"საოჯახო მეღვინეობა მილდიანმა" ასორტიმენტი გააფართოვა
„საოჯახო მეღვინეობა მილდიანმა“ ასორტიმენტი გაზარდა - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორის მოადგილემ მარია ვეშაპიძემ განუცხადა.
„სამი ახალი პოზიცია დავამატეთ. ჩინებულის ბრენდი გავზარდეთ, დავამატეთ შარდონე, ხიხვი და კრახუნა, იშვიათი ჯიშის ღვინოები, რაც უკვე გაყიდვაშია “, - აცხადებს კომპანიის დირექტორის მოადგილე მარია ვეშაპიძე.
არსებული ასორტიმენტიდან განსაკუთრებული მოთხოვნა ხიხვზე და კრახუნაზეა.
„სამივე ღვინომ მოწონება დაიმსახურა, თუმცა ხიხვი და კრახუნა უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ქართული ჯიშებია სავარაუდოდ ესაა მიზეზი “, - ამბობს კომპანიის დირექტორის მოადგილე.
მარია ვეშაპიძის განმარტებით, 2024 წელი მზარდი იყო კომპანიისთვის. 2025 წელს კი კომპანია აქტიურად გეგმავს საექსპორტო ბაზრების გაფართოებას.
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ გავზარდოთ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ექსპორტს ვახორციელებთ და წელსაც იგივე გეგმა გვაქვს “, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორის მოადგილე მარია ვეშაპიძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.