მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.7
-0.0325
flag
AZN 1.5411
-0.0009
flag
CNY 38.842
0.0018
flag
EUR 3.0274
0.0062
flag
GBP 3.5365
0.0149
flag
KZT 56.18
0.003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6198
-0.0012
news banner

საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! | საქართველოს ბანკი, ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

news image
mbc image

იცოდით, რომ საქართველოს, დღეისთვის, 10 პარალიმპიური მედალოსანი ჰყავს? მკითხველთა უმეტესობისთვის, ალბათ, ეს სიახლეა. თუმცა, ქართველი პარასპორტსმენების გამორჩეული შედეგები ნებისმიერ სპორტულ ისტორიაში საამაყო ადგილს იმსახურებს.

სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში მოგიყვებით ქართველ პარასპორტსმენებსა და მათ წარმატების ისტორიებზე.

გზა, რომელიც 2008 წელს დაიწყო

საქართველომ პარალიმპიურ თამაშებში პირველად 2008 წელს, პეკინში მიიღო მონაწილეობა - მაშინ დელეგაცია მხოლოდ ერთი სპორტსმენისგან, იაგო გორგოძისგან შედგებოდა, რომელმაც პარაწოლჭიმში მე-8 ადგილი დაიკავა. მას შემდეგ ქართული დელეგაცია ყოველ ციკლში იზრდებოდა: ლონდონში ორი სპორტსმენი გვყავდა, რიოში ხუთი, ტოკიოში 13, ხოლო პარიზში ისტორიულად ყველაზე მრავალრიცხოვანი, 14-კაციანი გუნდით მივიღეთ მონაწილეობა.

გუნდის ზრდასთან ერთად, პროპორციულად იზრდებოდა სპორტსმენების წარმატებაც.

პირველი პარალიმპიური მედალი საქართველომ 2016 წელს, რიოში მოიპოვა. ზვიად გოგოჭური პარაჯუდოში, -90კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალს დაეუფლა. ოთხი წლის შემდეგ, ტოკიოში, სამმა ქართველმა პარასპორტსმენმა - ნინო თიბილაშვილმა (ეტლით ფარიკაობა), ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ (ორივე პარაჯუდოში) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

პარიზი: აქამდე უპრეცედენტო შედეგი

თუ ტოკიომდე საქართველოს მაქსიმუმი ერთი მედალი იყო პარალიმპიადაზე, პარიზში (2024) ეს მაჩვენებელი რამდენჯერმე გაიზარდა. ქართველმა პარალიმპიელებმა საფრანგეთის დედაქალაქში 9 მედალი მოიპოვეს: 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო, რითაც ქვეყანამ საერთო რეიტინგში 51-ე ადგილი დაიკავა.

გიგა ოჩხიკიძემ, პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ქართველი პარამძლეოსანია, ვინც პარალიმპიური მედლის მფლობელი გახდა.

ვერცხლის მედლები პარიზში ოთხმა სპორტსმენმა მოიპოვა: ვლადიმერ ჭინჭარაულმა (პარასროლა, 50მ პნევმატური შაშხანა), ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა (ორივე პარაჯუდოში) და რევაზ ჩიკოიძემ, რომელმაც ზედიზედ მეორე პარალიმპიური ვერცხლი მოიპოვა (ის ტოკიოშიც ვერცხლის მედლოსანი იყო).

ბრინჯაოს მედლები კი მოიპოვეს ანა ჯაფარიძემ (პარატაეკვანდო), ნინო თიბილაშვილმა და ინა ქალდანმა (ორივემ ტოკიოს ვერცხლის მიღების შემდეგ პარიზში ბრინჯაო დაამატა) და აკაკი ჯინჭარაძემ (პარაწოლჭიმი), რომელმაც მესამე პარალიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია 19 წლის ანა ჯაფარიძის მიღწევა - ის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პარალიმპიელი მედალოსანი გახდა.

საქართველოს 10 პარალიმპიელი მედალოსანი:

ნინო თიბილაშვილის, ინა ქალდანისა და რევაზ ჩიკოიძისთვისთვის პარიზის პარალიმპიური თამაშები უკვე მეორე მედალი აღმოჩნდა, რადგან თითოეულმა მათგანმა ტოკიოშიც წარმატებით იასპარეზა. სწორედ ამიტომ, მედლების საერთო რაოდენობა (13) აღემატება მედალოსანი სპორტსმენების რაოდენობას - საქართველოს დღეს 10 პარალიმპიური მედალოსანი ჰყავს:

1. ზვიად გოგოჭური - ოქრო (რიო 2016) პარაჯუდო

2. ნინო თიბილაშვილი - ვერცხლი (ტოკიო 2020) და ბრინჯაო (პარიზი 2024), ეტლით ფარიკაობა

