საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
საქართველოს ბანკი საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებისთვის პარტნიორ კომპანიებთან ერთად, სპეციალურ შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, ბანკი, Galleria Tbilisi-სთან ერთად მომხმარებლებს დამატებითი MR ქულების დაგროვების შესაძლებლობას აძლევს.
შეთავაზების ფარგლებში, 26-28 ივნისს, Galleria Tbilisi-ში შოპინგისას საკრედიტო Amex ბარათის მფლობელები 10-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებენ. (დაგროვებული ქულების მაქსიმალური ოდენობა 10 000 MR ქულაა)
აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია შეთავაზების წინასწარ გააქტიურება საქართველოს ბანკის მობილბანკში და გადახდის განხორციელება საქართველოს ბანკის ტერმინალზე.
შეთავაზება ვრცელდება Galleria Tbilisi-ში წარმოდგენილ არაერთ ბრენდზე, მათ შორის:
PATRIZIA PEPE, TWINSET, DKNY, PINKO, ATRIO, FURLA, TRUSSARDI, HOGAN, LION OF PORCHES, MARC O’POLO, DAN JOHN, HACKETT, LACOSTE, CALVIN CKEIN, GUESS, GANT, LEVI’S, LEE & WRANGLER, TOMMY HILFIGER, SAMSONITE, FACTORY, PEPE JEANS, ELENA MIRO, JUST CAVALLI, KARL LAGERFELD, BENE SHOES, MAYORAL, ORIGINAL MARINES, KID’S GALLERY, ESPACHO, DIESEL, MAGELLAN, THE NORTH FACE, TIMBERLAND, SUPERDRY, TOP SPORT, WOMEN’SECRET, ROBERTO BRAVO, ARTTIME, GMT, IZIPIZI, TRESOR, NICOLO SHOP, PENDANT, MAC, L’OCCITANE, ERBORIAN, SHARK/NINJA, JBL, MOBO, MANAMO HOME, SULAKAURI PUBLISHING, MINISO.
ინფორმაციისთვის, Galleria Tbilisi მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელიც პრემიუმ და საერთაშორისო ბრენდებს, კვების ობიექტებს, გასართობ სივრცეებსა და მრავალფეროვან მაღაზიებს აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ დაგროვებული MR ქულების გამოყენება მომხმარებლებს სხვადასხვა სარგებლის მისაღებად შეუძლიათ. მათ შორის, დაგროვებული MR ქულების PLUS ქულებში გადაცვლაა შესაძლებელი. (1 MR = 3 PLUS ქულას.)
ასე რომ, თუ PLUS-ის დაბადების დღისთვის მეტი ქულის დაგროვება გსურთ, Galleria Tbilisi-ში შოპინგი ამისთვის კარგი შესაძლებლობაა.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ საკრედიტო Amex ბარათი, ახლა მისი მიღება კიდევ უფრო მარტივია. საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, 30 ივნისის ჩათვლით, ციფრული საკრედიტო Amex ბარათის პირველი წლის საკომისიო 0₾-ია (ეფექტური ლარში 23.8%-დან).
ბარათის მიღება სრულად ციფრულად, მობილბანკიდან, რამდენიმე წამშია შესაძლებელი. დამტკიცებისთანავე შესაძლებელია მისი დამატება Apple Pay-სა და Google Pay-ში და გადახდის განხორციელება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.