საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პარტნიორებთან ერთად საახალწლო კამპანია დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საახალწლო კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც აეროპორტის პარტნიორი კომპანიები მგზავრებს ექსკლუზიურ შეთავაზებებს სთავაზობენ.
აეროპორტის მგზავრებს ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობა15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე შეეძლებათ:
Roamingo – 23 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - მგზავრი, ვინც შეიძენს 1GB-დან 5GB-ს ჩათვლით, გაუორმაგდება GB-ების რაოდენობა. შეთავაზების გასააქტიურებლად მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე როუმინგოს სტენდთან გამოცხადდეს და კომპანიის წარმომადგენლები გაუაქტიურებენ საჩუქარს.
GPC - 70% ფასდაკლება შერჩეულ ნაკრებებსა და პროდუქტებზე (ძალაშია 15 იანვრამდე/მარაგის ამოწურვამდე)
Smart – 50% ფასდაკლება ჰოთ დოგებსა და Dr.Pepper-ის სასმელზე (26, 27 და 28 დეკემბერი)
Metro Georgia – სპეციალური ტარიფი ავტობუსის ბილეთებზე - 20₾ (22 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე)
Georgian Bus – 20% ფასდაკლება პრომო კოდით: HAPPYBUS2026 (25 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით)
Airfood – 20% ფასდაკლება სრულ პროდუცქიაზე, ალკოჰოლის გარდა (25 დეკემბერი). ასევე, 31 დეკემბერს და 1 იანვარს, კომპანია მგზავრებს გაუმასპინძლდება ქართული ნუგბარით.
Omnibus - 20%-იანი ფასდაკლება, სპეციალური პრომო კოდით: OMNIBUS2026 (25 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით)
Coffeesta – სპეციალური ფასდაკლება 2 ცხელი შოკოლადის შეძენის შემთხვევაში (25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით)
Globalcell – 10GB ინტერნეტ-პაკეტის გააქტიურებისას, SIM/eSIM ბარათი უფასოდ (15 დეკემბრიდან - 15 იანვრის ჩათვლით)
შეთავაზებების პარალელურად, 25 დეკემბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე, აეროპორტში გაიმართება საახალწლო ღონისძიება, რომლის ფარგლებში ტერმინალის ტერიტორიაზე მგზავრებისთვის განწყობის შესაქმნელად დრამერები პერფორმანსს გამართავენ, სანტა კლაუსი კი ტკბილეულს დაარიგებს. ასევე, ბავშვებისთვის გაიმართება სპეციალური საშობაო გასართობი ვორქშოფი, სადაც პატარა მგზავრები ჯინჯერის სათამაშოებს დაამზადებენ.
პარალელურად, 25 დეკემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Instagram გვერდზე ციფრულად გათამაშდება ქუთაისი–ვენეცია–ქუთაისის მიმართულებით 2 ავიაბილეთი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.