საქართველოს ბანკი x City Mall - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
საქართველოს ბანკისა და City Mall-ის სპეციალური აქცია საქართველოს ბანკის Amex ბარათის მფლობელებისთვის 29 მარტის ჩათვლით გრძელდება.
შეთავაზების ფარგლებში, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელები City Mall-ში შოპინგისას 10-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებენ (ჯამში მაქსიმუმ 10,000 MR ქულა).
აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია შეთავაზების წინასწარ გააქტიურება მობილბანკში და გადახდის განხორციელება Wallet-ში დამატებული ბარათით.
ინფორმაციისთვის, აქცია ვრცელდება City Mall საბურთალოსა და გლდანში მდებარე მაღაზიებზე და არ მოქმედებს კვების ობიექტებში, აფთიაქებსა და მარკეტებში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საკრედიტო Amex ბარათის მიღების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ბარათი სრულად ციფრულად, მობილბანკიდან, რამდენიმე წამში მიიღონ. ბარათის დამტკიცებისთანავე შესაძლებელია მისი დამატება Apple Pay-სა და Google Pay-ში და გადახდის განხორციელება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
სხვა სიახლეები
ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია - პრემიერი
19.09.2026.16:42
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერის შრომაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში.
„ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე, თითოეულ თქვენგანს, ფერმერებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისთვის. ეს შრომა არის ნამდვილად პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება.
ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება. ამისათვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებ