საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
საქართველოს ბანკმა ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლებისთვის ინვოისების შექმნისა და გაგზავნის ახალი ფუნქციონალი დანერგა. ამიერიდან ბიზნეს მომხმარებლებს პირდაპირ აპლიკაციიდან შეუძლიათ შექმნან და გაუგზავნონ ინვოისი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს — ხელმოწერისა და კომპანიის ლოგოს დამატების შესაძლებლობით. იურიდიული პირი ინვოისის შესახებ ინფორმაციას Push შეტყობინებით მიიღებს და ბიზნეს მობილბანკშივე გამოუჩნდება, ხოლო ფიზიკურ პირს ინვოისი ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება.
ახალი ფუნქციონალი ინვოისების მართვასაც ამარტივებს. ავტომატურად ახლდება ინვოისის სტატუსი (გადახდილი, ნაწილობრივ გადახდილი, ვადაგასული და სხვა), ჩარიცხული თანხა ებმის შესაბამის ინვოისს, მომხმარებელს ასევე შეუძლია ნახოს, გახსნა თუ არა ადრესატმა გაგზავნილი ინვოისი, ხოლო მიმღები გადახდის ვადის დადგომამდე ავტომატურ შეხსენებას მიიღებს.
მობილბანკში შესაძლებელია იმ კონკრეტული თანამშრომლის მითითებაც, ვისაც ინვოისის ნახვა და დამუშავება ევალება.
აღმოაჩინეთ ბიზნეს მობილბანკის შესაძლებლობები მარტივად.
სხვა სიახლეები
ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი | ლაშა კვაჭაძე
16.09.2026.13:26
ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი, - აცხადებს ლაშა კვაჭაძე, Block Stone Capital-ის დამფუძნებელი.
,,დარწმუნებული ვარ, ეს მასშტაბური პროექტი საქართველოს მსოფლიო დეველოპერულ რუკაზე კიდევ უფრო გამორჩეულ ადგილს დაუმკვიდრებს და ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს", - ამბობს ლაშა კვაჭაძე.
ცნობისთვის, Trump Tower საქართველოშია! 2 მილიარდი დოლარის ღირებულების გენგეგმა 7 ჰექტარზე, თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარედ იშლება - 600,000 კვ.მ სამშენებლო ფართობითა და 6 შენობით. ამ მასშტაბურ კომპლექსში პირველი სწორედ Trump Tower Tbilisi აღიმართება - 280 მეტრის სიმაღლისა და 62-სართულიანი არქიტექტურული ნიშნული.
პროექტს Archi და Invia ერთობლივად ახორციელებენ. ორმა წამყვანმა ქართულმა კომპანიამ უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე თბილისის არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში.