საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ წარმოებას აფართოებს
საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს და ამ მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ არსებულ საწარმოო კომპლექსს აფართოებს და ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საწარმოო ხაზს ამატებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ. დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 1.5 მლნ. დოლარია.
აღნიშნული პროექტი საწარმოს გაფართოება, ახალი საწარმოს აშენებას და მისი ახალი, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვას ითვალისწინებს. შედეგად, წარმოების მოცულობა დაახლოებით 40%-ით გაიზრდება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ახალი პროდუქცია შესთავაზოს.
„შპს „ქართული რძის პროდუქტები“ უკვე 20 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის ნატურალური, მაღალი ხარისხის რძის ნაწარმის შეთავაზებაზე. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას ბიზნესის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს. სწორედ ბანკის მხარდაჭერით შევძელით საწარმოს გაფართოება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და წარმოების მოცულობის ზრდა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები ბაზარზე და მომხმარებლებს ახალი პროდუქცია შევთავაზოთ,“ - განაცხადა გიორგი ლიპარტელიანმა, კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა.
„საქართველოს ბანკი აგრძელებს პარტნიორ ბიზნესების გაძლიერებას და იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, პარტნიორ კომპანიებს შევუქმნათ ყველა საჭირო შესაძლებლობა, რათა მათ საქმიანობა წარმატებით განავითარონ და ბაზარზე მყარი პოზიცია დაიმკვიდრონ. “ქართული რძის პროდუქტები” ამის ნათელი მაგალითია. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო გერგედავამ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.