მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს მიმოწერის მოდული დაემატა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის საჭირო სერვისებისა და პროდუქტების შექმნასა და არსებულის განვითარებას განაგრძობს. მიზანი ბიზნესებისთვის დროის დაზოგვა  და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობაა . სწორედ ამიტომ, ამიერიდან,   ბიზნეს მომხმარებლებს მიმოწერის მოდულით სარგებლობა ახლა უკვე ბიზნეს მობილბანკიდანაც შეუძლიათ.

მიმოწერის მოდული მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს საჭირო კითხვებსა და პრობლემებზე პასუხები ციფრულად მიიღონ. მისი სარგებლობა აქამდე მხოლოდ  ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო  შესაძლებელი. ამიერიდან კი მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნეს მობილბანკიდან დაიწყონ ბანკთან საჭირო პრობლემების, საკითხებისა, თუ მოლაპარაკებების შესახებ როგორც ახალი მიმოწერა, ასევე გააგრძელონ არსებული, ატვირთონ ან ჩამოტვირთონ საჭირო ფაილები.   მიმოწერის მოდულის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ შეათანხმონ პროცენტი, ვალუტის კურსი, მოამზადონ აუდიტისთვის წერილი, ტრანზაქციების შესახებ მიიღონ ინფორმაცია და სხვა საჭირო და აუცილებელი საბანკო სერვისით ისარგებლონ.  

“საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებზე ზრუნვას და მათთვის ისეთი სიახლეების შეთავაზებას, რომლებიც  უფრო მეტად კომფორტულს გახდის საბანკო სერვისებით სარგებლობას, უწყვეტად განაგრძობს. მიმოწერის მოდულით მომხმარებლებს ბიზნეს მობილბანკში შეუძლიათ ბანკთან სწრაფი კომუნიკაცია დაამყარონ, მიიღონ პასუხები სასურველ კითხვებზე პირდაპირ ბანკის იმ გუნდებისგან, რომლებიც ყველაზე უკეთ იცნობენ ამ თემებს. მოდული მარტივია — იძლევა ახალი მიმოწერის გახსნის, არსებულის გაგრძელების, საჭირო ფაილების ჩამოტვირთვის, ადრესატების დამატების, მიმოწერის სტატუსზე დაკვირვების შესაძლებლობას და სხვა. ეს ყველაფერი აქამდე მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო ამიერიდან კი ბიზნეს მობილბანკშიც არის ხელმისაწვდომი“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა