მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკი საუკეთესო ESG ბანკია საქართველოში - Euromoney

news image
mbc image

საერთაშორისო გამოცემა Euromoney-ს ყოველწლიური Awards for Excellence-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ESG ბანკად დასახელდა საქართველოში. 

“საქართველოს ბანკის მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი პროგრესი მწვანე და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, გამოიხატებოდა როგორც პროგრამების მასშტაბის, ისე მათი გავლენის ზრდაში. განხორციელებული ინიციატივების შედეგად საქართველოს ბანკი ქვეყანაში ESG-ის მიმართულებით საუკეთესო ბანკის ჯილდოს ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად იქცა”, - ვკითხულობთ Euromoney-ს გაცნხადებაში. 

გამოცემის თანახმად, 2024 წელს, 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს ბანკის მიერ მწვანე სესხის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, მწვანე ინიციატივების მიმართულებით, საქართველოს ბანკმა სპეციალურად კორპორაციების, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნა სესხი მზის პანელებისათვის. აღნიშნული ინიციატივა თანხვედრაში მოდის მსოფლიოში მიმდინარე განახლებადი ენერგიის იმპლემენტაციის ტენდენციასთან, რაც ხაზს უსვამს ბანკის პროაქტიულ მიდგომას, ხელი შეუწყოს გარემოს მდგრადობას. 

ამასთან, გამოცემა ხაზს უსვამს საქართველოს ბანკის მიერ მწვანე სესხების სკრინინგის სისტემის დანერგვას, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიასთან.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი საქართველოს ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დაფინანსება, რაც სტრატეგიულად თანხვედრაში მოდის მდგრადი მეურნეობის პრაქტიკებთან და პასუხობს როგორც გარემოსდაცვით, ასევე ეკონომიკურ საჭიროებებს.

გარდა ამისა, მწვანე დაფინანსების მიზნების ინტეგრირება მენეჯმენტის ძირითადი ეფექტურობის ინდიკატორებში (KPIs) ნათლად უსვამს ხაზს ბანკის მიზანს – მოახდინოს მწვანე ფინანსების ინსტიტუციონალიზაცია. ეს სტრატეგიული ნაბიჯი არა მხოლოდ ამაღლებს მოტივაციას სესხების გაცემის მიმართულებით, არამედ ამკვიდრებს მდგრადობას უშუალოდ ბანკის ოპერაციულ სტრუქტურებში, რაც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მმართველობისა და მდგრადი განვითარების კომპლექსურ წინსვლას.

„მოხარული ვართ, რომ ESG მიმართულებით ჩვენმა მიღწევებმა საერთაშორისო გამოცემა Euromoney-ს აღიარება მოიპოვა, რაც ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული ხედვის ეფექტურობას მდგრადობის მიმართულებით. საქართველოს ბანკში ESG განიხილება როგორც ბიზნესის განუყოფელი ნაწილი - მწვანე დაფინანსების ზრდა, მწვანე პროდუქტების შექმნა და ინკლუზიურობა წარმოადგენს ერთიანი სტრატეგიის ნაწილს. ამის ნათელი მაგალითებია უსინათლო პირებზე მორგებული სერვისები, მობილურ აპლიკაციაში ენების ინტეგრაცია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის და სხვადასხვა აქტივობა, რაც ნათლად აჩვენებს ჩვენს ერთგულებას მდგრადობის პრინციპების მიმართ. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ESG მიმართულებით ახალი ინიციატივების განხორციელებას,“ - აცხადებს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა