საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის- 10+ პროექტი, 600+ სტიპენდიატი 70 000 + ბენეფიციარი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი ბანკი, ახალი თაობისთვის- მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერილი პროექტების შედეგები ასე გამოიყურება:
• 10+ პროექტი,
• 600+ სტიპენდიატი
• 70 000 + ბენეფიციარი
საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობების ფარგლებში მოსწავლეებს შეუძლიათ, შეიძინონ ახალი უნარები, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროფესიებს და მიიღონ ცოდნა საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით.
სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში
საქართველოს ბანკი სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიებსა და ახალ უნარებს 20-მდე პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით.
ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კურსი ვებპროგრამირების, გრაფიკული და UI/UX დიზაინის, IT პროექტების მართვის, პროგრამირების საფუძვლების, ხელოვნურ ინტელექტისა და სხვა მიმართულებებით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.
TUMO ქუთაისი - ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში TUMO-ს ცენტრი გაიხსნა, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ცოდნა ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით, 11 კურსიდან ერთ-ერთზე. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა.TUMO ქუთაისში უკვე 600-მა ახალგაზრდამ დაიწყო სწავლა.
STEM განათლების ხელშეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლა VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო პროცესში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს. უფრო მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს.
ფოთის საჭადრაკო კლუბი - შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
საქართველოს ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ლეგენდარული საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 10 ნიჭიერ მოსწავლეს, ერთი წლის განმავლობაში, სწავლას სრულად დაუფინანსებს. გაიგეთ უფრო მეტი.
UWC-ის სტიპენდია მოსწავლეებისთვის - ისწავლეთ მსოფლიოს 18 სკოლაში
საქართველოს ბანკი გაერთიანებული მსოფლიო სკოლებთან (UWC) თანამშრომლობის ფარგლებში 15-17 წლის მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და მათ შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა. უფრო მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს.
Code IT - პირველი ნაბიჯები პროგრამირებაში
პროგრამირებით დაინტერესებული 14-18 წლის მოზარდებისთვის Code IT-ის პროგრამა ხორციელდება, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტექნოპარკში პროგრამირების საფუძვლების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის მონაწილეები HTML-ს, CSS-სა და JavaScript-ს შეისწავლიან და ტექნოლოგიურ სფეროში პირველ ნაბიჯებს გადადგამენ.
საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის აღმოსაჩენად ეწვიეთ ვებგვერდს.
სხვა სიახლეები
„ინნ დეველოპმენტი“ დიდ დიღომში ახალ საცხოვრებელ კომპლექსს - „ინნ დეველოპმენტ თაუერსს“ აშენებს
21.10.2026.14:00
„ინნ დეველოპმენტი“, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს, დიდ დიღომში მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს - „ინნ დეველოპმენტ თაუერსს“ აშენებს. პროექტი თანამედროვე არქიტექტურას, რეკრეაციულ სივრცეებსა და ბინების შეძენის მოქნილ პირობებს აერთიანებს. რა გამოარჩევს კომპლექსს ბაზარზე, როგორია კომპანიის განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს „ფეიმ კონსალტინგის“ დამფუძნებელი და „ინნ დეველოპმენტ თაუერსის“ პიარისა და მარკეტინგის მიმართულების პარტნიორი ლანა ბლიაძე ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ინნ დეველოპმენტი“ „ინნ ჯგუფის“ სამშენებლო მიმართულებაა, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია თანამედროვე, ხარისხიანი და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული საცხოვრებელი სივრცეების შექმნა. დიდ დიღომში უკვე დავასრულეთ პირველი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, სადაც ბინების 98% გაყიდულია, რაც ჩვენთვის მომხმარებლის ნდობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ჩვენი ხედვა სცდება მხოლოდ საცხოვრებელი ფართების მშენებლობას. გვინდა, მომხმარებელს შევთავაზოთ სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემო, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, კომფორტი და ცხოვრების ხარისხი ერთიან კონცეფციაში იქნება გაერთიანებული.

რა პროექტებზე მუშაობთ ამ ეტაპზე და რომელი მათგანია კომპანიისთვის სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი?
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პროექტია „ინნ დეველოპმენტ თაუერსი“, რომლის მშენებლობაც დიდ დიღომში მიმდინარეობს. ეს არის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც სამ 24-სართულიან ბლოკს აერთიანებს. პროექტი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, ფართო ტერასებით, ღია საცურაო აუზით, საბავშვო მოედნით, კომერციული სივრცეებითა და პარკინგით. ამასთან, კომპლექსი პარკიდან მხოლოდ 600 მეტრში მდებარეობს. ჩვენთვის ეს პროექტი კომპანიის განვითარების ახალი ეტაპია. მისი მთავარი იდეაა ისეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანებს ყოველდღიური კომფორტისთვის, დასვენებისა და ურთიერთობებისთვის აუცილებელი პირობები ერთ სივრცეში ექნებათ.

რა გამოარჩევს Inn Development Towers-ს ბაზარზე მოქმედი სხვა დეველოპერული კომპანიებისგან და რას მიიჩნევთ კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?
მაღალი კონკურენციის პირობებში ჩვენი მთავარი უპირატესობა მომხმარებლის ნდობა, კომპანიის რეპუტაცია და განსხვავებული მიდგომაა საცხოვრებელი სივრცეების შექმნის მიმართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დაპირება რეალურ შედეგად იქცეს. სწორედ ამ პრინციპით ვაშენებთ გრძელვადიან ურთიერთობას მომხმარებელთან. ამასთან, „ინნ დეველოპმენტ თაუერსის“ კონცეფცია ცხოვრების სტილზეა ორიენტირებული. ფართო ტერასები, რეკრეაციული სივრცეები, აუზი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ქმნის გარემოს, რომელიც ბინის კედლებს სცდება. ჩვენი მიზანია, ადამიანებს შევთავაზოთ არა უბრალოდ უძრავი ქონება, არამედ ცხოვრების ახალი სტანდარტი. მთავარი უპირატესობა კი შეძენის პირობებია, ჩვენთან ბინის შესაძენად არაა საჭირო დანაზოგი, რადგან არ გვქვს პირველადი შენატანი, მშენებლობის დასრულებამდე უპროცენტო განვადებას ვთავაზობთ მობინადრეებს და ძალიან დაბალ ყოველთვიურ გადასახადს.

რა კრიტერიუმებით არჩევთ ახალი პროექტების ლოკაციასა და კონცეფციას?რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის, რეკრეაციული სივრცეებისა და დამატებითი სერვისების ინტეგრირება?
პროექტის დაგეგმვისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ადგილმდებარეობის განვითარების პოტენციალს, გარემოს, რეკრეაციულ სივრცეებთან სიახლოვესა და სამომავლო პერსპექტივებს. ჩვენი ხედვით, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი მხოლოდ ბინების ერთობლიობა არ უნდა იყოს. ის უნდა ქმნიდეს სრულფასოვან გარემოს, სადაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს, დაისვენოს და ხარისხიანად გაატაროს თავისუფალი დრო და რაც მთავარია ყველა საჭირო ობიექტი იყოს მაქსიმუმ 1 კილომეტრში. კომოფრტს ქმნის ის სივრცეებიც რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ, „ინნ დეველოპმენტ თაუერსში“ განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ფართო ტერასებს, ღია აუზსა და საერთო სივრცეებს. გვჯერა, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ კომფორტს ზრდის, არამედ ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ჯანსაღი საცხოვრებელი საზოგადოების შექმნას.

რა არის Inn Development Towers-ის სამომავლო განვითარების გეგმები? გეგმავთ თუ არა ახალი პროექტების დაწყებას, საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას ან სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე „ინნ დეველოპმენტ თაუერსის“ წარმატებით განხორციელება და მომხმარებლისთვის იმ ხარისხისა და სტანდარტის შეთავაზებაა, რომელსაც კომპანია ჰპირდება. ამავდროულად, „ინნ დეველოპმენტი“ გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული. მუდმივად ვაკვირდებით უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებს, მომხმარებლის მოთხოვნებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ახალი პროექტების განვითარებისთვის არსებობს. ჩვენი ამბიციაა, ეტაპობრივად გავაფართოოთ კომპანიის საქმიანობა და თითოეული ახალი პროექტით კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დავამკვიდროთ. გვინდა, „ინნ დეველოპმენტი“ ასოცირდებოდეს სანდოობასთან, ხარისხთან, ინოვაციურ მიდგომებსა და თანამედროვე ცხოვრების წესთან.