მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

SANEX-ის 2026 წლის პირველი 6 თვე - ახალი სერვისები, 3 ახალი ფილიალი და მომხმარებლების მზარდი რაოდენობა

news image
mbc image

2026 წლის პირველი ნახევარი SANEX-ისთვის ახალი სერვისების დამატებით, სამი ახალი ფილიალის გახსნითა და მომხმარებლების რაოდენობის ზრდით გამოირჩეოდა. კომპანიის დამფუძნებელი თამარ აბულაძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ წლის პირველ 6 თვეში განსაკუთრებით პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა ჩინეთიდა ბიუჯეტური ტარიფის დამატებას. მისი თქმით, კომპანიაში წლის მეორე ნახევარში გზავნილებისა და მომხმარებლების რაოდენობის კიდევ უფრო ზრდას ელოდებიან.

როგორ შეაფასებდით SANEX-ისთვის 2026 წლის პირველ 6 თვეს და რა არის ის მთავარი შედეგები, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი 6 თვე SANEX-ისთვის საკმაოდ აქტიური და პოზიტიური იყო. დავამატეთ ახალი სერვისი - ბიუჯეტური ტარიფი ჩინეთიდან, რომელსაც მომხმარებლების მხრიდან ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მოვიზიდეთ ახალი მომხმარებლებიც და საერთო ჯამში განვლილ 6 თვეს დადებითად ვაფასებთ.

როგორ შეიცვალა გადაზიდვებზე მოთხოვნა წლის პირველ ნახევარში და რა დინამიკა გამოიკვეთა გზავნილების მიმართულებით?

მოთხოვნის დინამიკა სტაბილურად მზარდია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულის სეზონი ყოველთვის შედარებით დაბალი აქტივობით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, გზავნილების რაოდენობა მაინც მზარდია, რაც დადებით ტენდენციად მიგვაჩნია.

რა არის SANEX-ის მთავარი პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები 2026 წლის დარჩენილ პერიოდში?

იქედან გამომდინარე, რომ 2026 წელს სამი ახალი ფილიალი დავამატეთ, გაიზარდა როგორც მომხმარებლების, ისე ამანათების რაოდენობა. შესაბამისად, წლის მეორე ნახევრის მიმართაც შესაბამისი მოლოდინები გვაქვს. ვფიქრობთ, შემოდგომაზე ტვირთებისა და მომხმარებლების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ამასთან, ეტაპობრივად ვიზრდებით ცნობადობის კუთხითაც. დავამატეთ Ozon-იდან მომსახურებაც, რაც ჩვენთვის დამატებითი შესაძლებლობაა.

ფილიალების მისამართები და სამუშაო საათები:

თბილისი, დიღმის მასივი 3კვ 3კორპ
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-22:00 საათამდე
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
593 809 809

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალის N 30ა
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
593 809 809

თბილისი, მოსკოვის გამზირი 29დ
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
510 003 350

თბილისი, საბურთალო თ.იოსებიძის 51ა
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
514 10 20 50

თბილისი, ვაკე. ნ.ყიფშიძის 10
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
557 10 20 80

თბილისი, გლდანი, ქერჩის 10
სამუშაო საათები: ყოველ დღე 11:00-20:00
555 908 908

ქუთაისი, თამარ მეფის ქ. #53
სამუშაო საათები: ყოველ დღე. 10:00-19:00 საათამდე
514 809 809

ბათუმი, დ. თავდადებულის #67
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე.
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
557 809 809

ზუგდიდი, ც. დადიანის ქ. #1
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე.
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
514 10 20 20

რუსთავი, მესხიშვილის ქ. #16/47
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე.
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
514 10 20 70

ტელ: (+032) 232 50 05
მობ: (+995) 593 809 809

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image უძრავი ქონების მართვა ახალ რეალობაში - როცა სტანდარტული მარკეტინგი აღარ არის საკმარისი

05.10.2026.19:27

რატომ მოითხოვს თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარი მარკეტინგზე უფრო ღრმა, მონაცემებზე დაფუძნებულ და კომერციულ მიდგომას.

უძრავი ქონების სექტორი და მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და წამყვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ჯამურად 15%-ზე მეტი წილი უკავია.

სექტორი სტაბილურად იზრდება - მხოლოდ თბილისში ყოველთვიურად ბაზარი $400 მილიონამდე აღწევს, ტრანზაქციები ორნიშნა ტემპით იმატებს, ხოლო მშენებლობასა და უძრავ ქონებაზე დედაქალაქის ეკონომიკური დამატებული ღირებულების თითქმის 20% მოდის.

