Sanex-მა გორში რიგით მე-11 ფილიალი გახსნა - რა სიახლეები აქვს კომპანიას
კომპანია Sanex, რომელიც ამანათების, პირადი გზავნილებისა და კომერციული ტვირთის საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტირებას ახორციელებს, ქვეყნის მასშტაბით უკვე 11 ფილიალით არის წარმოდგენილი და საქმიანობის გაფართოებას განაგრძობს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა თამარ აბულაძემ განაცხადა, მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, Sanex-მა ცოტა ხნის წინ გორში ახალი ფილიალი გახსნა და სამუშაო საათების გახანგრძლივებასა და ფილიალების ყოველდღიურ რეჟიმზე ეტაპობრივად გადაყვანას გეგმავს.
„ახალი ფილიალი გორში, მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, დაახლოებით ერთი თვის წინ გავხსენით. ამ ეტაპზე შედეგებით კმაყოფილები ვართ, ისევე როგორც ჩვენი მომხმარებლები. ეს რიგით მეთერთმეტე ფილიალია.
ასევე, მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად, რუსთავში სამუშაო საათებს ვახანგრძლივებთ. ეტაპობრივად ყველა ფილიალს ყოველდღიური მუშაობის რეჟიმზე გადავიყვანთ, სადაც ეს ჯერ არ განხორციელებულა.
რაც შეეხება სხვა გეგმებს, ვიყავით ჩინეთში და სელერების ძალიან დიდი ბაზა შევაგროვეთ. ამ ბაზას ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს აუცილებლად გავუზიარებთ, მათი მოთხოვნების შესაბამისად.
ცოტა ხანში განახლებულ აპლიკაციასა და ვებგვერდსაც გავუშვებთ. საიტი მრავალფეროვანი და გამორჩეული იქნება, ფუნქციურად კი საკმაოდ დატვირთული. გათვალისწინებული იქნება ლოიალობის პროგრამაც და იმედი გვაქვს, მომხმარებლები კმაყოფილები დარჩებიან.
ამჟამად აპლიკაცია ტესტირების პროცესშია და მალე ხელმისაწვდომი იქნება როგორც iOS-ზე, ისე Android-ზე. ახალ აპლიკაციასა და პროგრამაში გათვალისწინებულია მომხმარებელთა ყველა ის მოთხოვნა და შენიშვნა, რომელსაც მათი უკუკავშირის საფუძველზე ვაგროვებდით“, - აცხადებს თამარ აბულაძე.
ფილიალების მისამართები და სამუშაო საათები:
თბილისი, დიღმის მასივი 3კვ 3კორპ
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-22:00 საათამდე
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
593 809 809
თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალის N 30ა
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
593 809 809
თბილისი, მოსკოვის გამზირი 29დ
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
510 003 350
თბილისი, საბურთალო თ.იოსებიძის 51ა
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
514 10 20 50
თბილისი, ვაკე. ნ.ყიფშიძის 10
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
557 10 20 80
თბილისი, გლდანი, ქერჩის 10
სამუშაო საათები: ყოველ დღე 11:00-20:00
555 908 908
ქუთაისი, თამარ მეფის ქ. #53
სამუშაო საათები: ყოველ დღე. 10:00-19:00 საათამდე
514 809 809
ბათუმი, დ. თავდადებულის #67
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე.
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
557 809 809
ზუგდიდი, ც. დადიანის ქ. #1
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე.
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
514 10 20 20
რუსთავი, მესხიშვილის ქ. #16/47
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00-18:00 საათამდე.
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
514 10 20 70
გორი, ნინოშვილის ქ. #88
სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 საათამდე.
შაბათს: 11:00-17:00 საათამდე.
501 00 04 90
სხვა სიახლეები
მიიღეთ 40%-იანი ფასდაკლება Cellfie-ის Travel eSIM-ის ინტერნეტპაკეტებზე საქართველოს ბანკის ბარათებით გადახდისას
23.10.2026.18:06
საქართველოს ბანკი პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებლებისთვის სხვადასხვა შეთავაზების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი Cellfie-სთან ერთად მომხმარებლებს Travel eSIM-ის ინტერნეტპაკეტებზე ფასდაკლებას სთავაზობს.
19 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელები Cellfie-ის Travel eSIM-ის შერჩეული ინტერნეტპაკეტების შეძენისას 40%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება შემდეგ პაკეტებზე:
● ევროპა - 2 GB
● ევროპა - 7 GB
● მსოფლიო - 2 GB
● მსოფლიო - 7 GB
ფასდაკლებით სარგებლობისთვის, შეძენისას საჭიროა აქტივაციის კოდის CELLFIEBOG შეყვანა და საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის არჩევა.
აღნიშნული ინტერნეტპაკეტებით სარგებლობისას, Uber-ის, Bolt-ის, Google Maps-ის, MyCellfie App-ის, WhatsApp-ისა და Facebook Messenger-ის ტექსტური შეტყობინებების გამოყენებისას ინტერნეტმეგაბაიტები არ დაიხარჯება.
შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ ბმულს.