მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სანდოობა, ხარისხი და ინოვაცია – სამშენებლო კომპანია "ოსტატის" 10 წლიანი წარმატების ფორმულა და ორი მიმდინარე ახალი პროექტი

news image
mbc image

სამშენებლო კომპანია „ოსტატი“ უკვე 10 წელზე მეტია ქართულ სამშენებლო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს  და ამ ხნის განმავლობაში მან მოახერხა, დაემკვიდრებინა თავი, როგორც სანდო, სტაბილური და ხარისხზე ორიენტირებული ბრენდი. კომპანია მკაფიოდ გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომითა და დეტალებზე განსაკუთრებული ზრუნვით, რაც მის ყველა პროექტში აისახება.


„ოსტატის“ პორტფოლიო დღეისათვის 50-ზე მეტ დასრულებულ პროექტს მოიცავს. მათ შორისაა როგორც მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები და კომერციული ფართები, ასევე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. ყოველი განხორციელებული პროექტი ნათლად აჩვენებს კომპანიის ძირითად პრიორიტეტებს: არქიტექტურული ესთეტიკა, სამშენებლო სტანდარტების უმკაცრესი დაცვა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა. ეს ფაქტორები განაპირობებს „ოსტატის“ მყარ რეპუტაციას და განსაზღვრავს მის ადგილს საქართველოს წამყვან სამშენებლო კომპანიებს შორის. კომპანია აგრძელებს განვითარებას და ახალი, ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის პოზიციას ბაზარზე  და უზრუნველყოფს მომხმარებლების ნდობას.  

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ეთო ნებიერიძემ განაცხადა, ამჟამად „ოსტატი“ ორ მნიშვნელოვან საცხოვრებელ პროექტს ახორციელებს, რომლებიც მომხმარებლის მზარდ ინტერესს იწვევს. პროექტები „პანორამა ზაჰესი“ და „მწვანე მუხიანი“ - გამოირჩევიან ხელსაყრელი ლოკაციით, მოქნილი პირობებითა და მშენებლობის მაღალი ხარისხით.


„პანორამა ზაჰესი“ თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია, რომლის მშენებლობის დასრულება 2025 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციით, რაც მყიდველს საშუალებას აძლევს, საკუთარი გემოვნებით მოაწყოს ინტერიერი. ამ პროექტში 1 კვ.მ-ის საწყისი ღირებულება 950 დოლარიდან იწყება, რაც ადგილმდებარეობისა და მშენებლობის ხარისხის გათვალისწინებით ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ შეთავაზებად ითვლება ამ სეგმენტში.

მეორე მიმდინარე პროექტი, „მწვანე მუხიანი“, უკვე თითქმის დასრულებულია და ბინების 90% გაყიდულია. ეს ფაქტი ნათლად მიუთითებს მომხმარებელთა მაღალ ნდობაზე და ბაზრის მოთხოვნაზე. ამ პროექტში 1 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ფასი 1100 დოლარია, ხოლო ჩაბარება, ისევე როგორც სხვა პროექტებში, მწვანე კარკასის მდგომარეობით ხდება“, - განმარტავს ეთო ნებიერიძე.

მისივე თქმით, კომპანიის მენეჯმენტი არსებული გაყიდვების ტემპით მნიშვნელოვნად კმაყოფილია. ეს განპირობებულია მათი წარმატებული სტრატეგიული გადაწყვეტილებებითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით. მაღალი მოთხოვნა „ოსტატის“ პროექტებზე არა მხოლოდ ხარისხის, არამედ იმ ნდობის მკაფიო მანიშნებელია.

„სამშენებლო სექტორში მაღალი კონკურენციის მიუხედავად, კომპანია „ოსტატი“ მომხმარებლებისთვის ნდობისა და მიმზიდველობის წყაროდ რჩება. ამის მიზეზი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლებიც „ოსტატს“ სხვებისგან გამოარჩევს.

„ოსტატი“ უპირველეს ყოვლისა, ხარისხზე ორიენტირებული მშენებლობით გამოირჩევა. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მასალების შერჩევას და მშენებლობის პროცესის ყველა ეტაპზე ხარისხის კონტროლს. პროექტები ხორციელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს შენობების მდგრადობას, საიმედოობასა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.

კომპანია არ ქმნის სტანდარტულ, ერთფეროვან კორპუსებს. „ოსტატი“ დეტალებზე ზრუნავს და პროექტებს ადამიანების რეალური საჭიროებების გათვალისწინებით გეგმავს. სწორედ ამიტომ, „ოსტატის“ არქიტექტურა გამოირჩევა სიმშვიდით, ფუნქციურობითა და გარემოსთან ჰარმონიული შერწყმით, რაც თითოეულ პროექტს უნიკალურს ხდის“, - აცხადებს „ოსტატის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი. 

მომხმარებლების ნდობის მოპოვებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ვადების მკაცრი დაცვაა. „ოსტატი“ ცნობილია დაწყებული პროექტების დროული დასრულებით, რაც ინვესტორებს და მობინადრეებს მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევს, რადგან იციან, რომ ბინის ან კერძო პროექტის ჩაბარება შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად მოხდება.


გამოცდილება და პროფესიონალიზმი „ოსტატის“ კიდევ ერთი სიძლიერეა, გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი არქიტექტორებით, ინჟინრებითა და მენეჯერებით, რაც პროცესის ეფექტურ და უშეცდომო მართვას უზრუნველყოფს.

„ოსტატი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალე კომუნიკაციას მომხმარებელთან, კომპანიის გაყიდვების გუნდი უზრუნველყოფს მომავალ მობინადრეებთან ღია და ინფორმაციულ კომუნიკაციას. ბინის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ გადახდის მოქნილი პირობებით რაც ბინის შეძენას ფართო სეგმენტისთვის ხელმისაწვდომს ხდის“, - აცხადებს ეთო ნებიერიძე.

კომპანიის სამომავლო გეგმები მოიცავს როგორც ახალი, მასშტაბური პროექტების განხორციელებას, ასევე პორტფოლიოს დივერსიფიცირებას, რათა კიდევ უფრო მეტად დააკმაყოფილოს ბაზრის მოთხოვნები და გააძლიეროს ლიდერის პოზიცია საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიაში - აქცენტი კვლავ გაკეთდება ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად უსაფრთხო შენობებზე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა