მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, Ibis Tbilisi Airport გაიხსნა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით „Fujin Silk Properies”- მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან სამვარსკვლავიანი Ibis-ის ბრენდის ახალი სასტუმრო - Ibis Tbilisi Airport გახსნა.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 10 მლნ ევროს შეადგენს. ის საქართველოს ბანკის, ფრანგი ინვესტორის, ჯონ დოდელანდეს და კომპანია Fujin Silk Properties LLC - ის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა. 

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 4,600მ²  ფართობზე 72 ნომრიანი სასტუმრო განთავსდა, სადაც სტუმრები რესტორნით, ღვინის მაღაზიით, სატრენაჟორო დარბაზითა და საკონფერენციო სივრცით სარგებლობას შეძლებენ.  ის 39,000 მ²  ფართობზე კომპლექსის განვითარების პირველ ეტაპს წარმოადგენს და მისი მიზანი აეროპორტის მიმდებარედ ტურისტული, სატრანზიტო და ინფრასტრუქტურული სერვისების გაუმჯობესებაა. 

 

ინფორმაციისთვის, სასტუმრო Ibis Tbilisi airport-ი საერთაშორისო ბრენდ - ACCOR - ის ქვეშ ფუნქციონირებს.ACCOR-ი ევროპის უმსხვილესი ფრანგული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 110 ქვეყანაში 5,584 სასტუმროს, კურორტსა და დასასვენებელ სახლს ფლობს და მართავს.

 

“საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთან ერთად მასშტაბური პროექტების განხორციელებას განაგრძობს. წლების განმავლობაში ჩვენს ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „Fujin Silk Properties”-თან ჩვენი პარტნიორობა. მოხარულები ვართ, რომ თბილისში კიდევ ერთი, ამჯერად Ibis Tbilisi Airport გაიხსნა. მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია არამხოლოდ თბილისისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ და ტურიზმის სექტორის გაძლიერებას. გვჯერა, რომ სასტუმრო ბევრ სტუმარს უმასპინძლებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას არ გაჩერდნენ და კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელონ. სამომავლოდ, კომპანიას არაერთი გეგმა აქვს, რაც მიმდებარედ ტურისტული  ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა ნინო  აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა