მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველო GITEX EUROPE- ზე

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაში GITEX EUROPE-ში მონაწილეობდა, რომელიც გერმანიაში, ბერლინში იმართებოდა. 

 

GITEX EUROPE-ზე წარმოდგენილები არიან მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, სტარტაპები, ინვესტორები და სამთავრობო ორგანიზაციები, რაც ქართულ მხარეს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დაამყაროს ახალი პარტნიორული ურთიერთობები, მოიზიდოს ინვესტიციები და საერთაშორისო მასტაბით წარადგინოს საქართველო, როგორც სტარტაპ მეგობრული გარემო.

 

GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში რეგიონის სწრაფად მზარდი ეკოსისტემების ლიდერებთან ერთად, სადაც კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების პერსპექტივებზე, მიმდინარე პროგრესსა და რეგიონის ერთობლივ პოტენციალზე გაკეთდა აქცენტი. ავთანდილ კასრაძემ დამსწრე საზოგადოებას ქართული სტარტაპ ეკოსისტემა და ქვეყანაში არსებული სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო, ისაუბრა საქართველოს როლსა და უპირატესობაზე რეგიონულ ეკოსისტემაში. პანელური დისკუსიის ფარგლებში, ჯიტას თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტულ ტექნოლოგიურ მიმართულებებზე - ხელოვნური ინტელექტი, ბაქტერიოფაგები, აგროტექნოლოგიები - და ამ მიმართულებებით დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე. 

 

ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ შეხვედრა გამართეს GITEX-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ თრიქსი ლომირმანდთან. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე ქართული სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო მასშტაბურად და საინტერესოდ წარმოჩენის მიზნით. 

 

საქართველოს დელეგაციამ აგრეთვე შეხვედრა გამართა გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის ინოვაციების ლაბორატორიის Lab UNIDO - ს ხელმძღვანელთან ადნან სერიკთან საქართველოში მათი პროგრამის პოტენციურ განვითარებაზე, დანერგვასა და სამომავლო თანამშრომლობაზე. 

 

 

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ნადარეიშვილი და ავთანდილ კასრაძე ასევე შეხვდნენ სერბეთის მეცნიერების, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილე ვლადიმირ რადოვანოვიჩს. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ქვეყნებს შორის ინოვაციების მიმართულებით გამოცდილებების გაზიარების კუთხით. რაც შეეხება შეხვედრას აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილე ვუსალ ხალილოვთან, მასზე მხარეებმა საბანკო და ფინტეკ მიმართულების რეგულაციებსა და ამ კუთხით ინფორმაციის გაცვლაზე ისაუბრეს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა