მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველო 2027 წელს PostEurop-ის გენერალურ ასამბლეასა და ბიზნესფორუმს უმასპინძლებს

news image
mbc image

საქართველო 2027 წელს ევროპის სახელმწიფო საფოსტო ოპერატორების ასოციაციის PostEurop-ის გენერალურ ასამბლეასა და ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის გიორგი ერაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე იქნა მიღებული.

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის განცხადებით, PostEurop-ის გენერალური ასამბლეისა და ბიზნესფორუმის მასპინძლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა როგორც საქართველოს ფოსტისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის - საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ევროპის საფოსტო ადმინისტრაციებთან თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით, ასევე ზოგადად ქვეყნის პოტენციალის წარმოსაჩენად.

„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და განვითარებადი ლოგისტიკური შესაძლებლობები ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობას ქმნის. თბილისი საერთაშორისო მონაწილეებს ღირსეულად უმასპინძლებს, ღონისძიება კი ახალი საქმიანი ურთიერთობებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობად იქცევა“, - აღნიშნა გიორგი ერაძემ.

PostEurop-ის გენერალური ასამბლეა და ბიზნესფორუმი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, ის ევროპის საფოსტო ადმინისტრაციებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა გამოცდილების გაზიარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და სექტორის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე სამსჯელოდ. 

ბაქოში მიმდინარე გენერალურ ასამბლეას და ბიზნესფორუმს ევროპის 33 საფოსტო ადმინისტრაციის 110 წარმომადგენელი და მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) გენერალური დირექტორი ესწრება. ფორუმის დღის წესრიგში საფოსტო სექტორის ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია, მათ შორის - ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტრანსფორმაცია, ელექტრონული კომერციის განვითარება და ბიზნესისა და საოპერაციო მდგრადობის გაძლიერება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა