საქართველოს ბანკი ხანის აკადემიასთან ერთად აბიტურიენტებისვის ახალ კამპანიას - “გამოცდები 2025” იწყებს
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხადამჭერი ბანკი, პატნიორებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ბანკი ხანის აკადემასთან ერთად აბიტურიენტებისთვის ახალ კამპანიას- „გამოცდები 2025“ იწყებს. ეს იმას ნიშავს, თუკი აბიტურიენტი ხარ და გიფიქრია, რა იქნებოდა, თუკი ქუჩები და მოედნები გამოცდისჩაბარებაში დაგეხმარებოდნენ? ჩვენც ასე ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, ქალაქი ყველაზე დიდსახელმძღვანელოდ ვაქციოთ. როგორ გავაკეთებთ ამას? პროექტი სტარტს სულ მალე აიღებს და თუკი ყურადღებით იქნები, არ გაგიჭირდება მალე მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე, კამპანიის QR შენიშნოთ. მისი დასკანერებით კი მომენტალურად მიიღოთ წვდომა მოკლე საგამოცდო აუდიო-ლექციებზე. ყველა გაკვეთილი სრულიად უფასო იქნება.
წარმატებებს გისურვებ გამოცდებზე და არ დაგავიწყდეს, განათლების გზაზე არ გაჩერდე!
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.