მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance

news image
mbc image

საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის 2026 წლის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკებისა და ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვისთვის საუკეთესო ორგანიზაციების დაჯილდოებაზე (World’s Best Digital Banks and AI in Finance Awards) მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვა. ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად და მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად ფიზიკური პირებისთვის.

ბანკმა ასევე მიიღო მსოფლიოში საუკეთესო AI გადაწყვეტის ჯილდოები შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო ფინტექ AI (სამომხმარებლო მიმართულებით); საუკეთესო AI ბანკი გადახდებში (კორპორატიული მიმართულებით) და საუკეთესო აპლიკაცია ფინანსური ინკლუზიურობისთვის (სამომხმარებლო მიმართულებით).

Global Finance-ის 27-ე ყოველწლიური World’s Best Digital Bank Awards პროგრამის ფარგლებში კი საქართველოს ბანკი, გლობალური და რეგიონული გამარჯვებულის ტიტულთან ერთად, დაჯილდოვდა საუკეთესო ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებითაც.

ჯამში ბანკმა Global Finance-ის დაჯილდოებების მეორე რაუნდში 11 გლობალური და რეგიონული ჯილდო მიიღო.

გამარჯვებულები ექსპერტების შეფასებისა და გამოცემის სარედაქციო გუნდის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე შეირჩნენ. ციფრული ბანკების შეფასებისას ყურადღება ექცევა ციფრული სტრატეგიის ეფექტიანობას, მომხმარებლების მოზიდვასა და ციფრული სერვისების გამოყენების ზრდას, შეთავაზებული პროდუქტების მრავალფეროვნებას, დანერგილი ინიციატივების პრაქტიკულ სარგებელსა და ციფრული არხების ფუნქციურობას. AI მიმართულებით კი ჯილდოები ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამორჩეულ მაგალითებს წარმოაჩენს.

“ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას ჩვენთვის მთავარი მისი პრაქტიკული ღირებულებაა - როგორ გვეხმარება ის მომხმარებლის საჭიროებების უკეთ გაგებაში, მომსახურების პერსონალიზებასა და უფრო ეფექტიანი პროცესების შექმნაში. Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის აღიარება მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ AI-ის პასუხისმგებლიანი გამოყენება, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესის მომსახურების გასაუმჯობესებლად. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელთა დამსახურებაცაა აღნიშნული ჯილდო”, - განაცხადა მიხეილ ნადარეიშვილმა, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელმა.

“ჩვენთვის ციფრული ბანკინგის განვითარება მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას არ ნიშნავს. მთავარი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ მის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და შესაძლებლობები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურ სარგებელს ქმნის. Global Finance-ის ეს აღიარება მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელოვანი შეფასებაა. ჩვენ განვაგრძობთ ციფრული პროდუქტების განვითარებას, რათა საბანკო მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, მოქნილი და პერსონალიზებული გავხადოთ“ - განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Global Finance 1987 წელს დაარსდა და 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. იგი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა