Sanex-მა რიგით მეათე ფილიალი გახსნა
გავხსენით რიგით მეათე ფილიალი გლდანში ,- ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანია Sanex-ის დამფუძნებელმა თამარ აბულაძემ განუცხადა.
„გავხსენით რიგით მეათე ფილიალი გლდანში. გაფართოებასთან ერთად გაიზარდა სამუშაო საათებიც - გლდანის ფილიალი მომხმარებლებს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის ჩათვლით, 11:00-დან 20:00 საათამდე ემსახურება. ფილიალი ფუნქციონირებს ოფიციალურ დასვენების დღეებშიც, გარდა ახალი წლისა და აღდგომისა. უახლოეს პერიოდში კი მსგავსი სამუშაო გრაფიკი ეტაპობრივად ჩვენს სხვა ფილიალებზეც გავრცელდება.
ამასთან, ვგეგმავთ ახალი სერვისის დამატებას ჩინეთიდან საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით. არსებული სერვისი 12.5$-იანი ტარიფით სწრაფ მიწოდებას გულისხმობს, თუმცა მალე დაემატება ბიუჯეტური ვარიანტიც - უფრო ხელმისაწვდომი ფასით და შედარებით ხანგრძლივი მიწოდების ვადით, რაც მომხმარებლებს არჩევანის მეტ შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნავს თამარ აბულაძე.
კომპანია სამომავლოდ პარტნიორობის გაფართოებას გეგმავს.
„სამომავლო გეგმებს შორის არის პარტნიორობის გაფართოება Ozon-თან - უახლოეს პერიოდში მათი ამანათების გატანა ჩვენს ფილიალებში გახდება შესაძლებელი. პარალელურად ვაგრძელებთ რეგიონულ გაფართოებას და შემდეგი ფილიალის გახსნას გორში ვგეგმავთ“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, Sanex ამანათების ტრანსპორტირებას ახორციელებს: ამერიკიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და საბერძნეთიდან.
ჩამოსული ამანათების გატანა შესაძლებელია კომპანიის თბილისის ოფისებიდან, ასევე ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებიდან, ან საკურიერო მომსახურების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბით.
ფილიალების მისამართები და სამუშაო საათები:
თბილისი - დიღმის მასივი, 3 კვ. 3 კორპ.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 11:00–22:00
შაბათი: 11:00–17:00
ტელ: 593 809 809
თბილისი - დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალის ქ. №30ა
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 11:00–18:00
შაბათი: 11:00–17:00
ტელ: 593 809 809
თბილისი - გლდანი, ქერჩის 10
სამუშაო საათები: ყოველდღე 11:00-20:00
ტელ: 593 809 809
თბილისი - მოსკოვის გამზირი №29დ
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 11:00–18:00
შაბათი: 11:00–17:00
ტელ: 510 003 350
თბილისი - საბურთალო, თ. იოსებიძის ქ. №51ა
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 11:00–18:00
შაბათი: 11:00–17:00
ტელ: 593 809 809
ქუთაისი - თამარ მეფის ქ. №53
სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00–19:00
ტელ: 514 809 809
ბათუმი - დ. თავდადებულის ქ. №67
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 11:00–18:00
შაბათი: 11:00–17:00
ტელ: 557 809 809
ზუგდიდი - ც. დადიანის ქ. №1
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 11:00–18:00
შაბათი: 11:00–17:00
ტელ: 514 10 20 20
რუსთავი - მესხიშვილის ქ. №16/47
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 11:00–18:00
შაბათი: 11:00–17:00
ტელ: 514 10 20 70
ცენტრალური ნომერი: (+995 32) 232 50 05
მობ: (+995) 593 809 809.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.