საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში რიგით მეორე, მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება „თბილისის ფინანსურ სამიტი“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.
სამიტმა ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლები გააერთიანა. მასშტაბური საერთაშორისო სამიტის მთავარი თემაა: “რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“.
სამიტის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში- Banking on Georgia leadership strategy and the road to 2027 საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსია შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა: ქართული საბანკო სექტორის სტრატეგია და კომერციული პოზიციონირება; შუა დერეფნის შესაძლებლობები, ციფრული ტრანსფორმაცია და ა.შ. პანელურ დისკუსიაში ეროვნული ბანკის მხრიდან მონაწილეობა პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ მიიღო.
"მსოფლიოში ფინანსური სექტორი არის ერთ-ერთი ტექნოლოგიურად ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ამ კუთხით საქართველო ნამდვილად არის გამორჩეული. ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური საბანკო სფერო სადაც, ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, საქართველოში ასეთი ტიპის სამიტის გამართვა არის ძალიან კარგი და იმედია, რომ მომავალშიც გაგრძელდება და გააერთიანებს მთელი რეგიონის ცენტრალურ ბანკებს და სექტორის მოთამაშეებს, სადაც ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ ტექნოლოგიურ განვითარებას. ვფიქრობ, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით ფინანსური სექტორი ალბათ იქნება ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებულად სწრაფად განვითარებადი და 2027-ში ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულებაში დავინახავთ AI-ს გამოყენებას. ამ ტრანსფორმაციის მთავარი მიზანია, რომ მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს და ჩვენი მომხმარებლებისთვის საბანკო მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი გახდეს“,- აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.
წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მონაწილეობს. სამიტის მონაწილეებს შორის არიან ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Swift, UnionPay, Luma Group, Accel, Tether, Ant International და სხვა. GFTN სინგაპურში დაფუძნებული საერთაშორისო ქსელია, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციისა და თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემების განვითარებაზე მუშაობს. აღნიშნული ქსელი მოიცავს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს ისეთები როგორიცაა სინგაპური, იაპონია, შვეიცარია და სხვა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში
28.10.2026.14:21
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის განათლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
პროფესიის არჩევა ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კი კითხვები კიდევ უფრო მრავლდება: როგორ იცვლება პროფესიები და რას ნიშნავს დღეს ხარისხიანი განათლება?
სწორედ ამ საკითხების შესახებ საქართველოს ბანკი 10 ნოემბერს, 18:00 საათზე მშობლებისთვის ონლაინ ვებინარს გამართავს. შეხვედრაზე სპიკერები ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს განათლებისა და კარიერის არჩევაში ისე, რომ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა თავად ახალგაზრდებს დარჩეთ. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
ვებინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:
• როგორ დავეხმაროთ მოზარდს საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში, მაშინაც კი, როცა ჯერ არ იცის, რა სურს;
• როგორ გავმიჯნოთ შვილის სურვილები და მშობლის მოლოდინები;
• როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი განათლებასა და პროფესიებს და რა ახალი შესაძლებლობები ჩნდება;
• როგორ დავეხმაროთ შვილს პროფესიის რეალურ გაცნობასა და სწორი სასწავლო გზის არჩევაში.
შეხვედრას მოდერატორობას სოფო მუსერიძე გაუწევს. სპიკერები იქნებიან ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი და აგრუპის AI ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სანდრო ასათიანი, რომლებიც დამსწრეებს ფსიქოლოგიურ და ტექნოლოგიურ პერსპექტივას გაუზიარებენ და მათ კითხვებს უპასუხებენ.
შეხვედრის ბმული მონაწილეებს რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე გაეგზავნებათ. რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.