„საოჯახო მეღვინეობა მილდიანმა“ საკოლექციო ხაზი „ჩინებული“ დაამატა
„საოჯახო მეღვინეობა მილდიანმა“ საკოლექციო ხაზი „ჩინებული“ დაამატა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორის მოადგილე მარია ვეშაპიძემ განუცხადა.
„უკვე სავაჭრო ქსელებშია საკოლექციო ხაზი, რომელშიც განსაკუთრებული ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინოები შევიდა. ამ საკოლექციო ხაზს ჰქვია „ჩინებული“.
„ჩინებულის“ საკოლექციო ხაზში სამი დასახელების ღვინო შედის: „კრახუნა“ „ხიხვი“ და „შარდონე“.
საკოლექციო ხაზი შეზღუდული რაოდენობით ვაწარმოეთ და დაახლოებით თითოეული 10 000 ბოთლს შეადგენს“,- განაცხადა მარია ვეშაპიძემ.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის „მილდიანი ჯგუფის” მფლობელობაშია: შპს ”წინანდლის ძველი მარანი”, შპს ”გურჯაანის ღვინის მარანი”, სუვენირული ღვინოების საწარმო შპს ”ვაზი-1” და სადისტრიბუციო კომპანია შპს ”ლეთრე”.
საოჯახო მეღვინეობა მილდიანის ისტორია
„საოჯახო მეღვინეობა მილდიანის“ ისტორია 1991 წელს იწყება, როდესაც ენთუზიაზმითა და მეღვინეობისადმი სიყვარულით სავსე ოთხი ძმა აფუძნებს კომპანიას, რომელიც მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა დღემდე იზრდება და ვითარდება.
ყველაფერი მეღვინეობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით დაიწყო. პირველ ხანებში, ქვეყანაში არსებული ღვინის მარაგების შესყიდვა და ექსპორტი ხდებოდა, რაც მცხეთაში ღვინის ჩამოსასხმელი საკუთარი საწარმოს აშენების წინაპირობა გახდა. სულ მალე იქვე აშენდა საკუთარი კერამიკის საამქრო, სადაც მრავალფეროვანი კერამიკული ღვინის ბოთლები მზადდებოდა. ამ საამქროს მიერ გამოშვებული თიხის ბოთლები, რომლებშიც კომერციალიზაციის მიზნით ღვინო ჩაისხა, პირველი პრეცედენტი იყო პოსტსაბჭოთა საქართველოში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.