საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
თბილისში, საერთაშორისო ფორუმი Fusion Georgia 2026: Banking & Retail გაიმართა, რომელმაც 300-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა საქართველოდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და ლიეტუვადან.
საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია BS/2-ის ორგანიზებით, ფორუმი საქართველოში პირველად გაიმართა და ქვეყანაში კომპანიის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად იქცა. Fusion-ის სერიის მეექვსე ფორუმმა საბანკო და რითეილ სექტორებს მოუყარა თავი; ორი თემატური ბლოკი მათ გამოწვევებსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს დაეთმო. სერიის წინა ღონისძიებები ყაზახეთსა და უზბეკეთში გაიმართა.
ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დარიუს ვიტკაუსკასმა.
„საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ბაზარია, სადაც საბანკო და რითეილ სექტორებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს. Fusion Georgia ამ სექტორებსა და ტექნოლოგიურ პარტნიორებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო გადაწყვეტილებები ქართული კომპანიების საჭიროებებს მოვარგოთ და ხელი შევუწყოთ მომსახურების გაუმჯობესებასა და ბიზნესის ეფექტიანობის ზრდას“, - განაცხადა ბს/2 ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა, ემილიო კირისმა.
,,ბაზისბანკ ჯგუფი დღეს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზეა. ლიბერთის და ბაზისბანკის, ამ ორი ფინანსური ინსტიტუტის გაერთიანება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, განვავითაროთ ციფრული სერვისები და მომხმარებლებს კიდევ უფრო კომფორტული მომსახურება შევთავაზოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ციფრული და ფიზიკური საბანკო არხები ერთიანად ვითარდებოდეს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ბანკომატების ქსელის მოდერნიზაციას, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს.
მჯერა, რომ ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორიცაა BS/2, შევძლებთ კიდევ უფრო თანამედროვე და ინოვაციული საბანკო მომსახურების შექმნას საქართველოში.
ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა გაერთიანების შედეგი ყოველდღიურ მომსახურებაში იგრძნოს - მეტი ხელმისაწვდომობით, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით და უკეთესი საბანკო გამოცდილებით" - განაცხადა გიორგი ქოროღლიშვილმა, ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ციფრული ოფისის ხელმძღვანელმა.
ღონისძიებამ გააერთიანა საბანკო, ფინტექ, მიკროსაფინანსო, რითეილ, ელექტრონული კომერციისა და ტექნოლოგიური სექტორების, ასევე პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები. მონაწილეებს შორის იყვნენ ქართული ბანკებისა და კომპანიების, Mastercard-ის, Visa-სა და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ექსპერტები.
BS/2-ის შესახებ
BS/2 საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც საბანკო და რითეილ გადაწყვეტილებების შემუშავების 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. კომპანია ორგანიზაციებს პროცესების ავტომატიზაციაში, თვითმომსახურების ინფრასტრუქტურის მართვასა და ციფრული სერვისების დანერგვაში ეხმარება. BS/2 არის Penki Kontinentai Group-ის წევრი და მომსახურებას მსოფლიოს 80 ქვეყანაში უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
09.10.2026.10:50
თიბისი FoxPrep.ai-ის გენერალური პარტნიორი გახდა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროცესს უმარტივებს და თითოეულ მოსწავლეს საკუთარ მიზანზე მორგებულ სასწავლო გეგმას სთავაზობს. FoxPrep.ai ცალკე მიმართულებით სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადებასაც მოიცავს.
პლატფორმაზე მოსწავლე ირჩევს სასურველ უნივერსიტეტს, პროგრამასა და საჭირო ქულას. შემდეგ FoxPrep.ai მის მიმდინარე ცოდნას აფასებს, საპროგნოზო ქულას ითვლის და აჩვენებს, რომელ თემებზე უნდა იმუშაოს შედეგის გასაუმჯობესებლად.
სასწავლო პროცესი სრულად პერსონალიზებულია. მოსწავლე მიმდინარე დონიდან სასურველ შედეგამდე მისასვლელ, თემების მიხედვით გაწერილ გეგმას იღებს. სავარჯიშოები ეროვნული გამოცდებისთვის საჭირო მასალას ეფუძნება და კითხვების სხვადასხვა ფორმატს მოიცავს. პლატფორმაზე ასევე ხელმისაწვდომია ხელსაწყოები, რომლებიც აბიტურიენტს ეხმარება, გაიგოს, სად შეიძლება მოხვდეს მიღებული ქულით.
ამასთან, თიბისიმ განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადა მათ, ვინც FoxPrep.ai-ს წლიური პაკეტის შეძენას გადაწყვეტს - მოსწავლის ბარათით შეძენის შემთხვევაში, 40%-იანი მომენტალური ქეშბექიგექნებათ.
ახალი თაობისა და განათლების მხარდაჭერა თიბისის გრძელვადიანი ხედვის ნაწილია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აბიტურიენტების მხარდაჭერა, რადგან უნივერსიტეტისთვის მომზადება ახალგაზრდების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თიბისი, როგორც ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანია, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ადამიანებისთვის ყოველდღიური პროცესების გასამარტივებლად და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად იყენებს. FoxPrep.ai კი, სწორედ ასეთი პროდუქტია - ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ის სწავლას უფრო პერსონალურს ხდის და აბიტურიენტებს საკუთარი მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლაში ეხმარება.