მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„საპნის სახლი“ საწარმოს აშენებს და გაყიდვების გაზრდას გეგმავს

news image
mbc image

კომპანია „საპნის სახლი“ ზესტაფონში ახალ საწარმოს აშენებს და გაყიდვების გაზრდას გეგმავს. ამის შეახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ლაშა ლომიძემ განუცხადა.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს ახალ საწარმოს პირადი ინვესტიციებით აშენებენ და მშენებლობის პროცესი სავარაუდოდ გაზაფხულზე დასრულდება.

„ზესტაფონში, ჩვენი სახლის ეზოში ვგეგმავთ იმერული ოდის ავთენტური დიზაინით საწარმოს მშენებლობას. ამ სივრცეში შევძლებთ ტურისტების მიღებას, სადაც გაეცნობიან ინფორმაციას საპნის წარმოებაზე, გაიმართება ვორქშოპი და მასტერკლასები. კომპანიის საქმიანობის პროცესში გამოიკვეთა, რომ ტურისტებს იზიდავთ საპნის დამზადების პროცესი. ასევე ვგეგმავთ, ტურისტებს  ღვინოც შევთავაზოთ და გაყიდვები ამ მიმართულებითაც გავზარდოთ“,  - ამბობს ლაშა ლომიძე.

ამ სიახლის პარალელურად „საპნის სახლის“ ასორტიმენტი გაიზარდა. საოჯახო საწარმო უკვე 12 დასახელების საპონს აწარმოებს.

„საპნის სახლის 6 სახეობის პროდუქტი სააფთიაქო ქსელში - „ჯიპისიში“, „ფარმადეპოში“, „დოიჩე აფთიაქსა“ და „ფარმ სახლში“. ხოლო 12 სახეობის საპნის ახალი ასორტიმენტის შეძენა „დოიჩე აფთიაქსა“ და „ფარმ სახლშია“ შესაძლებელი. მიგვაჩნია, რომ „საპნის სახლი“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც ამზადებს ხელნაკეთ ნატურალურ საპნებს და ხელს უწყობს ამ პროდუქტის პოპულარიზაციას“, - ამბობს ლაშა ლომიძე.

„საპნის სახლი“  2017 წელს დაფუძნდა, საოჯახო ბიზნესია და ამ ეტაპზე სტაბილურად 10 ადამიანს ასაქმებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა