მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებით

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის ახალ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, მათთვის საინტერესო პროფესიული მიმართულება სრულიად უფასოდ შეისწავლონ.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ სასურველი კურსი პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია და განივითარონ როგორც ტექნოლოგიური, ისე შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარები სრული დაფინანსებით.

რისი სწავლა შეუძლიათ მოსწავლეებს?

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სხვადასხვა მიმართულების კურსებიდან შეუძლიათ არჩევანის გაკეთება. მათ შორისაა:

• პროგრამირება: პროგრამირების საფუძვლები, ვებპროგრამირება ნულიდან, Front-end Development, Back-end Development და React Native;

• დიზაინი: გრაფიკული დიზაინი და UI/UX დიზაინი;

• ხელოვნური ინტელექტი: AI აგენტები და ავტომატიზაცია, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი და AI-ის გამოყენებით კონტენტის შექმნა;

• ტექნოლოგიები და მენეჯმენტი: IT პროექტების მართვა;

• მეწარმეობა და კომუნიკაცია: AI და მეწარმეობა და კრეატიული კომუნიკაცია.

რომელ აკადემიებში შეძლებენ მოსწავლეები საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღებას?

საქართველოს ბანკის სტიპენდიის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის:

• IT აკადემია STEP;

• სქილვილი (Skillville);

• Edutech Academy;

• Re:educate;

• ელექტრონული აკადემია;

• დიზაინ ინსტიტუტი

როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს სტიპენდიის მიღება?

სტიპენდიის მისაღებად კანდიდატების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება, ხოლო ზოგიერთი აკადემიის შემთხვევაში დამატებითი ტესტირებაც იქნება გათვალისწინებული.

პროექტი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სკოლის პარალელურად მიიღონ დამატებითი ცოდნა, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები და მომავალი პროფესიული არჩევანისთვის საჭირო გამოცდილება დააგროვონ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რათა ადამიანებს სხვადასხვა ასაკსა და ეტაპზე ჰქონდეთ ახალი ცოდნის მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობა.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახლო აღმოსავლეთში კრიზისის ფონზე, ADB წყნარი ოკეანის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად $40.1 მილიონს გამოყოფს

19.10.2026.17:00

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 40.1 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება დაამტკიცა, რომელიც წყნარი ოკეანის რეგიონს საწვავის ფასების მერყეობით გამოწვეული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. დაფინანსების გამოყოფა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ხდება, რომელმაც წყნარი ოკეანის რეგიონში იმპორტის ხარჯების ზრდა გამოიწვია.

„წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების ეკონომიკებს იმპორტირებული ენერგორესურსების ღირებულების მკვეთრი ზრდის გასამკლავებლად შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. როდესაც მიწოდების პროცესში შეფერხებები წარმოიქმნება და ფასები იზრდება, შედეგები მთელ ეკონომიკაზე აისახება, მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდებაზე, აუცილებელ მომსახურებებზე, შინამეურნეობების ბიუჯეტებსა და სურსათის ღირებულებაზე“, - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ.

დაფინანსება ქვეყნებს საწვავის ფასების მერყეობასთან დაკავშირებული რისკების მართვაში დაეხმარება.

აღნიშნული განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაბალშემოსავლიან შინამეურნეობებზე, რომლებიც საკუთარი შემოსავლის შედარებით დიდ ნაწილს ენერგორესურსებსა და აუცილებელ საქონელსა და მომსახურებაზე ხარჯავენ.
შეფასების მიხედვით, საწვავის გაძვირებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფერხებების ეკონომიკური გავლენა სამივე ქვეყანაში 80 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა