მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის ფილიალში ბიზნესის რეგისტრაციისას მომხმარებლები ქეშბექს მიიღებენ

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერისა და სამეწარმეო საქმიანობის წახალისების მიზნით, მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს — ბანკის ფილიალში ბიზნესის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში, ისინი მომსახურების სტანდარტულ საფასურს ნაწილობრივ ან სრულად დაიბრუნებენ.
კონკრეტულად, აქციის ფარგლებში:
• ინდ. მეწარმეები ანგარიშზე ქეშბექის სახით უკან მიიღებენ რეგისტრაციის სრულ საფასურს;
• შპს-დ რეგისტრირებულ პირებს კი დაუბრუნდებათ რეგისტრაციის ღირებულების 20%.
საქართველოს ბანკში ბიზნესის რეგისტრაცია თბილისში, ხუთ ფილიალშია ხელმისაწვდომი. მომხმარებლებს შეუძლიათ, ბანკშივე გაიარონ პროცედურა, რაც სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისთვისაა საჭირო. ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა წინასწარ არის შესაძლებელი, რაც განსაკუთრებით ამარტივებს პროცესს და ზოგავს დროს. სამომავლოდ, აღნიშნული სერვისი რეგიონებშიც გახდება ხელმისაწვდომი.
ბიზნესის რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ადგილზე ან ბიზნეს მობილბანკით გახსნან ანგარიში და ისარგებლონ სასტარტო ბიზნეს ნაკრების ბენეფიტებით, რომელშიც შედის:
• ბიზნეს ანგარიში;
• ბიზნეს ბარათი;
• ტერმინალი – 3 თვე მომსახურების საკომისიოს გარეშე;
• ონლაინ გადახდები – საკომისიოს გარეშე და სხვა. სრული სია იხილეთ აქ.
გაიგეთ მეტი ფილიალში ბიზნესის რეგისტრაციისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
ინფორმაციისთვის: ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებში შესაძლებელია საქართველოს მოქალაქე ინდ. მეწარმეებისთვის ან შპს-სთვის, რომლის დამფუძნებელი ან დირექტორიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა