მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკი 25 მარტს მდგრადი განვითარების ანგარიშს წარადგენს

news image
mbc image

25 მარტს საქართველოს ბანკი 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშს – „Sustainability Report 2025: From Strategy to Impact“ – წარადგენს.

ღონისძიებას დაესწრებიან ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მარეგულირებელიორგანოებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობითაც გაიმართებაპანელური დისკუსიები მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებაში საფინანსო სექტორის როლისშესახებ.

პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დონის ექსპერტები და საერთაშორისოფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მათ შორის:

  • ვირჯინია მერტინ ჰერიცი, J&P Morgan-ის ESG კვლევის მეთოდოლოგიებისა და ინტეგრაციის გლობალურიმიმართულების ხელმძღვანელი;
  • ელენ ვუდ-გაში, S&P Global-ის მდგრადი გადაწყვეტების სპეციალისტი;
  • ლილიანა პოცო (Liliana Pozzo), საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის - IFC-ის ევროპის მენეჯერიმდგრადი დაფინანსების სერვისების მიმართულებით;
  • ანდრეას ბერკოფი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსების უფროსი ოფიცერი;
  • ზოი პაი, EBRD-ის ასოცირებული დირექტორი და ფინანსური ინსტიტუტების სექტორის ხელმძღვანელიგარემოს და მდგრადი განვითარების მიმართულებით;
  • ლესლი ბერმან ლაჰმი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელი.

„მდგრადი განვითარების 2025 წლის ანგარიშის წარდგენა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ის ასახავს ჩვენს მტკიცე ერთგულებას მდგრადი პრინციპების მიმართ. ანგარიში, სახელწოდებით „სტრატეგიიდან პოზიტიური გავლენის შექმნამდე“, დეტალურად აჩვენებს იმგაზომვად შედეგებსა და კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებსაც საქართველოს ბანკი ქვეყანაშიინკლუზიური და მწვანე ეკონომიკის ხელშესაწყობად დგამს. ჩვენთვის საამაყოა, რომ წამყვანსაერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ მიღწევები დავისაუბროთ მომავალ გეგმებზე, რომლებიც საქართველოს გრძელვადიან და მდგრადგანვითარებას ემსახურება”, - აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობისმიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, მდგრადი განვითარების დოკუმენტი ასახავს საქართველოს ბანკისსტრატეგიას, მიღწევებსა და გაზომვად შედეგებს გარემოსდაცვითი, სოციალური დამმართველობითი (ESG) მიმართულებით. ბანკის ESG მიმართულება მოიცავს ისეთ პროექტებსა დაინიციატივებს, როგორებიცაა: მდგრადი დაფინანსების პროდუქტები, პროექტები და სერვისები, განახლებადი ენერგიის პროექტები, ენერგოეფექტურობა, კლიმატგონივრული სოფლისმეურნეობა, ენერგოეფექტური მშენებლობა და სხვა. ამასთან, მხარს უჭერს ქალ მეწარმეებს, მცირედა საშუალო ბიზნესების განვითარებას, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ფინანსურგანათლებასა და ფინანსურ ინკლუზიურობას. გარდა ამისა, ბანკი აქტიურად ახორციელებსღონისძიებებს ორგანიზაციის მიერ საოპერაციო საქმიანობის შედეგად, გარემოსთვის მიყენებულიუარყოფითი გავლენის შესამცირებლად, კერძოდ, გარდა ენერგოეფექტური ღონისძიებებისა, ბანკის ელექტროენერგიის მოხმარების 88% რეგიონებში მზის ენერგიით მარაგდება.

ამასთან, საქართველოს ბანკი განათლების, კულტურის, სპორტისა და დაცული ტერიტორიებისმთავარი მხარდამჭერია. აღნიშნული ინიციატივები მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვისშესაძლებლობების შექმნას, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა დაჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც ქვეყნის გრძელვადიანი და მდგრადიგანვითარების საწინდარია.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა