მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის გენერალური სპონსორი გახდა - სივრცის, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს და რომელმაც მნიშვნელოვანი როლის შეასრულა ქართული ჭადრაკის განვითარებაში.

ფოთის საჭადრაკო კლუბი დღეს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრია რეგიონში, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები სწავლობენ როგორც ჭადრაკის თეორიას, ასევე პრაქტიკულ თამაშს. 

პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება ტურნირების მხარდაჭერა, წარმატებული მოჭადრაკეების წახალისება, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, რომელიც ახალგაზრდებს შეუწყობს ხელს აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. 

აღსანიშნავია, რომ ფოთის საჭადრაკო კლუბში აღიზარდნენ წარმატებული მოჭადრაკეები, რომლებიც მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების პრიზიორები, საერთაშორისო ოსტატის ნორმის შემსრულებლები და საქართველოს ჩემპიონატების გამარჯვებულები გახდნენ და რომლებიც საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს სახელით ასპარეზობენ.

„დღეს ჩვენი მთავარი მიზანია, ფოთის საჭადრაკო კლუბმა კიდევ უფრო თანამედროვე, მრავალფეროვანი და ახალგაზრდებზე მორგებული გარემო შექმნას. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკთან პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ სასწავლო პროცესი, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და ბავშვებსა და ახალგაზრდებს შევთავაზოთ მეტი შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა რეგიონული კლუბებისთვის, რადგან ის არა მხოლოდ სასწავლო გარემოს აუმჯობესებს, არამედ ახალ თაობას დამატებით მოტივაციასა და განვითარების სტიმულს აძლევს. პარტნიორობის ფარგლებში გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტად აქტიურად გაიმართება როგორც საერთაშორისო, ასევე სხვადასხვა შიდა ტურნირი და ახალგაზრდული აქტივობა, რაც ხელს შეუწყობს ფოთში ჭადრაკის კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებას“, - აღნიშნავს დათო კოდუა, ფოთის საჭადრაკო კლუბის დირექტორი.

„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერაა, რათა ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ სტრატეგიული პარტნიორობა ფოთის საჭადრაკო კლუბთან, რომელიც  მიზნად ისახავს ჭადრაკის სფეროს, როგორც ინტელექტუალური განვითარების ინსტრუმენტის ხელშეწყობას, სასწავლო პროცესის გაძლიერებას და მოსწავლეებისთვის ხარისხიანი საგანმანათლებლო-სპორტული გარემოს შექმნას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონში ძლიერი საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრის ჩამოყალიბების საფუძველი გახდება. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ინიციატივის განხორციელება იგეგმება”, - აღნიშნავს ანი ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image უძრავი ქონების მართვა ახალ რეალობაში - როცა სტანდარტული მარკეტინგი აღარ არის საკმარისი

05.10.2026.19:27

რატომ მოითხოვს თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარი მარკეტინგზე უფრო ღრმა, მონაცემებზე დაფუძნებულ და კომერციულ მიდგომას.

უძრავი ქონების სექტორი და მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და წამყვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ჯამურად 15%-ზე მეტი წილი უკავია.

სექტორი სტაბილურად იზრდება - მხოლოდ თბილისში ყოველთვიურად ბაზარი $400 მილიონამდე აღწევს, ტრანზაქციები ორნიშნა ტემპით იმატებს, ხოლო მშენებლობასა და უძრავ ქონებაზე დედაქალაქის ეკონომიკური დამატებული ღირებულების თითქმის 20% მოდის.

თუმცა, უძრავი ქონების სექტორი მხოლოდ ციფრები არ არის. ამ შთამბეჭდავი რიცხვების უკან დგას უდიდესი ემოციური ნაბიჯები, რომელსაც დგამს მომხმარებელი, სანამ უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ეს საინვესტიციო დანიშნულებით თუ საცხოვრებლად.

ასეთი ტემპით მზარდი ბაზარი ცხადია ნიშნავს მაღალ კონკურენციას. მრავალმხრივი პროექტებით გაჯერებულ, კონკურენტულ გარემოში კი წარმატებას მხოლოდ კარგი ლოკაცია ან არქიტექტურა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, როგორ იმართება ბრენდი, იმიჯი, PR და მარკეტინგი, გაყიდვები, მომხმარებელთან ურთიერთობა და მონაცემები.

უძრავ ქონებაში მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სფეროში ტრადიციული მიდგომები აღარ კმარა. დღეს წარმატებას მონაცემებზე დაფუძნებული (Data-Driven) მარკეტინგი და ციფრული ანალიტიკა განაპირობებს, რომელიც გაყიდვების სრულ ციკლს მართავს.

- რატომ აღარ მუშაობს უძრავი ქონების ბაზარზე სტანდარტული მარკეტინგული მიდგომა?

„იმიტომ, რომ დღეს კონკურენცია მხოლოდ ყურადღებისთვის აღარ არის - კონკურენცია გადაწყვეტილების მიღების გამარტივებისთვის არის.
თანამედროვე უძრავი ქონების მარკეტინგი ჩვენთვის აღარ არის მხოლოდ ცნობადობის შექმნა ან ლიდის მოყვანა. მისი ამოცანაა, მომხმარებლის გზაზე თითოეულ ეტაპზე უპასუხოს იმ კითხვას, რომელიც გადაწყვეტილებას აფერხებს.
სწორედ აქ ხდება მონაცემები მარკეტინგის ნაწილი: არა მხოლოდ იმის გასაზომად, რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა, არამედ იმის გასაგებად, სად ჩერდება გადაწყვეტილება და რატომ.

ჩვენთვის ეს არის ახალი მიდგომა - მარკეტინგის მართვა არა კამპანიების, არამედ მომხმარებლის გადაწყვეტილების პროცესის მიხედვით.
საბოლოო შედეგისთვის მთავარი კრიტერიუმი აღარ არის ლიდი - მთავარი KPI არის რამდენად სწრაფად და რატომ გადადის ადამიანი ინტერესიდან გადაწყვეტილებამდე.“ სალომე ყიფიანი

- როდესაც მარკეტინგი გასცდა უბრალო რეკლამას, ხოლო კომუნიკაცია -სტანდარტულ გაყიდვებს, კონკრეტულად რა ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს დეველოპერული პროექტის მართვის ციკლმა?

„მონაცემები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ძალიან მნიშნელოვანია, თუმცა საბაზისო, ამასთან ერთად მთავარი მაინც ემპათია და სწორი კომუნიკაციაა - უძრავი ქონება ცივი ტრანზაქცია არ არის, ის ადამიანის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება და საუკეთესო შედეგიც სწორედ ზუსტი მონაცემებისა და მომხმარებლის საჭიროებების გაგების სინთეზით მიიღწევა.“ - თამთა მეძმარიაშვილი.

სწორედ ამ გამოცდილებისა და პროფესიული ხედვის საფუძველზე თამთა მეძმარიაშვილმა და სალომე ყიფიანმა Smart Academy-სთან თანამშრომლობით შექმნეს ახალი პროფესიული პროგრამა - „უძრავი ქონების კომერციული მართვა: მარკეტინგი, გაყიდვები და მონაცემთა ანალიტიკა“.

პროგრამის მიზანია, მონაწილეებს უძრავი ქონების პროექტის მართვა მხოლოდ ერთი ფუნქციის ფარგლებში კი არა, ერთიანი კომერციული სისტემის სახით დაანახოს - ბაზრისა და პროდუქტის ანალიზიდან დაწყებული, მარკეტინგული სტრატეგიით, გაყიდვების პროცესით, CRM-ითა და მონაცემთა ანალიტიკით დასრულებული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა