საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
ქვეყნის განვითარებას ხშირად სწორედ ის ადამიანები განსაზღვრავენ, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ ახალი იდეების ძიებაში არიან, პირველ, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ პოზიტიური ცვლილებისკენ და არსებული რეალობის გაუმჯობესებას ცდილობენ.
სწორედ ასეთი ახალგაზრდების აღმოჩენასა და მხარდაჭერას ემსახურება Forbes Georgia Under 30, რომლის მთავარი წარმდგენი წელს საქართველოს ბანკია.
ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა მხოლოდ კონკრეტული პროექტის ან ინიციატივის ხელშეწყობას არ ნიშნავს — ეს არის ინვესტიცია იმ ადამიანებში, რომლებიც არ ჩერდებიან, მუდმივად ვითარდებიან და მომავალს ქმნიან.
საქართველოს ბანკისთვის ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათთვის საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობების გაჩენა სწორედ ამ ხედვის ნაწილია. ბანკი უკვე მრავალი წელია, რაც ქმნის და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი იდეების განხორციელებაში, ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ განვითარებაში ეხმარება.
არ გაჩერდე: იდეებიდან შესაძლებლობებამდე
ახალგაზრდობის ძალა მოძრაობაშია – სურვილში, რომ სცადო მაშინაც, როცა პასუხები ჯერ არ არსებობს; შექმნა მაშინაც, როცა გზა ჯერ არავის გაუვლია; შეცვალო მაშინაც, როცა ცვლილება რთულად იწყება. სწორედ ეს მოძრაობა იქცევა იდეად, იდეა – შესაძლებლობად, შესაძლებლობა კი ცვლილებად. ამ გზაზე საქართველოს ბანკი ახალგაზრდების მთავარი მხარდამჭერია, რადგან მათი ხელშეწყობა ამ უწყვეტი მოძრაობის ნაწილია.
ეს არის პროცესი, რომელიც განათლებითა და ცოდნით იწყება, შესაძლებლობებით გრძელდება და ადამიანების გაძლიერებით იძენს მნიშვნელობას – საკუთარი გზის აღმოჩენის, ნაცნობს მიღმა გასვლისა და იმის შექმნისთვის, რაც ჯერ არ არსებობს.
ამიტომ „არ გაჩერდე“ საქართველოს ბანკისთვის მხოლოდ მოწოდება არ არის. ეს არის იდეა, რომელიც ადამიანებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ უბიძგებს.
,,არ გაჩერდე“, რადგან მომავალს ერთი ნაბიჯი არ განსაზღვრავს. მას ქმნის ყოველი მცდელობა, მოქმედება და წინსვლა
სწორედ ასეთი ადამიანების აღმოჩენას, მხარდაჭერასა და გაძლიერებას ემსახურება Forbes Under 30 – ოცდაათწლამდელთა გლობალური პლატფორმა.
უკვე მერვე წელია, Forbes Georgia მხარს უჭერს ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარი გამბედაობით, ინოვაციური ხედვითა და შეუპოვრობით ქვეყნის მომავალს ქმნიან.
წლევანდელი ღონისძიების თემა – Future is Under 30 – იგივე სულისკვეთებას იზიარებს, ხოლო მისი მთავარი წარმდგენი საქართველოს ბანკია.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ლიდერები შვიდ კატეგორიაში შეფასდებიან:
• ანტრეპრენერები და მეწარმეები;
• ტექნოლოგიები და ელექტრონული კომერცია;
• ფინანსები;
• განათლება და მეცნიერება;
• ხელოვნება და სტილი;
• სპორტი;
• სოციალური გავლენა.
გამარჯვებულების გამოვლენაში სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად საქართველოს ბანკის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას.
• ფინანსების კატეგორიის ჟიურის წევრია საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი გურეშიძე;
• ანტრეპრენერებისა და მეწარმეების კატეგორიის ჟიურის წევრია საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ლევან გომშიაშვილი;
• განათლებისა და მეცნიერების, ასევე სოციალური გავლენის კატეგორიებში გამარჯვებულებს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანი ლომთაძე წარადგენს.
მათი მონაწილეობა პროექტში კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მხოლოდ პარტნიორის როლით არ შემოიფარგლება — ბანკის გუნდი უშუალოდ ერთვება იმ ადამიანების აღმოჩენასა და შეფასებაში, რომლებიც არ ჩერდებიან და საკუთარი წვლილი შეაქვთ უკეთესი მომავლის შექმნაში.
“ოცდაათწლამდელთა სიაში მოხვედრა მხოლოდ ფორმალური აღიარება არ არის. ხშირად, ეს ხდება მნიშვნელოვანი ბიძგი მეტი წარმატებისთვის. გვსურს, საუკუნოვანი მედიაბრენდის ძალა მომავლის შემოქმედთა სამსახურში ჩავაყენოთ“ – ამბობენ Forbes Georgia-ში.
„გვჯერა, რომ მომავალი სწორედ იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც დღეს გაბედულად ფიქრობენ, ქმნიან, მოქმედებენ და არ ჩერდებიან. საკუთარი იდეების რეალობად ქცევის, პოტენციალის გამოვლენისა და სრულად ათვისების პროცესში კი საქართველოს ბანკი მათი მთავარი მხარდამჭერია“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაცია ღონისძიების შესახებ: 18 სექტემბერს, ცისკარი გარდენსში Forbes Georgia 30 Under 30 დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც უკვე მერვე წელია Forbes Georgia ახორციელებს. ღონისძიება აერთიანებს ლიდერებს, ინოვატორებსა და გამორჩეულ ნიჭიერ ახალგაზრდებს. 25 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე, "Forbes Georgia 30 Under 30"-ის დაჯილდოების ცერემონიის ბილეთების TKT-სა და biletebi.ge-ზე შეძენისას საქართველოს ბანკის ფიზიკური პირის ნებისმიერი ბარათის მფლობელები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. აქცია თითოეული კალათიდან პირველ 80 ბილეთზე ვრცელდება. შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის გამოყენება.
სხვა სიახლეები
როგორ აფასებს „ლილუაშვილის მამული“ 2026 წლის პირველ ნახევარს და როგორია კომპანიის გეგმები შემოდგომის სეზონისთვის
01.09.2026.16:00
2026 წლის პირველი ნახევარი „ლილუაშვილის მამულისთვის“ სტაბილური სეზონითა და ადგილობრივი ვიზიტორების მზარდი ინტერესით გამოირჩეოდა. როგორია მოთხოვნის დინამიკა, რა აქტივობებს გეგმავს კომპანია საშემოდგომო სეზონზე და რა სიახლეებს უკავშირდება მისი სამომავლო გაფართოება - ამ საკითხებზე Business Insider Georgia „ლილუაშვილის მამულის“ დამფუძნებელს, მათე ლილუაშვილს ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით „ლილუაშვილის მამულისთვის“ 2026 წლის პირველ ნახევარს და რა არის ის მთავარი შედეგები, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში გამოარჩევდით?
ნორმალური, სტაბილური სეზონი იყო. ადგილობრივი ვიზიტორების წილი გაიზარდა, ასევე გაიზარდა ჩვენი ცნობადობა. ხშირად გვსტუმრობენ სხვადასხვა ბლოგერები, რაც, თავის მხრივ, სივრცის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამის პარალელურად, გვყავს უცხოელი ვიზიტორებიც, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ „ლილუაშვილის მამულის“ მიმართ ინტერესი საერთაშორისო სტუმრებს შორისაც იზრდება.
რა მოლოდინები გაქვთ წლის დარჩენილი პერიოდისთვის და რომელ მიმართულებებზე გაამახვილებთ ძირითად ყურადღებას?
წლის დარჩენილ პერიოდში განსაკუთრებული აქცენტი საშემოდგომო სეზონზე გვაქვს. შემოდგომაზე სეზონურად ვმასპინძლობთ ბავშვების ჯგუფებს და მათთვის სხვადასხვა თემატურ მასტერკლასს ვატარებთ. მათ შორის არის რთველში მონაწილეობა, საწნახელში ყურძნის ჭყლეტა, ჩურჩხელის ამოვლება და სხვა აქტივობები.
მასტერკლასები განკუთვნილია როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, ისე ბაღის ბავშვებისთვის. გასულ წელს, სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე, რთველის პერიოდში, ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ვიყავით დატვირთული და წელსაც ანალოგიურ ინტერესს ველოდებით.
ინფორმაციისთვის, „ლილუაშვილის მამული“ იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორაში მდებარეობს და ბუნებაში ჩაფლული მამული ორსაუკუნოვან მეღვინეობას, საოჯახო სასტუმროსა და იმერულ სამზარეულოს აერთიანებს.