თუმცა, უძრავი ქონების სექტორი მხოლოდ ციფრები არ არის. ამ შთამბეჭდავი რიცხვების უკან დგას უდიდესი ემოციური ნაბიჯები, რომელსაც დგამს მომხმარებელი, სანამ უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ეს საინვესტიციო დანიშნულებით თუ საცხოვრებლად.

ასეთი ტემპით მზარდი ბაზარი ცხადია ნიშნავს მაღალ კონკურენციას. მრავალმხრივი პროექტებით გაჯერებულ, კონკურენტულ გარემოში კი წარმატებას მხოლოდ კარგი ლოკაცია ან არქიტექტურა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, როგორ იმართება ბრენდი, იმიჯი, PR და მარკეტინგი, გაყიდვები, მომხმარებელთან ურთიერთობა და მონაცემები.

უძრავ ქონებაში მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სფეროში ტრადიციული მიდგომები აღარ კმარა. დღეს წარმატებას მონაცემებზე დაფუძნებული (Data-Driven) მარკეტინგი და ციფრული ანალიტიკა განაპირობებს, რომელიც გაყიდვების სრულ ციკლს მართავს.

- რატომ აღარ მუშაობს უძრავი ქონების ბაზარზე სტანდარტული მარკეტინგული მიდგომა?

„იმიტომ, რომ დღეს კონკურენცია მხოლოდ ყურადღებისთვის აღარ არის - კონკურენცია გადაწყვეტილების მიღების გამარტივებისთვის არის.
თანამედროვე უძრავი ქონების მარკეტინგი ჩვენთვის აღარ არის მხოლოდ ცნობადობის შექმნა ან ლიდის მოყვანა. მისი ამოცანაა, მომხმარებლის გზაზე თითოეულ ეტაპზე უპასუხოს იმ კითხვას, რომელიც გადაწყვეტილებას აფერხებს.
სწორედ აქ ხდება მონაცემები მარკეტინგის ნაწილი: არა მხოლოდ იმის გასაზომად, რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა, არამედ იმის გასაგებად, სად ჩერდება გადაწყვეტილება და რატომ.

ჩვენთვის ეს არის ახალი მიდგომა - მარკეტინგის მართვა არა კამპანიების, არამედ მომხმარებლის გადაწყვეტილების პროცესის მიხედვით.
საბოლოო შედეგისთვის მთავარი კრიტერიუმი აღარ არის ლიდი - მთავარი KPI არის რამდენად სწრაფად და რატომ გადადის ადამიანი ინტერესიდან გადაწყვეტილებამდე.“ სალომე ყიფიანი

- როდესაც მარკეტინგი გასცდა უბრალო რეკლამას, ხოლო კომუნიკაცია -სტანდარტულ გაყიდვებს, კონკრეტულად რა ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს დეველოპერული პროექტის მართვის ციკლმა?

„მონაცემები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ძალიან მნიშნელოვანია, თუმცა საბაზისო, ამასთან ერთად მთავარი მაინც ემპათია და სწორი კომუნიკაციაა - უძრავი ქონება ცივი ტრანზაქცია არ არის, ის ადამიანის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება და საუკეთესო შედეგიც სწორედ ზუსტი მონაცემებისა და მომხმარებლის საჭიროებების გაგების სინთეზით მიიღწევა.“ - თამთა მეძმარიაშვილი.

სწორედ ამ გამოცდილებისა და პროფესიული ხედვის საფუძველზე თამთა მეძმარიაშვილმა და სალომე ყიფიანმა Smart Academy-სთან თანამშრომლობით შექმნეს ახალი პროფესიული პროგრამა - „უძრავი ქონების კომერციული მართვა: მარკეტინგი, გაყიდვები და მონაცემთა ანალიტიკა“.

პროგრამის მიზანია, მონაწილეებს უძრავი ქონების პროექტის მართვა მხოლოდ ერთი ფუნქციის ფარგლებში კი არა, ერთიანი კომერციული სისტემის სახით დაანახოს - ბაზრისა და პროდუქტის ანალიზიდან დაწყებული, მარკეტინგული სტრატეგიით, გაყიდვების პროცესით, CRM-ითა და მონაცემთა ანალიტიკით დასრულებული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა