ ტანსაცმლის ქიმწმენდის სერვისის დამატების გადაწყვეტილებისა?
პრემიუმ კლიენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანდოობა, რადგან ძვირფას ნივთებთან გვაქვს საქმე, ასევე დრო და კომფორტი. Hamptons & Soles-ს უკვე დიდი გამოცდილება აქვს ძვირფასი ნივთების რესტავრაციის მიმართულებით და მომხმარებლის მხრიდან მაღალი ნდობით ვსარგებლობთ. ამიტომ ხშირად გვთხოვდნენ, რომ დაგვემატებინა ისეთივე ხარისხიანი და სანდო სერვისი, როგორიც რესტავრაცია გვაქვს.
ჩვენც ვხედავდით, რომ ტანსაცმლის ქიმწმენდის დამატება მომხმარებლისთვის დიდი კომფორტი იქნებოდა: ერთ სივრცეში, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეძლებდნენ ჩაებარებინათ როგორც ფეხსაცმელი და ჩანთა რესტავრაციაზე, ისე ტანსაცმელი ქიმწმენდაზე. თუმცა, ამავდროულად რეალისტურად ვაფასებდით რისკებსაც - ქიმწმენდა, ისევე როგორც რესტავრაცია, მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, მკაფიო სტანდარტებს და, რაც მთავარია, მრავალწლიან გამოცდილებას. თეორიის მოკლე დროში ათვისება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ შედეგსა და უსაფრთხოებას რეალურად უზრუნველყოფს სწორედ გამოცდილება.
ამიტომ გადავწყვიტეთ არა საკუთარი ქიმწმენდის გახსნა და ნულიდან სწავლა, არამედ თანამშრომლობა იმ ბრენდთან, რომელსაც ტანსაცმლის ქიმწმენდის პრემიუმ სეგმენტში მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა და სანდო რეპუტაცია აქვს.
რეალურად, ჩვენ ერთი მომხმარებელი გვყავს: ჩვენი მომხმარებლები, რომლებიც Hamptons & Soles-ში აბარებენ ფეხსაცმელსა და ჩანთებს რესტავრაციაზე, Velvet Pure-ში დააქვთ ტანსაცმელი ქიმწმენდაზე. Velvet Pure-ში აქვთ დიდი გამოცდილება ტანსაცმლის ქიმწმენდაში, ჩვენ კი რესტავრაციაში. ამიტომ ლოგიკური ნაბიჯი იყო ძალების გაერთიანება და ბაზარზე ისეთი გამოცდილების შეთავაზება, რაც აქამდე პრაქტიკულად არ არსებობდა: სანდო რესტავრაცია და სანდო ტანსაცმლის ქიმწმენდა ერთ სისტემაში, ერთ ფანჯარაში.
ამ კოლაბორაციით მომხმარებელს შევუქმენით მაქსიმალური კომფორტი და, რაც მთავარია, შევამცირეთ რისკები, რადგან თითოეულ მიმართულებაზე მუშაობს გუნდი, რომელიც რეალურად სპეციალიზდება ამ სფეროში.
რით განსხვავდება თქვენი ქიმწმენდის სერვისი ტრადიციული მომსახურებისგან ხარისხისა და მიდგომის თვალსაზრისით? როგორია მომსახურების პროცესი და რა სტანდარტებით უზრუნველყოფთ ნივთების უსაფრთხოებასა და ხარისხს?
პირველი განსხვავება არის ის, რომ ორივე კომპანიამ განათლება ევროპაში მიიღო და ამას დავამატეთ დიდი პრაქტიკული გამოცდილება საქართველოში. Hamptons & Soles-ის გუნდი გადამზადდა გერმანიასა და საფრანგეთში და დღეს Saphir-ის ოფიციალური ამბასადორია საქართველოში. Velvet Pure-ს კი საფრანგეთში, 5àsec-ში აქვს გავლილი პროფესიული ტრენინგები და ამ ცოდნას მრავალწლიანი პრაქტიკა ემატება.
მეორე განსხვავება არის უწყვეტი განვითარება. ინდუსტრია მუდმივად ვითარდება და საჭიროა კადრების მუდმივი გადამზადება და სტანდარტების განახლება. სწორედ ამიტომ, მიუხედავად დიდი გამოცდილებისა და არაერთი ტრენინგისა, ჩვენ რეგულარულად ვაგრძელებთ კვალიფიკაციის ამაღლებას ჩვენს ევროპელ პარტიორებთან: 2025 წლის დეკემბერში Hamptons & Soles-ს თბილისში ეწვია Saphir-ის პრეზიდენტი და სხვა წარმომადგენლები; ჩვენი გუნდისთვის ჩატარდა ტრენინგები და გავეცანით რესტავრაციის სფეროში უახლეს მიდგომებსა და ტრენდებს. იგივეს აკეთებს Velvet Pure, მუდამ განვითარებაზეა ორიენტირებული - 2026 წლის დასაწყისში განახორციელა საწარმოს ტექნიკური განახლება და ჩაანაცვლა ქიმწმენდის წარმოებაში გამოყენებული აღჭურვილობა უახლესი, პრემიუმ კლასის მანქანა-დანადგარებით. პრაქტიკაში ეს ნიშნავს უფრო მაღალ კონტროლს პროცესზე, უფრო სტაბილურ შედეგს და მეტ უსაფრთხოებას დელიკატურ მასალებთან მუშაობისას.
საბოლოოდ, ჩვენი ქიმწმენდის შეთავაზება ტრადიციულისგან განსხვავდება იმით, რომ აქ ერთიანდება: ევროპული სკოლა, მრავალწლიანი გამოცდილება, რეგულარული გადამზადება, თანამედროვე ტექნოლოგიები და მანქანა - დანადგარები ანუ ის კომპონენტები, რომლებიც პრემიუმ ნივთებთან მუშაობისას განსაზღვრავს ხარისხს და ამცირებს რისკებს.
გეგმავთ თუ არა სერვისების კიდევ უფრო გაფართოებას და როგორია Hamptons & Soles-ის განვითარების ხედვა?
2026 წელს უკვე დაგვემატა არაერთი სიახლე და ახალი მომსახურება. ჩვენი ამოცანაა ამ მიმართულებების სწორად განვითარება ისე, რომ მასშტაბირებამ ხარისხი არ დააზიანოს. სწორედ ამიტომ, 2026-ში ფოკუსი გვაქვს უკვე ჩაშვებული ახალი მომსახურებების განვითარებაზე.
2027 წლიდან ვგეგმავთ ერთ თბილისში ერთი ახალი ფილიალის დამატებას.
ინფორმაციისთვის, Hamptons & Soles-ის სივრცე მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზირზე, №37-ში, Axis Towers-ში.
სხვა სიახლეები
თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ
28.10.2026.16:26
საქართველოს ბანკი მომხმარებლებს “თბილისის წიგნის დღეებზე” სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს.
30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, ფესტივალზე PLUS და სუპერ PLUS ბარათებით გადახდისას მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ. (მაქსიმუმ 20 000 PLUS ქულას.)
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი წინასწარ გააქტიურება მობილბანკში და საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.
„თბილისის წიგნის დღეები“ Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში გაიმართება, სადაც სტუმრებს წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა Palitra L, „დიოგენე“, „ბიბლუსი“, გამომცემლობა „ინტელექტი“, შაქრო ბაბუას წიგნის მაღაზია და სხვა პარტნიორი კომპანიები.
შეთავაზების გასააქტიურებლად ეწვიეთ ბმულს.