მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და მეწარმეებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 24 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B სივრცეში (ალექსანდრე ყაზბეგის N15) გაიმართება მარიამ ბეროძის ვორკშოპი „როგორ ვიპოვოთ სიტყვები, რომლებიც ყიდის?“

ვორქშოფი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, რომლებიც საკუთარი ბრენდის კომუნიკაციის გაძლიერებასა და ეფექტური ქოფირაითინგის ტექნიკების ათვისებას ისახავენ მიზნად.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ:

• რა არის ბრენდის არქეტიპი, Tone of Voice და მთავარი მესიჯი;

• როგორ გამოიყენონ ქოფირაითინგის ფორმულები და სთორითელინგი ეფექტური კომუნიკაციისთვის;

• როგორ შექმნან ტექსტები, რომლებიც მომხმარებელს მოქმედებისკენ უბიძგებს;

• რა არის ეფექტური ქოფირაითინგი და როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, მეწარმეებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ფინანსური პროდუქტები, არამედ ცოდნა და პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც მათ ბიზნესის ზრდაში დაეხმარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბიზნეს 360˚-ის საგანმანათლებლო შეხვედრების სერია, სადაც მონაწილეები სხვადასხვა სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან იღებენ გამოცდილებას. გვჯერა, რომ ძლიერი კომუნიკაცია და სწორად ჩამოყალიბებული ბრენდის ხმა თანამედროვე ბიზნესის წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - აცხადებს ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის არაფინანსური პროდუქტების განვითარების და სუბსიდირებული პროექტების სამსახურის უფროსი.

ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-events/details/6a2977bd3f8971000753056b

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აფასებს Georgias Natural Organic Anuga Select India 2026-ში მონაწილეობას და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

06.11.2026.18:00

Georgias Natural Organic-მა საერთაშორისო გამოფენაში Anuga Select India 2026 მიიღო მონაწილეობა. ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გამართულ ღონისძიებაზე კომპანიამ პრემიუმ ორგანული პროდუქციის კოლექცია წარადგინა. გამოფენის მნიშვნელობასა და კომპანიის საერთაშორისო განვითარების გეგმებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის წარმომადგენელი ესაუბრა.

„2026 წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში Anuga Select India 2026 მივიღეთ მონაწილეობა და საერთაშორისო ექსპერტებსა და კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებს ჩვენი პრემიუმ ორგანული პროდუქციის კოლექცია წარვუდგინეთ.

Anuga Select India კვებისა და სასმელების სექტორის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბიზნესპლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და დარგის პროფესიონალებს აერთიანებს. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობა ჩვენთვის საერთაშორისო განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ ჩვენი საქმიანობის მაღალი სტანდარტები, პროდუქციის ხარისხი და ღირებულებები, რომლებიც ჩვენი ბრენდის საფუძველს წარმოადგენს.

გვჯერა, რომ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული პროდუქციის გლობალური ცნობადობის გაზრდის, საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების განვითარების და საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და ხარისხიანი ორგანული პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე წარმოჩენისთვის“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა