საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და ყოველდღიური საბანკო სერვისებით სარგებლობისას მათ დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამჯერად, დასრულდა გზავნილების გათამაშება, რომლის გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
კამპანიის ფარგლებში, ჯამში 72,000 ლარი გათამაშდა - 62 მომხმარებელმა ყოველდღიური გათამაშების ფარგლებში 1,000 ლარი მოიგო, ხოლო ერთმა მომხმარებელმა სუპერპრიზი - 10,000 ლარი მიიღო.
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებლებს მიღებული გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით უნდა გაენაღდებინათ. თითოეულ განაღდებულ 150 ლარზე მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებდა. გათამაშებაში ჩართვა საზღვარგარეთ მცხოვრებ მომხმარებლებსაც შეეძლოთ - ამისთვის მათ გზავნილი საკუთარ თავთან უნდა გამოეგზავნათ და თანხა მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით გაენაღდებინათ.
„გზავნილების გათამაშების ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა მივეცით, თანხის მიღებასთან ერთად, ფულადი პრიზებიც მოეგოთ. მოხარული ვართ, რომ კამპანიის ფარგლებში ჯამში 72,000 ლარი გავათამაშეთ და არაერთ მომხმარებელს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა მივეცით. მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთი ინიციატივების შეთავაზებას, რომლებიც მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მარიამ ბექაურმა.
ინფორმაციისთვის,საქართველოს ბანკის გზავნილები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თანხა სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მიიღონ საკუთარ ანგარიშზე. სერვისი მობილბანკსა და ინტერნეტბანკშია ინტეგრირებული და მომხმარებლებს გზავნილის მიღებასთან ერთად, სტანდარტულთან შედარებით, უკეთესი კურსით კონვერტაციის შესაძლებლობასაც სთავაზობს.
სხვა სიახლეები
ძალიან მალე ახალ პროექტს დავაანონსებთ - PASHA Holding-თან ერთად თბილისში სასტუმროებისა და მრავალფუნქციური კომერციული უძრავი ქონების სექტორში ახალი პროექტის განხორციელება იწყება | მიხეილ ხიდურელი
26.09.2026.22:51
საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, PASHA Holding ცენტრალურ თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, სასტუმროებისა და მრავალფუნქციური კომერციული უძრავი ქონების სექტორში ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის ემზადება. ამის შესახებ მან აზერბაიჯანის რიგით მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე (AIIF 2026) განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პროექტი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოების კიდევ ერთი მაგალითი იქნება.
„თუ გადავხედავთ საქართველოში აზერბაიჯანული ინვესტიციების ისტორიას 1990-იანი წლებიდან დღემდე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური მოცულობა $3.2 მილიარდს შეადგენს. ეს აჩვენებს, რამდენად აქტიურად ვაჭრობენ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან და რა მასშტაბის ინვესტიციებს ახორციელებს აზერბაიჯანი საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აქ წარმოდგენილი არიან აზერბაიჯანის უმსხვილესი კომპანიები SOCAR და PASHA Holding. ძალიან მალე ახალ პროექტს გამოვაცხადებთ. PASHA Holding-თან ერთად ცენტრალურ თბილისში სასტუმროებისა და მრავალფუნქციური კომერციული უძრავი ქონების სექტორში ახალი პროექტის განხორციელება იწყება. ეს ყველაფერი არსებულ დინამიკაზე მიუთითებს“, - განაცხადა ხიდურელმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანული კომპანიები საქართველოში უცხოელ ინვესტორთა შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ, ხოლო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს მოიცავს.
ხიდურელის განცხადებით, ახალი პროექტების განხორციელება საქართველოში აზერბაიჯანული ბიზნესის მხრიდან არსებული მაღალი საინვესტიციო ინტერესის შენარჩუნებასა და ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებაზე მიუთითებს.