3. ინა ქალდანი - ვერცხლი (ტოკიო 2020) და ბრინჯაო (პარიზი 2024), პარაჯუდო

4. რევაზ ჩიკოიძე - ვერცხლი (ტოკიო 2020) და ვერცხლი (პარიზი 2024), პარაჯუდო

5. გიგა ოჩხიკიძე - ოქრო (პარიზი 2024), პარამძლეოსნობა

6. ვლადიმერ ჭინჭარაული - ვერცხლი (პარიზი 2024), პარასროლა

7. ზურაბ ზურაბიანი - ვერცხლი (პარიზი 2024), პარაჯუდო

8. გიორგი ქალდანი - ვერცხლი (პარიზი 2024), პარაჯუდო

9. ანა ჯაფარიძე - ბრინჯაო (პარიზი 2024), პარატაეკვანდო

10. აკაკი ჯინჭარაძე - ბრინჯაო (პარიზი 2024), პარაწოლჭიმი

რატომ არის ეს შედეგი ისტორიული?

პარიზის თამაშები საქართველოსთვის რამდენიმე მიზეზით იყო განსაკუთრებული: აქ გვყავდა ყველაზე დიდი დელეგაცია ისტორიაში (14 სპორტსმენი), მოვიპოვეთ ყველაზე მეტი მედალი ერთ პარალიმპიადაზე (9), დავიკავეთ ყველაზე მაღალი ადგილი საერთო რეიტინგში და შევძელით მედლების პირველი მოპოვება ოთხ სახეობაში - პარამძლეოსნობაში, პარასროლაში, პარატაეკვანდოსა და პარაწოლჭიმში.

საქართველოს ბანკი, უკვე 5 წელზე მეტია პარალიმპიური კომიტეტის მთავარი სპონსორია. პარალიმპიელებისთვის არააქტიურ პერიოდში მათ შესახებ ცნობადობის გასაზრდელად, საქართველოს ბანკი აქტიურ კომუნიკაციას იწყებს. არ გამოგრჩეთ და თვალი ადევნეთ სიახლეებს. უფრო მეტისთვის, ეწვიეთ ბმულს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო

10.08.2026.18:17

საქართველოში ოფიციალურად საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო სერტიფიცირებული კომერციული Tier III მონაცემთა ცენტრის მშენებლობას, რომელიც მსოფლიოში მონაცემთა ცენტრების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული სტანდარტია. ის მაღალსაიმედოა ბიზნესისთვის, ბანკებისთვის, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა ორგანიზაციებისთვის, რომელთა საქმიანობა უწყვეტ ციფრულ სერვისებზეა დამოკიდებული. 

მონაცემთა ცენტრი (DATA CENTER) ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს 24/7 რეჟიმში შესთავაზებს უწყვეტ მომსახურებას და მისცემს შესაძლებლობას კორპორაციული მონაცემები საქართველოში შეინახონ ისევე უსაფრთხოდ და საიმედოდ, როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი.

მონაცემთა ცენტრს განავითარებს სილქნეტი, ხოლო მის ოპერირებას უზრუნველყოფს სილქნეტის შვილობილი კომპანია Silk Cloud-ი, რომელიც ღრუბლოვანი და მართული IT სერვისების მიმართულებით საქმიანობს. მონაცემთა ცენტრი იქნება 2 მეგავატი სიმძლავრის მაღალმედეგი ინფრასტრუქტურის მქონე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოემსახურება ღრუბლოვან გამოთვლებს (Cloud Computing), ხელოვნური ინტელექტის (AI) დატვირთვებსა და სხვა კორპორაციულ სერვისებს.

პროექტის პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები, რომელთაგან რამდენიმეს სილქნეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ამ პროექტის სტრატეგიული პარტნიორია Orange, რომლის ჩართულობაც 2024 წელს სილქნეტსა და Orange Alliance-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. აღნიშნული ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსს წარმოადგენს B2B ICT სერვისების განვითარება საქართველოში (კერძოდ სილქნეტში), ხოლო მონაცემთა ცენტრი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. შეთანხმების ფარგლებში, პარტნიორთა შერჩევისა და პროექტის ზედამხედველობის პროცესს ევროპული სატელეკომუნიკაციო ლიდერის, Orange Polska-ს შვილობილი კომპანია Integrated Solutions ხელმძღვანელობს.
ასევე პროექტში ჩართულები არიან სილქნეტის პარტნიორები -საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები: BCG, Atos, Coteccons Construction – EPC, Huawei Technologies.

ახალი მონაცემთა ცენტრის ფუნდამენტია სილქნეტის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა - 4 000 კილომეტრზე მეტი ოპტიკური ქსელი, რომელსაც საერთაშორისო კავშირები აქვს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ხოლო მათი მეშვეობით - ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთსა და აზიასთან.

პირველი სერტიფიცირებული მონაცემთა ცენტრი 2027 წელს ამოქმედდება. პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ის ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის, პოზიციის გაძლიერებას, მონაცემთა სუვერენულობისა და ციფრული მდგრადობის უზრუნველყოფას, რაც საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის საერთაშორისო ბიზნესისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა