საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს თანამშრომელთა უფლებების მართვის ფუნქცია დაემატა
საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის საჭირო სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბიზნეს ინტერნეტბანკის შემდეგ, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც კომპანიებს თანამშრომლებისთვის უფლებების მართვის პროცესს მნიშვნელოვნად უმარტივებს.
ამიერიდან კი ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, პირდაპირ მობილბანკში დაამატონ თანამშრომლები და განუსაზღვრონ თითოეულ მათგანს კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული როლები და წვდომა.
წინასწარ განსაზღვრული როლებია:
• დათვალიერება − თანამშრომელი მხოლოდ ეცნობა ანგარიშების მდგომარეობას.
• შექმნა − ქმნის გადარიცხვას, რომელსაც სჭირდება დადასტურება.
• ყველა უფლება − ადასტურებს სხვის მიერ შექმნილ გადარიცხვას.
• ყველა უფლება და გუნდის მართვა − აქვს წვდომა ყველა ძირითად ფუნქციაზე, მათ შორის, შეუძლია ახალი თანამშრომლის მოწვევა.
სხვა სასურველი როლების დამატება კი ბიზნეს ინტერენეტბანკშია შესაძლებელი.
„საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერა და მათთვის საქმიანობის გამარტივება უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის ფინანსური ოპერაციების მოქნილად მართვა. ბიზნეს მობილბანკში თანამშრომელთა უფლებების მართვის ფუნქციონალი სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ დავნერგეთ. ეს სიახლე ბიზნესს საშუალებას აძლევს, ახლა უკვე ნებისმიერი ადგილიდან, მარტივად და სწრაფად განსაზღვროს თითოეული თანამშრომლის როლები და დაზოგოს ადმინისტრაციულ პროცესებზე საჭირო დრო და რესურსი“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, ახალი ფუნქციონალით სარგებლობისთვის, საჭიროა ბიზნეს მობილბანკის აპლიკაციის განახლება.
განახლებული ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბიზნეს მობილბანკს
სხვა სიახლეები
შესაძლებლობა, რომელსაც ლოიალობის პროგრამა PLUS-ი ბიზნესს სთავაზობს - გაყიდვების ზრდა, ახალი მომხმარებლები, მზარდი ლოიალობა
05.08.2026.19:04
5 ივლისი მომხმარებლებისთვის ერთ ერთი ყველაზე საყვარელი შოპინგის დღეა, რომელსაც ისინი მთელი წელი ელოდებიან, რათა სასურველი ნივთი, მათ შორის ტექნიკა თუ მომსახურება 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ. თუმცა, PLUS-ის დაბადების დღისთვის არანაკლებად ემზადებიან ლოიალობის პროგრამაში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლებიც.
და ამის მიზეზი კი რიცხვებში კარგად ჩანს. თუ 5 ივლისის შედეგებს ყველაზე მსხვილი პარტნიორების სხვა წარმატებულ დღეებს შევადარებთ, მათ შორის ნოემბრის Black Friday-ის, გაყიდვების მოცულობისა და რაოდენობის მიხედვით სხვაობა 200-300 პროცენტს, ზოგიერთ შემთხვევაში კი 1 000 პროცენტსაც კი აღწევს. სწორედ ამიტომ იზრდება წლიდან წლამდე ჩართული პარტნიორების რაოდენობა, წელს ასეთი კომპანიების რიცხვმა 500-ს გადააჭარბა.
5 ივლისი ბიზნესისთვის გაყიდვების ზრდის, ახალი მომხმარებლების მოზიდვისა და ლოიალობის კიდევ უფრო გაზრდის ძალიან კარგი შანსია.
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდა და PLUS ქულების დაგროვების შესაძლებლობა ბიზნესისთვის, არა მხოლოდ გადახდის მიღების საშუალება, არამედ რეალური კონკურენტული უპირატესობაა. თანაც, ეს არ არის ერთჯერადი ბენეფიტი ბიზნესისთვის, რადგან პარტნიორ ობიექტებში მომხმარებლები უფრო ხშირად ბრუნდებიან და უფრო მეტს ხარჯავენ, რადგან ქულების დაგროვება მათთვის დამატებითი სტიმულია.
„PLUS-ის ლოიალობის პროგრამა და შეთავაზებები ბიზნესს იმ აუდიტორიასთან აკავშირებს, რომელიც აქტიურად არჩევს, თუ სად დახარჯოს დაგროვილი ქულები. PLUS-ების მარტივად დარიცხვის შესაძლებლობა მომხმარებელს ერთი და იმავე ობიექტში დაბრუნების დამატებით მიზეზს აძლევს. ეს ქმნის ჩვევას, რომელიც ლოიალობად იქცევა“,- ამბობს ნინო გუნთაიშვილი, საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის სექტორის უფროსი და დასძენს, რომ მომხმარებელი, რომელმაც იცის, რომ კონკრეტულ მაღაზიაში გადახდა მას PLUS ქულებს მატებს, სხვა ვარიანტს ნაკლებად განიხილავს.
ბიზნესებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ბრენდის ცნობადობის ზრდა.
საქართველოს ბანკის PLUS პროგრამა კი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ლოიალობის პლატფორმაა. „პარტნიორობა ნიშნავს, რომ ბიზნესი ჩნდება იქ, სადაც მომხმარებელი უკვე არის- მობილბანკში, შეთავაზებების გვერდზე, PLUS-ის სხვადასხვა კამპანიებში. ეს ხილვადობა კი ბრენდის ცნობადობას მნიშვნელოვნად ზრდის“,- ამბობს ნინო.
კითხვაზე, კიდევ რა ბენეფიტების მოტანა შეუძლია PLUS ლოალობის პროგრამას, რესპონდენტი გვპასუხობს, რომ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიზნესებს შეუძლიათ AdsManager-ის პლატფორმის მეშვეობით დამოუკიდებლად შექმნან და მართონ მომხმარებლებისთვის შეთავაზებები, კამპანიები და აქციები. პლატფორმა მათ აძლევს შესაძლებლობას, მარტივად დაგეგმონ და გაუშვან ლოიალობის კამპანიები და მიაწოდონ პერსონალიზებული შეთავაზებები საქართველოს ბანკის 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. ბიზნესები, პლატფორმის საშუალებით, იღებენ მონაცემებს მომხმარებელთა ქცევისა და კამპანიების შედეგების შესახებ, რაც მათ უფრო ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხდება ტექნიკური ინტეგრაცია პარტნიორ კომპანიასთან და რა მხარდაჭერას სთავაზობს მათ ბანკი, ნინო გვპასუხობს, რომ ინტეგრაცია ხორციელდება ბანკის ტექნიკური გუნდის დახმარებით. „საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს ტექნიკურ კონსულტაციას, ტესტირებას, სისტემის გამართვას, თანამშრომლების ინფორმირებას და პროცესის განმავლობაში მხარდაჭერას“,- ამბობს ნინო და დასძენს, რომ რაც შეეხება მომხმარებელს, იმისთვის რომ PLUS ლოიალობის პროგრამაში ჩაერთო, საკმარისია საქართველოს ბანკის ტერმინალით გადაიხადო. “ლოიალობის პროგრამაში ჩართულია ყველა, ვისაც საქართველოს ბანკის ბარათი აქვს. თუ მომხმარებელი საქართველოს ბანკის პოსტერმინალზე, საქართველოს ბანკის ბარათით შეასრულებს გადახდებს, ყოველი გადახდისას მათ PLUS ქულები ერიცხებათ. PLUS ქულები გროვდება თითქმის ყველა ტიპის გადახდაზე. თუმცა, PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებელი ყოველთვის კიდევ უფრო მეტ PLUS ქულას აგროვებს, ვიდრე სხვა ბარათით გადახდისას“,- აზუსტებს ნინო და აქვე გვპირდება, რომ ეს ყველაფერი არაა და საქართველოს ბანკის ლოიალობის გუნდი კიდევ ბევრ სიახლეს შემოგვთავაზებს.