მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.9
0.0051
flag
AZN 1.5572
-0.0003
flag
CNY 38.926
0.0055
flag
EUR 3.0033
0.0007
flag
GBP 3.4853
0.0015
flag
KZT 54.56
0.0015
flag
TRY 0.0569
0
flag
USD 2.6468
-0.0005
news banner

სანდრო მამუკელაშვილი | გზა, რომელსაც გამარჯვებულები გადიან

news image
mbc image

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

სანდრო მამუკელაშვილი ის ადამიანია, რომელსაც ფორმულა - “არ გაჩერდე”, ზუსტად შეესაბამება.

და რას ნიშნავს ეს ფორმულა?

ეს არის შინაგანი სიმტკიცე - გონებისა და სხეულის მუხტი, რომელიც გამოუცდელი გამოწვევებით სავსე სამყაროში დანებების უფლებას არ გაძლევს. მაშინაც კი, როდესაც სიტუაცია გამოუვალი ან გადაულახავი გეჩვენება; მაშინაც კი, როდესაც გონებაში ის ფიქრი ისადგურებს, რომ ჩვენი ჟინი, შესაძლოა, ამაოა.

რიგითი გულშემატკივრისთვის წარმოუდგენელია, თუ როგორი წნეხის, რაოდენ მძაფრი კონკურენციის პირობებში უწევთ NBA-ის კალათბურთელებს ასპარეზობა და თუ რამდენად ძვირად ფასობს თითოეული ფეხის დაცდენა.

და რამდენადაც უნდა გვახსოვდეს, რომ შეცდომა ადამიანურია, NBA-ში პატიებას არ უნდა ელოდო - აქ მორიგი შანსი ხელახლა უნდა გამოიმუშაო.

NBA-ში თამაში, საკუთარი ადგილის დამკვიდრება და თვითდამტკიცების სურვილი ტიტანურ შინაგან ძალას, სიმშვიდეს, მოთმინებას, დისციპლინასა და თანმიმდევრულობას მოითხოვს. კობი ბრაიანტის ფილოსოფიით თუ ვიმსჯელებთ, თითოეული დაკარგული წამი იმას ნიშნავს, რომ შენმა კონკურენტმა ვარჯიში არ ჩააგდო და უკვე შენზე წინ არის.

და სწორედ ამ გამალებული კონკურენციის ფერხულში, სანდრო მამუკელაშვილი წლიდან წლამდე ამტკიცებს, რომ მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. იგი არ უფრთხის სიახლეებს და როგორც პარკეტზე, ისე მის მიღმა, მუდმივად ეძებს იმ სივრცეს, სადაც საკუთარი პოტენციალის სრულ რეალიზებასა და ძალების მაქსიმალურ დემონსტრირებას შეძლებს.

შეუძლებელია, სანდროს კარიერას თვალყური მიადევნო და მისი მუდმივი პროგრესი თვალში არ მოგხვდეს. ქრონოლოგიურად გადავხედოთ: 2021 წლის დრაფტზე იგი “ინდიანა პეისერსმა“ აირჩია, თუმცა რეალურად კარიერა NBA-ის იმჟამინდელ მოქმედ ჩემპიონში, “მილუოკი ბაქსში” დაიწყო, სადაც ვარსკვლავური შემადგენლობა და უდიდესი კონკურენცია დახვდა. ნდობის მოსაპოვებლად მას G-ლიგაში თამაშიც მოუწია, სადაც ბრწყინვალე ასპარეზობით ყველას დაუმტკიცა, რომ მისი ადგილი მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ასოციაციაში იყო. ამას მოჰყვა გარდამტეხი ეტაპი - ტრანსფერი “სან ანტონიოში“ და ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩის ხელმძღვანელობით ასპარეზობა - მის ხელში მამუმ უდიდესი გამოცდილება მიიღო. “სან ანტონიოს” პუბლიკამ სანდრო შეიყვარა, თუმცა მამუს მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა, ამიტომაც მორიგ გაჩერებად “ტორონტო რაპტორსი” აირჩია - საჯაროდაც დაადასტურა, რომ სხვა კლუბებისგან უკეთესი ფინანსური შეთავაზების მიუხედავად, გასული სეზონის სტარტზე არჩევანი “ტორონტოზე” შეაჩერა.

მორიგმა ნაბიჯმა დაგვანახა, რომ მამუ პარკეტს მიღმა სწორ ნაბიჯებს დგამს: გასული სეზონი მის კარიერაში გამორჩეული გამოდგა. კანადურ კლუბში სანდრო პარკეტზე 80 შეხვედრაში ვიხილეთ, რაც მის კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელია. მამუმ სეზონი ბრწყინვალე სტატისტიკით დაასრულა: საშუალოდ 21.9 წუთი, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა და 1.9 შედეგიანი გადაცემა. მან გუნდთან ერთად უმძიმესი პლეი-ოფიც გამოიარა, სადაც “ტორონტოს“ მაისურით ბოლომდე იბრძოლა, თუმცა მისი კლუბი დრამატულ Game 7-ში, “კლივლენდ კავალიერსთან“ უშეღავათო ბრძოლაში დამარცხდა.

რა იქნება მომავალ სეზონში? მამუს კონტრაქტი კანადურ კლუბთან აკავშირებს, თუმცა "ტორონტოსთან" შეთანხმების მიხედვით, მამუკელაშვილს აქვს უფლება, ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდეს და კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს. როგორც მინიმუმ, სანდროს უკვე მოპოვებული აქვს “ტორონტოს“ მთავარი მწვრთნელის, დარკო რაიაკოვიჩის სრული ნდობა და კლუბის ხელმძღვანელობის სიმპათია, თუმცა უდიდესი ალბათობით, მამუკელაშვილი სხვა კლუბებისგან გაცილებით უფრო სარფიან შემოთავაზებებს მიიღებს (ამის შესახებ ამერიკულ მედიაში ხშირად იწერება) და ახალ სეზონში იგი სხვა კლუბის მაისურს მოირგებს.

ოკეანის მიღმა მიღებული უდიდესი გამოცდილება და თავდაჯერება მამუკელაშვილს ეროვნული ნაკრებისთვის სულ უფრო და უფრო ფუნდამენტურ ფიგურად აქცევს - ლიდერული თვისებები მან გასულ ევრობასკეტზე ნათლად დაგვანახა.

ზაფხულში, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი აქვს გასამართი. უდიდესი ალბათობით, მამუს ეროვნულ ნაკრებში ვიხილავთ. 2 ივლისს, გასვლით შეხვედრაში უკრაინას ვეთამაშებით, 5 ივლისს კი საშინაო არენაზე ესპანეთს ვუმასპინძლებთ. დანიასთან მოპოვებული ორი გამარჯვებით, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლის დიდი შანსი გვაქვს, ასე რომ, მამუ და მთელი ეროვნული ნაკრები მორიგი გამარჯვებებისკენ არიან მიმართულები.

ჯიკიჩის მიერ დასახელებული 19-კაციანი შემადგენლობა ასეთია:

1. მარკის რიდი (ტრაბზონსპორი, თურქეთი);

2. რატი ანდრონიკაშვილ (ალფტანესი, ისლანდია);

3. გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი);

4. ლუკა ალავიძე (ქუთაისი);

5. დუდა სანაძე (პალმერ ბასკეტი, ესპანეთი);

6. სანდრო სანაძე (მარგვეთი);

7. გიორგი კობახიძე (მარგვეთი);

8. კახაბერ ჯინჭარაძე (ქუთაისი);

9. ალექსანდრე ფევაძე (თსუ);

10. სანდრო მამუკელაშვილი (ტორონტო, NBA);

11. თორნიკე შენგელია (ბარსელონა, ესპანეთი);

12. ბექა ბურჯანაძე (გრანადა, ესპანეთი);

13. გიორგი კორსანტია (გიპუზკოა ბასკეტი, ესპანეთი);

14. ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია);

15. ცოტნე ცარციძე (რეიკიავიკი, ისლანდია);

16. გიორგი ტურძილაძე (თსუ);

17. რომან ჭინჭარაული (მარგვეთი);

18. ვილი ისიანი (რუსთავი);

19. გოგა ბითაძე (ორლანდო, NBA).

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებზე. საქართველოს ბანკი, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კრედო ბანკმა „მწვანე ანაბრის“ პროექტის ფარგლებში მარნეულში გარემოსდაცვითი და გამწვანების ღონისძიებები განახორციელა

25.06.2026.17:04

კრედო ბანკი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტიურად აგრძელებს ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნულის ნაწილია „მწვანე ანაბარი“ - პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დანაზოგით არამხოლოდ ფინანსური სარგებელი მიიღონ, არამედ გარემოს დაცვის მიმართულებითაც შეიტანონ წვლილი.

პროექტის ფარგლებში მარნეულში განხორციელდა ტყე-პარკის დასუფთავებისა და „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქციები. ადგილობრივი ლანდშაფტისა და გარემო პირობების გათვალისწინებით, ტერიტორიაზე 150-მდე ხის ნერგი დაირგო.

ინიციატივა განხორციელდა „მწვანე ანაბრის“ მფლობელი მომხმარებლების, პარტნიორი კომპანიების, კრედო ბანკის მიერ შექმნილი ფონდისა და გლობალური გარემოსდაცვითი მოძრაობის Let’s Do It საქართველოს მხარდაჭერით.

„მწვანე ანაბრის“ ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკვე არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის რეკრეაციული სივრცეების დასუფთავებისა და გამწვანების პროექტები, რომლებიც ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას ემსახურება.

კრედო ბანკი მომავალშიც გააგრძელებს გარემოსდაცვითი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა, საზოგადოებაში გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა