მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საპორტო მიმართულებაზე ტრენინგებს ვიწყებთ, ჩვენი პარტნიორი PACE ჯგუფის შვილობილი Transford-ი იქნება - „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი

news image
mbc image
დასავლეთ საქართველოში ვამატებთ ტრენინგ-ცენტრების ორ ლოკაციას, ბათუმსა და ფოთში და ჯამურად თუ შევხედავთ განხორციელებული გვექნება 14 პროგრამა - ამის შესახებ იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან „თეგეტა აკადემიის“ დირექტორმა ოთარ სიხარულიძემ განაცხადა.  
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საპორტო მიმართულებაში შევდივართ ტრენინგების კუთხით და ჩვენი პარტნიორი იქნება Transford-ი  PACE ჯგუფის შვილობილი კომპანია. სადაც საპორტო და სამშენებლო ტექნიკაზე სრულ სპექტრს დავფარავთ თანამედროვე სიმულატორის მეშვეობით. ხოლო ბათუმის ლოკაციაზე წარმოდგენილი იქნება მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკის შეკეთების მიმართულება და ასევე საქართველოში შევქმნით ახალ პროფესიას, ეს იქნება გაყიდვების კონსულტანტი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ სიხარულიძემ.   
 
ცნობისათვის, 1992 წელს დაარსებული „პეის ჯგუფი“ (PACE Group) უდიდესი სატრანსპორტო კომპანიაა საქართველოში, რომელიც მოიცავს საზღვაო სააგენტოებს, საბროკერო, ლოგისტიკის, საკონტეინერო სამსახურებს, ნავმისადგომის და ტერმინალის ოპერატორ კომპანიებს. ჯგუფში 1000-ზე მეტი ადამიანია  დასაქმებული, წლიური ტვირთბრუნვა 3 მილიონ მეტრულ ტონას შეადგენს; Pace Group- ის სამომავლო განვითარების ძირითადი მიზანია შეინარჩუნოს არსებული და მოიზიდოს ახალი ტვირთები მოწინავე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საზღვაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებით. პეის ჯგუფი ფოთის პორტის რვა ნავმისადგომს და პეისის ტერმინალს ამუშავებს
 
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა