საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან ერთად მეოთხე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს.
STEM ოლიმპიადის ფინალური ტური უკვე გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეული საუკეთესო გუნდები მონაწილეობდნენ. წლევანდელ ოლიმპიადაში მონაწილეობა 160-ზე მეტი სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. შედეგად კი ფინალში 10 საუკეთესო გუნდი გავიდა.
ფინალური ეტაპის ფარგლებში მონაწილეები გუნდურად მუშაობდნენ STEM მიმართულების პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტებზე. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, გამარჯვებულები კი პროფესიონალმა ჟიურიმ გამოავლინა.
ძირითად ლიგაში გამარჯვებული თბილისის თავისუფალი სკოლა გახდა, რომელსაც საქართველოს ბანკისგან 10 000-ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცა.
მეორე ადგილი ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მოიპოვა და 5 000 ლარით დაჯილდოვდა, ხოლო მესამე ადგილზე დამოუკიდებელი საერო სკოლა „შავნაბადა“ გავიდა, რომელმაც 3 000-ლარიანი ფულადი ჯილდო მიიღო.
ფიზიკა-მათემატიკური სკოლების ლიგაში გამარჯვება ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლამ მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ბანკისგან 3 000-ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცა.
ფინალისტ გუნდებს შორის იყვნენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა, სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“, თბილისის თავისუფალი სკოლა, ახალციხის №1 საჯარო სკოლა, სკოლა „სადუნი“, გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია თბილისში, ქართულ-ამერიკული სკოლა, ბრიტანულ-ქართული აკადემია, დამოუკიდებელი საერო სკოლა „შავნაბადა“ და ნიუტონის თავისუფალი სკოლა.
შეგახსენებთ, რომ STEM ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე მონაწილეები ონლაინ შესარჩევ ტურში ერთვებიან, შემდეგ კი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები დასწრებულ ტურში გადადიან. ფინალურ ეტაპზე მოსწავლეები ერთმანეთს გუნდურად, პრაქტიკული დავალებების შესრულებასა და STEM პროექტზე მუშაობაში ეჯიბრებიან.
ამასთან, ფინალურ ტურამდე მონაწილე გუნდებს 40-საათიანი ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების კურსი ჩაუტარდათ, რომელსაც კომაროვის სკოლის STEM მიმართულების პროფესიონალთა გუნდი უძღვებოდა.
პროექტის მხარდამჭერია ალტე უნივერსიტეტი, რომელმაც STEM ოლიმპიადის ფინალურ ტურს უმასპინძლა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
სხვა სიახლეები
Mega Print - 9 წლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი
09.09.2026.12:00
Mega Print სარეკლამო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს სარეკლამო მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს. Mega Print-ის დამფუძნებელი, არტემ აბაზოვი, Business Insider Georgia-სთან კომპანიის საქმიანობის სპეციფიკაზე, ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
კომპანია Mega Print სარეკლამო და ბეჭდვით ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. უკვე ცხრა წელია ვეხმარებით, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესებს, ისე მსხვილ კომპანიებს საკუთარი ბრენდის სწორად, ხარისხიანად და ეფექტურად წარმოჩენაში.
ჩვენი საქმიანობის მთავარი სპეციფიკა მომხმარებლისთვის სრულყოფილი სარეკლამო მომსახურების შეთავაზებაა - იდეის ჩამოყალიბებიდან და დიზაინის შექმნიდან დაწყებული, პროდუქციის დამზადებით, ტრანსპორტირებითა და ადგილზე მონტაჟით დასრულებული.
Mega Print-ის მომსახურებები მოიცავს გარე და შიდა რეკლამის წარმოებას, მოცულობით და განათებულ ასოებს, სარეკლამო აბრებისა და ლაითბოქსებს, ფასადების გაფორმებას, ბანერებს, სტიკერებს, პოლიგრაფიულ პროდუქციას, ტექსტილის ბრენდირებას, სუვენირებს, საინფორმაციო და სანავიგაციო ნიშნებს, ასევე ინდივიდუალური დიზაინით დამზადებულ მრავალფეროვან სარეკლამო კონსტრუქციებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ერთ სივრცეში მიიღოს ყველაფერი, რაც საკუთარი კომპანიის ან პროდუქტის პროფესიონალურად წარმოსაჩენად სჭირდება.

როგორ შეაფასებდით დღეს სარეკლამო და ბეჭდვის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, როგორია მოთხოვნა თქვენს სერვისებზე და რომელი მიმართულებებია განსაკუთრებით აქტუალური?
დღეს სარეკლამო და ბეჭდვის ბაზარი საკმაოდ დინამიკური და სწრაფად განვითარებადია. კომპანიები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ არა მხოლოდ რეკლამის ფუნქციურ დანიშნულებას, არამედ მის ვიზუალურ ხარისხს, დიზაინს, გამძლეობასა და ბრენდის საერთო კონცეფციასთან შესაბამისობას.
ჩვენს მომსახურებებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. განსაკუთრებით აქტუალურია გარე რეკლამა, მოცულობითი ასოები LED განათებით, ფასადების თანამედროვე მასალებით გაფორმება, სავაჭრო და საოფისე სივრცეების ბრენდირება, ვიტრინების დიზაინი, სტიკერები და ტექსტილის ბეჭდვა.
ასევე შესამჩნევად გაიზარდა მოთხოვნა ინდივიდუალურ და არასტანდარტულ პროდუქტებზე. მომხმარებელს დღეს აღარ სურს მხოლოდ ჩვეულებრივი აბრა ან ბეჭდური პროდუქცია - მას სჭირდება გამორჩეული ვიზუალური გადაწყვეტა, რომელიც ყურადღებას მიიქცევს, სწორად წარმოაჩენს ბრენდს და კონკურენტულ გარემოში ადვილად დასამახსოვრებელი იქნება.
რა ტიპის მომხმარებლებთან თანამშრომლობთ და როგორია მათი ძირითადი მოთხოვნები - რამდენად ხშირად გიწევთ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და კონკრეტულ პროექტებზე მორგებული მომსახურების შეთავაზება?
ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც დამწყებ მეწარმეებთან და მცირე ბიზნესებთან, ისე დიდ კომპანიებთან, სავაჭრო ობიექტებთან, რესტორნებთან, სასტუმროებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სამშენებლო და სხვა სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან.
თითოეულ მომხმარებელს განსხვავებული მიზანი, სივრცე, ბიუჯეტი და ვიზუალური ხედვა აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროექტების დიდი ნაწილი ინდივიდუალურად მუშავდება. ადგილზე ვეცნობით ობიექტს, ვიღებთ საჭირო ზომებს, ვაფასებთ ტექნიკურ შესაძლებლობებს, ვამზადებთ დიზაინსა და ვიზუალიზაციას და მომხმარებელს ვთავაზობთ მის საჭიროებებზე მორგებულ ოპტიმალურ გადაწყვეტას.
ზოგიერთ მომხმარებელს უკვე აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეა, სხვებს კი ჩვენი გუნდი ეხმარება კონცეფციის შექმნაში, შესაბამისი მასალების შერჩევასა და პროექტის ტექნიკურ დაგეგმვაში. ჩვენი მიზანია, საბოლოო შედეგი იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი, არამედ პრაქტიკული, ხარისხიანი და ხანგრძლივად გამოსაყენებელი.
როგორია კონკურენცია თქვენს ბაზარზე და რა არის ის მთავარი უპირატესობები, რომლებიც Mega Print -ს კონკურენტებისგან გამოარჩევს?
სარეკლამო წარმოების სფეროში კონკურენცია საკმაოდ მაღალია, რაც კომპანიებს მუდმივი განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ უბიძგებს. ჩვენი აზრით, ეს ბაზრისთვის დადებითი პროცესია, რადგან მომხმარებელი სულ უფრო ინფორმირებული და მომთხოვნი ხდება.
Mega Print-ის მთავარი უპირატესობა არის სრული მომსახურება, რომელსაც მომხმარებელს ერთ სივრცეში ვთავაზობთ. ჩვენი გუნდი თავად მართავს პროექტის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს - კონსულტაციას, გაზომვას, დიზაინს, მასალების შერჩევას, წარმოებას, ტრანსპორტირებასა და მონტაჟს. შედეგად, შეგვიძლია ხარისხის კონტროლი თავიდან ბოლომდე განვახორციელოთ.
ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინდივიდუალურ მიდგომას, შეთანხმებული ვადების დაცვას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხარისხიანი მასალების გამოყენებას. ჩვენთვის თითოეული პროექტი, მიუხედავად მისი მასშტაბისა, თანაბრად მნიშვნელოვანია.
ჩვენ არ ვთავაზობთ მომხმარებელს უბრალოდ სარეკლამო პროდუქტს - ვცდილობთ შევქმნათ გადაწყვეტა, რომელიც მის ბიზნესს რეალურ ღირებულებას შემატებს, გააძლიერებს ბრენდის ვიზუალურ იდენტობას და საზოგადოებაში მის ცნობადობას გაზრდის.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ - იგეგმება თუ არა ახალი სერვისების დამატება, საწარმოო შესაძლებლობების გაფართოება ან ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარება?
Mega Print-ის სამომავლო გეგმები პირდაპირ უკავშირდება საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზებას.
კომპანია უკვე ფართოვდება და გადადის ახალ, უფრო დიდ სამუშაო სივრცეში, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ წარმოების მოცულობა, უკეთ მოვაწყოთ სამუშაო პროცესები და მომხმარებლებს უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვემსახუროთ.
ვგეგმავთ თანამედროვე დანადგარებისა და ტექნოლოგიების ეტაპობრივ დამატებას, ახალი სარეკლამო და ბეჭდვითი პროდუქტების წარმოებას, ტექსტილისა და პერსონალიზებული პროდუქციის მიმართულების განვითარებას, ასევე დიზაინისა და ციფრული მომსახურებების კიდევ უფრო გაძლიერებას.
ჩვენი მიზანია, Mega Print ჩამოყალიბდეს კომპანიად, სადაც მომხმარებელი ნებისმიერი სირთულის სარეკლამო პროექტის განხორციელებას შეძლებს - იდეიდან საბოლოო შედეგამდე. ამასთან, გვინდა შევინარჩუნოთ ის მთავარი პრინციპები, რომლებმაც ჩვენი მომხმარებლების ნდობა მოიპოვა: ხარისხი, პასუხისმგებლობა, ინდივიდუალური მიდგომა და მუდმივი განვითარება.
