მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქუთაისში

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. იმისთვის, რომ ხარისხიანი განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს, პროექტებს სხვადასხვა რეგიონის ქალაქში ახორციელებს. აღმოაჩინე, საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების უწყვეტი შესაძლებლობები ქუთაისში.

სტიპენდია KIU-ში, TUMO პროგრამა, ონლაინ STEM სკოლა, პროფესიული აკადემიები და იდეათეკა - ეს საქართველოს ბანკის მიერ ქუთაისში შექმნილი განათლების შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია.

ყოველი ინიციატივის უკან კი ერთი იდეა დგას: ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომ ისინი განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.

ვის შეუძლია ჩაერთოს საქართველოს ბანკის ინიციატივებში ქუთაისში?

• შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - სტიპენდია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU)

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება 24 პარტნიორ უნივერსიტეტში, მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU).

სტიპენდიატების შერჩევა სამ ეტაპად მიმდინარეობს:

• მაღალი GPA: სტუდენტების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით მიმდინარეობს;

• სამოტივაციო წერილი: ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას;

• გასაუბრება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე. 

• შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის - TUMO ქუთაისი: 11 მიმართულება, სრულიად უფასოდ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, TUMO ქუთაისი გაიხსნა. ეს არის საერთაშორისო საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ ციფრული და შემოქმედებითი უნარები.

აქ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ 11 სასწავლო მიმართულებიდან ერთ-ერთი, მათ შორის: გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, 3D მოდელირება, ფოტოგრაფია, კინოგადაღება, რობოტიკა, თამაშების შექმნა, ანიმაცია, მუსიკა, გენერაციული AI და ხატვა.

სწავლის გეგმას მოსწავლეები აპლიკაციით თავად ადგენენ, მენტორები კი მუდმივად მათ გვერდით არიან და ეხმარებიან. სწავლის დასრულების შემდეგ, სერტიფიკატის ნაცვლად ახალგაზრდები იღებენ ციფრულ პორტფოლიოს - საკუთარი ნამუშევრების კრებულს, რომელიც ერთგვარ „ცოცხალ დიპლომად“ იქცევა.

TUMO ქუთაისის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე. 

• შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის - STEM სკოლა: მეცნიერება ონლაინ, სახლიდან

STEM სკოლა VII–XI კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომელსაც საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს და მასში ჩართვა ნებისმიერ მოსწავლეს, ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში, გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება და 3 საათს გრძელდება.

ორი 4-თვიანი მოდულის ფარგლებში, მოსწავლეები სწავლობენ ელექტროინჟინერიას, მიკროკონტროლერებს (Arduino), სენსორებს, ფიზიკასა და პროგრამირებას, ბოლოს კი საკუთარ პროექტებს ქმნიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბანკი ყოველწლიურად 90 სტიპენდიატს ავლენს, მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლას სრულად უფინანსებს, 30-ს კი - 50%-ით. 60 მოსწავლე სწავლისთვის საჭირო ყველა მოწყობილობასაც უფასოდ იღებს.

STEM სკოლაში მისაღები გამოცდები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ტარდება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე. 

• პროფესიული აკადემიები - ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა სურთ

მათთვის კი, ვისაც პროფესიის შეცვლა ან საკუთარი უნარების გაძლიერება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში კი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ ახალ მიმართულებას 20-ზე მეტ პარტნიორ აკადემიაში 100%-იანი დაფინანსებით.

მოსწავლეებისთვის: 13 კურსი 6 აკადემიაში - პროგრამირება, დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი, მართვა და კომუნიკაცია. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს 20 ნოემბერს დასრულდება.

ზრდასრულებისთვის: იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც პროფესიის შეცვლა ან პროფესიული უნარების განვითარება სურთ, საქართველოს ბანკი 20-ზე მეტ პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები ან კულინარია სრული დაფინანსებით. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს 24 ნოემბერს დასრულდება. 

AI სტიპენდია გოგოებისთვის: მათთვის, ვისაც ხელოვნური ინტელექტის სწავლა სურთ, საქართველოს ბანკი, UN Women-თან ერთად და Mastercard-ის მხარდაჭერით სასტიპენდიო პროგრამას - AI სტიპენდია გოგოებისთვის - ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში კი შესაძლებლობას აძლევს გოგოებსა და ქალებს, გაიარონ ხელოვნური ინტელექტის კურსები 6 აკადემიაში, სრული დაფინანსებით. პროექტი შეიქმნა. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს 25 ნოემბერს დასრულდება.

პროფესიული აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. 

• იდეათეკა ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში - განათლებისა და აღმოჩენების სივრცე მოსწავლეებისთვის

იდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის.

დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 30 სკოლაში ფუნქციონირებს. მათ შორის, ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში, სადაც 1700-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობებს. 

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე!

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა