საქართველოს ბანკის გადახდების მიმართულების ხელმძღვანელმა სინგაპურში GFTN-ის ფორუმზე ბანკის ინოვაციური პროდუქტები მიმოიხილა
საქართველოს ბანკის გადახდების მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან კობახიძემ, სინგაპურში GFTN-ის (Global Finance & Technology Network) Insights2040 Annual Meetings-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
დისკუსია სახელწოდებით Build, Buy, or Own: Strategies for Responsible AI Adoption in Finance ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანად დანერგვის სტრატეგიებს, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების არჩევასა და მათ განვითარებას შეეხებოდა.
პანელის ფარგლებში ლევან კობახიძემ საქართველოს ბანკის გამოცდილება გააზიარა და ისაუბრა ბანკის ეკოსისტემაზე, გადახდების მიმართულებით დანერგილ ინოვაციებსა და იმაზე, თუ როგორ იყენებს ფინანსური ინსტიტუტი თანამედროვე ტექნოლოგიებს სამომხმარებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შესაქმნელად.
პანელზე მონაწილეებმა ფინანსურ სექტორში AI-ის გამოყენების სხვადასხვა მიდგომა განიხილეს - მათ შორის, საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა, კომერციული AI ინსტრუმენტების გამოყენება და მონაცემთა უსაფრთხოებისა და რეგულაციების გათვალისწინებით მათი დანერგვა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მომეცა ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე, როგორიც Insights2040-ია. საქართველოს ბანკი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მომხმარებლებისთვის გადახდების პროცესი მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო იყოს. სწორედ ამიტომ აქტიურად ვნერგავთ ხელოვნური ინტელექტს საქართველოს ბანკის ციფრული გადახდების მიმართულებაში, სადაც უკვე მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს: AI-ზე დაფუძნებული ავტომატიზებული ვალიდაცია აჩქარებს Cross Border გადარიცხვებს, ხოლო ნაწილ-ნაწილ გადახდის პროდუქტში საკრედიტო გადაწყვეტილებების 99.5% ავტომატიზებულია. ამასთან, გადახდების განვითარების ახალი პერსპექტიული მიმართულებაა Agentic Commerce. ბიზნესებისთვის კი მნიშვნელოვანი ინოვაციური პროდუქტია Business Manager - ერთიანი ციფრული პლატფორმა, რომელიც გადახდების მართვის, მონიტორინგისა და რეპორტინგის შესაძლებლობას ერთ სივრცეში აერთიანებს, ეხმარება ბიზნესებს დროისა და რესურსების დაზოგვასა და გაყიდვების სტიმულირებაში. ვფიქრობ, საერთაშორისო ფინანსურ სექტორთან ერთად მსგავსი საკითხების განხილვა და ჩვენი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის“, - განაცხადა ლევან კობახიძემ.
Insights2040 Annual Meetings მაღალი დონის შეხვედრაა, რომელიც ფინანსური სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და კერძო სექტორის ლიდერებს აერთიანებს. ღონისძიება GFTN-ის Insights2040 პლატფორმის ფარგლებში იმართება, რომლის მიზანია ფინანსური სისტემის ეფექტიანობის, მდგრადობისა და ინკლუზიურობის გასაუმჯობესებლად საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარება.
პანელურ დისკუსიაში, საქართველოს ბანკის წარმომადგენელთან ერთად, Mastercard-ის, Adobe-ის, უნგრეთის ცენტრალური ბანკის, სინგაპურის მონეტარული უწყების (Monetary Authority of Singapore) წარმომადგენლები და სხვა საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი Global Finance-ის AI in Finance Awards-ის დაჯილდოების ფარგლებში მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად დასახელდა, World’s Best Digital Bank-ის დაჯილდოებაზე კი მიიღო საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის ტიტული გადახადების ციფრულად მართვის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.