მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

საქართველო სამხრეთ კავკასიის ლიდერია ICT განვითარების ინდექსის მიხედვით და უსწრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს - გიორგი მარიამიძე

news image
mbc image

გაეროს სპეციალიზებული სააგენტოს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კომპოზიტური ინდექსი ICT Development Index (IDI)-ის განახლებული მაჩვენებლები გამოქვეყნდა. ინდექსი, ქვეყნებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების დონესა და ინტერნეტთან უნივერსალური და ხარისხიანი წვდომის ხარისხს აფასებს. IDI 2026-ის უახლესი გამოცემა, რომელიც 159 ეკონომიკას მოიცავს.

ICT Development Index-ის მიხედვით საქართველოს პოზიციებზე, პროგრესსა და პერპექტივებზე Business Insider Georgia გიორგი მარიამიძეს, საქართველოს ტექ ასოციაციის დამფუძნებელს ესაუბრა.

რას ზომავს ICT განვითარების ინდექსი?

ITU (საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი) გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც გლობალურად განსაზღვრავს ტელეკომუნიკაციებისა და ციფრული განვითარების ძირითად სტანდარტებს. სწორედ ITU აქვეყნებს ICT განვითარების ინდექსს - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან შეფასებას, რომელიც აჩვენებს, რამდენად განვითარებულია ქვეყნების ციფრული გარემო.

ინდექსი აფასებს, რამდენად განვითარებულია ქვეყნის ციფრული ეკოსისტემა. ამისთვის ის ითვალისწინებს ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა ციფრული ინფრასტრუქტურა, ინტერნეტის გამოყენების დონე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ქსელის დაფარვა და ფინანსური ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის.

რა შედეგი აქვს საქართველოს?

საქართველომ 2026 წლის ICT განვითარების ინდექსში 91.5 ქულა მოიპოვა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო შედეგს, რომელიც 79 ქულას შეადგენს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მობილური ინტერნეტის ფინანსური ხელმისაწვდომობის ინდიკატორში საქართველომ მაქსიმალური, 100-ქულიანი შეფასება მიიღო. ასევე, მობილური ქსელის დაფარვა 99.9%-ს აღწევს, რაც ქვეყნის ძლიერი ციფრული ინფრასტრუქტურის კიდევ ერთი დასტურია.

გაუმჯობესდა თუ არა საქართველოს მაჩვენებლები წინა წლებთან შედარებით?

დიახ. საქართველო ბოლო წლებში სტაბილურად აუმჯობესებს შედეგებს. 2023 წელს ქვეყნის მაჩვენებელი 85.1 ქულა იყო, ხოლო 2026 წელს - უკვე 91.5 ქულა. ეს ნიშნავს, რომ სამ წელიწადში საქართველომ 6.4 ქულით გაიუმჯობესა შედეგი, რაც ციფრული განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესზე მიუთითებს.

როგორია საქართველოს პოზიცია რეგიონის ქვეყნებთან და სხვა სახელმწიფოებთან შედარებით?

საქართველო სამხრეთ კავკასიის ლიდერია ICT განვითარების ინდექსის მიხედვით და უსწრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს.

ამასთან, საქართველო უკეთეს შედეგს აჩვენებს ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან შედარებითაც, მათ შორის რუმინეთთან, რომლის ეკონომიკა და მოსახლეობა საქართველოზე მნიშვნელოვნად დიდია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ციფრული განვითარება საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანია.

რატომ არის ეს შედეგი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი?

დღეს ციფრული ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. სწორედ ამ სფეროში იქმნება მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ხდება ინოვაცია, ვითარდება ტექნოლოგიური ბიზნესი და ქვეყნებისთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები ჩნდება.

ძლიერი ციფრული ინფრასტრუქტურა ქვეყნის კონკურენტუნარიანობას ზრდის, თუმცა მისი სრული პოტენციალის გამოსაყენებლად აუცილებელია ადამიანური კაპიტალის განვითარებაც. სწორედ ამიტომ, ციფრული უნარების განვითარება დღეს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა საქართველოსთვის.

რა არის საქართველოს შემდეგი ნაბიჯი?

საქართველომ უკვე შექმნა მსოფლიო დონის ციფრული ინფრასტრუქტურა - აქვს სწრაფი, ხარისხიანი და ფართოდ ხელმისაწვდომი ინტერნეტი. ახლა მთავარი ამოცანაა, ეს შესაძლებლობები ინოვაციურ ბიზნეს მოდელებად, მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებად და ეკონომიკურ ზრდად გარდაიქმნას.

ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანებს - მათ ცოდნასა და ციფრულ უნარებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება შვეიცარიული კოლეჯი სქილვილი, რომლის მისიაა, ადამიანებს მისცეს თანამედროვე, ბაზარზე მოთხოვნადი ცოდნა და მოამზადოს კვალიფიციური კადრები, რომლებიც საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა შედეგებით დაბრუნდა „ანიგოზი“ SIAL Paris 2026-დან და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები

29.10.2026.18:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, SIAL Paris 2026-ზე საქართველო 31 ქართული კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, ახალი ბიზნესკავშირების დამყარებასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას ემსახურება.

მონაწილე კომპანიებს შორის ქართული კაკლის მწარმოებელი კომპანია „ანიგოზიც“ იყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანა ქევხიშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამჟამად რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პარალელურად კი კომპანია საახალწლო სეზონისთვის ემზადება, რომელიც პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა.

როგორ შეაფასებდით SIAL Paris 2026-ის გამოფენას და კომპანიისთვის რამდენად შედეგიანი იყო მასში მონაწილეობა?

SIAL Paris 2026 ჩვენი კომპანიისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ღონისძიება იყო. ყველა საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდაში და ახალი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა SIAL Paris, რომელიც ევროპაში საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა.

ჩვენი კომპანია რეგულარულად მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში და ყოველწლიურად ვიღებთ დადებით უკუკავშირსა და მნიშვნელოვან ბიზნესშედეგებს.

წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან, რომლებსაც გამოფენის ფარგლებში ჩვენი პროდუქცია გავაცანით - ახალი მოსავლის ქართული კაკალი. იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დასრულდება და საფუძველს ჩაუყრის ახალ, გრძელვადიან ბიზნესთანამშრომლობას.

აწარმოებთ თუ არა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს რომელიმე ქვეყანასთან ექსპორტის მიმართულებით?

დიახ, მოლაპარაკებები გვაქვს. როგორც არსებულ ძველ პარტნიორებთან, ასევე ახლებთან რომლებიც გამოფენის ფარგლებში გავიცანით.

⁠როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

ახლოვდება ჩვენთვის ყველაზე მაღალ მოთხოვნადი წინა საახალწლო პერიოდი და ვემზადებით გაორმაგებული ძალისხმევით მუშაობისთვის როგორც ადგილობრივბაზარზე რეალიზაციის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ბაზარზე საექსპორტო აქტივობებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა