მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკი საუკეთესო AI ბანკია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის მიმართულებით - Global Finance

news image
mbc image

Global Finance-ის პირველ დაჯილდოებაზე AI In Finance Awards, რომელიც ფინანსურ სექტორშიხელოვნური ინტელექტის როლს აღიარებს, საქართველოს ბანკმა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათშორის – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის მიმართულებით საუკეთესო AI ბანკისტიტული მოიპოვა.

დაჯილდოება მსოფლიოს მასშტაბით აღიარებს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს საბანკო საქმიანობის ტრანსფორმაციისა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით წარმატებით იყენებენ.

საქართველოს ბანკმა კიდევ სამ ნომინაციაში გაიმარჯვა, ესენია:

  1. საუკეთესო პრემიუმ საბანკო მომსახურება ბიზნესისთვის;
  2. საუკეთესო პრემიუმ საბანკო მომსახურება სამომხმარებლო მიმართულებით;
  3. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამომხმარებლო მიმართულებით საუკეთესო AI ბანკი. 

“Global Finance სიამაყით აცხადებს AI In Finance-ის პირველი დაჯილდოების გამარჯვებულებს.ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ სფეროში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა მისი როლიგარდამტეხია და მომავალში ინდუსტრიას ძირეულად შეცვლის” – განაცხადა ჯოზეფ დ. ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა.

„ეს აღიარება ადასტურებს, რომ საქართველოს ბანკი წარმატებით იყენებს ხელოვნურ ინტელექტსბიზნესისა გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ჩვენთვის ეს ტექნოლოგია მხოლოდ ინსტრუმენტი არაა, არამედ  გზა, რომლითაც თითოეულ მომხმარებელს უფრო სწრაფ და პერსონალიზებულსერვისს ვთავაზობთ,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების გამარჯვებულები შეირჩნენ CGI-ის ექსპერტთა ჟიურის მიერ,ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება Global Finance-ის რედაქციამ მიიღო.

ამასთანავე, Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 26-ე დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად, ჯამში კი 6 ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა.

 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა