საქართველოს ბანკის Businesscourse.ge-ზე უკვე 70-მდე უფასო კურსი ხელმისაწვდომია
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით საგანმანათლებლო ინიციატივებს აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი ავითარებს ონლაინ პლატფორმა Businesscourse.ge-ს, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს მრავალფეროვან, სრულად დაფინანსებულ ონლაინ კურსებს სთავაზობს.
Businesscourse.ge-ზე კურსები ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ მათთვის სასურველ ტემპში.
პლატფორმა ამ ეტაპზე 70-მდე კურსს აერთიანებს და მოიცავს ბიზნესსაქმიანობის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას — ბიზნესგეგმის შედგენას, გაყიდვებს, მარკეტინგს, ბუღალტერიას, ადამიანური რესურსების მართვასა თუ ფინანსურ ანალიზს.
Businesscourse.ge-ზე ხელმისაწვდომია ახალი კურსებიც, რომლებიც თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული, მათ შორის — „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“, „მზის ენერგიის გამოყენება“, „პროდუქტის განვითარება“ და „ბიზნეს პროფაილინგი“.
პლატფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ ტრენინგებსა და მასტერკლასებს სფეროს წამყვანი ადგილობრივი ექსპერტები უძღვებიან.
„ჩვენი მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, თუ ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შევთავაზოთ მათ საჭიროებებზე მორგებული, ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსი. სწორედ ამიტომ ვავითარებთ პლატფორმას, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ამუშავებენ პრაქტიკულ კურიკულუმებს და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევენ, მიიღონ ცოდნა მათთვის მოსახერხებელ დროსა და ფორმატში“, — აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პლატფორმაზე 100,000-ზე მეტი რეგისტრაცია დაფიქსირდა.
Businesscourse.ge საქართველოს ბანკის Business 360° ეკოსისტემის ნაწილია, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის და მიზნად ისახავს ქვეყანაში მეწარმეობის გაძლიერებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
დღეს, 7 მაისს 17:00 საათზე, საქართველოს გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ბრიფინგი გაიმართება
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
07.05.2026.18:42
საქართველოს ბანკი ლოიალობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორ კომპანიებთან ერთად მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნას აგრძელებს.
ამჯერად, სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობით, სტუდენტური და მოსწავლის ბარათის მფლობელებს 8 მაისს შესაძლებლობა აქვთ 30%-იანი ქეშბექით ისარგებლონ. (მაქსიმუმ 50 ლარი)
მოსწავლის ბარათის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია შეთავაზების გააქტიურება sCoolApp-ში.
შეთავაზება ვრცელდება როგორც სულაკაურის ფიზიკურ მაღაზიებში, ასევე გამომცემლობის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.sulakauri.ge
აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.
თუ ჯერ არ გაქვს სტუდენტური ან მოსწავლის ბარათი , მისი შეკვეთა ონლაინ, სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი.