მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184
0.0384
flag
AZN 1.5409
0.0025
flag
CNY 38.974
0.0064
flag
EUR 3.0551
0.0051
flag
GBP 3.568
0.0015
flag
KZT 57.03
-0.0009
flag
TRY 0.0544
0
flag
USD 2.6195
0.0042
news banner

“საქართველო მინიატურებში” - განახლებული პარკი დამსვენებლებს უკვე ელოდება

news image
mbc image

23 ივნისიდან, შეკვეთილში მდებარე პარკი “საქართველო მინიატურებში”, სტუმრებს განახლებული ინფრაქტრუქტურით დახვდება. სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა პარკში წარმოდგენილი ყველა მინიატურული ძეგლის რესტავრაცია, განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო გარე განათების სისტემა, რაც პარკს საშუალებას მისცემს ვიზიტორებს უფრო გვიან საათებშიც უმასპინძლოს.

ინფრასტრუქტურასთან ერთად განახლდა შეთავაზებები. პარკში მოსულ ჯგუფურ ტურებს, ამიერიდან კონკრეტული ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ:

•           10-20 სტუმარზე მოქმედებს ფასდაკლება 10%

•           21-30 სტუმარზე მოქმედებს ფასდაკლება 15%

•           31 + სტუმარზე მოქმედებს ფასდაკლება 20%

აღსანიშნავია, რომ შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია ონლაინ, ან ადგილზე რეგისტრაციის გავლა. ონლაინ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

„საქართველო მინიატურებში“ საქართველოს 56 კულტურული და ისტორიული ძეგლის მინიატურული ვერსიაა წარმოდგენილი.  :უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ოჯახური და საგანმანათლებლო ვიზიტებისთვის, ერთ დღეში გაეცნონ ქართულ მემკვიდრეობას. განახლებული პარკი ვიზიტორებს დილის 11 საათიდან საღამოს 9 საათამდე მოემსახურება. 

პარკი “საქართველო მინიატურებში” Starring Georgia-ს ეკოსისტემას 2025 წლიდან შემოუერთდა. 

STARRING GEORGIA რეგიონის გასართობი ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეა, რომელიც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ, კულტურულ და შემეცნებით-გასართობ გამოცდილებებს აერთიანებს. იგი 2023 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და Black Sea Arena-ს ორგანიზებით დაარსდა. პროექტის მიზანია ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობა, კულტურული ლანდშაფტის გაძლიერება და მსოფლიო დონის ვარსკვლავების შოუების მასპინძლობა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო

26.08.2026.17:15

“სელფის” აპლიკაცია, MyCellfie, 2026 წლის Global Recognition Award-ის გამარჯვებულია. Აპლიკაციამ საერთაშორისო აღიარება მომხმარებლის საუკეთესო ციფრული გამოცდილების მიმართულებით მიიღო. ჯილდოს მინიჭების გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ “სელფის” ციფრული ეკოსისტემა, ტელეკომ მომსახურებების მარტივად მართვასთან ერთად, მომხმარებელს სათავაზობს: პერსონალიზებულ შეთავაზებებს, ლოიალობის პროგრამას და მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებულ ფუნქციებს.

MyCellfie დღეს მართლაც ბევრად მეტია, ვიდრე ტელეკომ სერვისების სამართავი აპლიკაცია და მის პოპულარობას ცხადყოფს აქტიური მომხმარებლის რიცხვის ზრდა. აპლიკაცია მუდმივად ვითარდება და სწორედ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ეფუძნება. MyCellfie-ს ემატება როგორც ახალი ფუნქციები, ისე ხდება არსებულების გამარტივება.

ბოლო განახლებებიდან აღსანიშნავია:

  • გამარტივებული ავტორიზაცია - რეგისტრაციისა და შესვლის პროცესი გაერთიანდა, პაროლის შექმნის აუცილებლობა გაუქმდა და მომხმარებელს აპში შესასვლელად მხოლოდ ნომრისა და ერთჯერადი კოდის მითითება სჭირდება;
  • განახლდა მთავარი გვერდი და ნავიგაცია, რათა ბალანსის შევსება, პაკეტის გააქტიურება და დარჩენილი ინტერნეტის, წუთებისა თუ სხვა რესურსების ნახვა კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად იყოს შესაძლებელი;
  • გამარტივდა პაკეტების შეძენა. მაგალითად, თუ მომხმარებელს კრედიტის ან 112-ის გადასახადის გადახდა უწევს, აპი საბანკო ბარათით გადახდისას ავტომატურად ითვლის როგორც გადასახადს, ისე პაკეტის ღირებულებას და ერთი გადახდით ფარავს. Ასევე, ბალანსის შევსებისას, მომხმარებელი წინასწარ ხედავს, რა თანხა მოხმარდება გადასახადის დაფარვას და რამდენი რჩება ანგარიშზე;
  • გაუმჯობესდა როუმინგის გამოცდილებაც. პაკეტების არჩევა და შეძენა უფრო მარტივი გახდა, ხოლო განმეორებითი შეძენისას აპი მომხმარებელს წინასწარ აფრთხილებს, იმ შემთხვევაში თუ ახალი პაკეტის გააქტიურებით დარჩენილი ინტერნეტი ჩანაცვლდება.

Პრაქტიკულთან ერთად, MyCellfie მომხმარებელს სთავაზობს სერვისებს, რომლებიც აპლიკაციას ყოველდღიური ჩართულობის სივრცედ აქცევს. Bonus Steps ფიზიკურ აქტივობას ციფრულ სარგებელთან აკავშირებს - დღეში 5,000 ნაბიჯის გავლის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქრად მობილურ ინტერნეტს იღებს. MyCellfie-ში ინტეგრირებული ლოიალობის პლატფორმა კი მომხმარებლებს სხვადასხვა ბრენდის სპეციალურ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებზე აძლევს წვდომას. Მომხმარებელს აპლიკაციაში ასევე ხვდება პერსონალიზებული შეთავაზებები და მომგებიანი თამაშები.

„MyCellfie-ს განვითარებისას ჩვენთვის მთავარი კითხვაა - როგორ გავუმარტივოთ მომხმარებელს ურთიერთობა "სელფისთან”. ზოგჯერ პასუხი სრულიად ახალი ფუნქციაა, ზოგჯერ კი ერთი ზედმეტი ნაბიჯის ან პროცესის მოხსნაა. ამასთან, ჩვენი გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ MyCellfie მხოლოდ ტელეკომ სერვისების მართვის ადგილი არ იყოს და მომხმარებელს აქ ყოველდღიური სარგებელიც ხვდებოდეს. Სასიხარულოა, რომ ეს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება სწორედ იმ გამოცდილებას აფასებს, რომელსაც ყოველდღიურად ვქმნით ჩვენი მომხმარებლებისთვის,“ ამბობს ციფრული მიმართულებებისა და ინოვაციების ხელმძღვანელი, ია კუპატაძე.

დამატებითი ინფორმაციისთვის სელფის შესახებ, ეწვიეთ http://cellfie.geასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს:

Facebook

Instagram

YouTube

LinkedIn

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა