მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქაერონავიგაციის წარმომადგენელი თეონა ერქომაიშვილი EUROCONTROL - ის გაფართოებული კომიტეტის პრეზიდენტი გახდა

news image
mbc image

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის EUROCONTROL - ის გაფართოებული კომიტეტის სხდომაზე საქაერონავიგაციის ეკონომიკური სამსახურის უფროსი თეონა ერქომაიშვილი 2026 – 2027 წლებში EUROCONTROL - ის მარშრუტზე მოძრაობის გაფართოებული კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. კომიტეტის სხდომაზე საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი ერთხმად აირჩიეს.

აღნიშნული კომიტეტი ერთერთი ცენტრალური სამუშაო ფორმატია ევროპული საჰაერო ნავიგაციის მართვის სისტემაში და მნიშვნელოვანი როლი აქვს საჰაერო მოძრაობის ოპტიმიზაციის, საჰაერო სივრცის მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურებისა და საერთო ევროპული ცის ეფექტიანობის გაუმჯობესებაში.
გაფართოებული კომიტეტის პრეზიდენტის როლში მისი პასუხისმგებლობა მოიცავს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ხარჯების განსაზღვრის პრინციპების განსაზღვრას და მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გამოთვლის და დარიცხვის წესების დადგენას.

ყოველი წლის ნოემბრის თვეში კომიტეტი განიხილავს ორგანიზაციის 42 წევრი ქვეყნის დანახარჯთა ბაზას და მომავალი წლისთვის დაგეგმილ მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთს. 2026 წლიდან, თეონა ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით, კომიტეტი მიღებულ გადაწყვეტილებებს დასამტკიცებლად EUROCONTROL-ის მმართველთა საბჭოსა და გაფართოებულ კომისიას წარუდგენს.

პრეზიდენტის რანგში, თეონა ერქომაიშვილი უზრუნველყოფს სტრატეგიული შეხვედრების ხელმძღვანელობას, მაღალი დონის მოხსენებებისა და ტექნიკური პრეზენტაციების მომზადებასა და წარდგენას, შეხვედრების დღის წესრიგის შინაარსობრივ დაგეგმვას და პროცესის ეფექტიან მართვას. ქართველი სპეციალისტის საქმიანობა პირდაპირ იქნება მიმართული ფრენების დაგვიანებების მინიმიზაციაზე, უსაფრთხოების სტანდარტების შემდგომ გაძლიერებაზე და ევროპული ავიაციის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე — როგორც ფინანსურ, ასევე საოპერაციო ჭრილში, რაც მთლიანად ავიაციის სექტორის სტაბილურ და პროგნოზირებად განვითარებას უწყობს ხელს.

EUROCONTROL -ის გაფართოებული კომიტეტის 125-ე სხდომა 2025 წლის 19-20 ნოემბერს ბელგიის ქ. ბრიუსელში გაიმართა. შეხვედრას EUROCONTROL - ის 42 წევრი ქვეყნის, IATA -ს და EUROCONTROL-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. სხდომაზე საქართველოს დელეგაცია შეხვედრაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საქაერონავიგაციის წარმომადგენლებისგან შედგებოდა.

აღსანიშნავია, რომ თეონა ერქომაიშვილს 2020-2023 წლებში EUROCONTROL ის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის და გაფართოებული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა