მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161
-0.0028
flag
AZN 1.5426
-0.0004
flag
CNY 38.849
-0.0005
flag
EUR 3.0264
0.0004
flag
GBP 3.5296
-0.0019
flag
KZT 56.04
0.0019
flag
TRY 0.0551
0
flag
USD 2.6223
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

news image
mbc image

საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება აქტიურად გრძელდება. კამპანიის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ მეორე კვირის გამარჯვებულები, რომლებმაც 1, 000 ლარიანი პრიზები მიიღეს. გამარჯვებულებს შორის არიან როგორც საქართველოში მცხოვრები მომხმარებლები, ისე ემიგრანტები.

გზავნილის გათამაშება 20 ივლისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღიურად 1,000 ლარი, ხოლო გათამაშების დასრულებისას სუპერპრიზი - 10,000 ლარი მოიგონ.

გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ბანკის ყველა სრულწლოვან მომხმარებელს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს ბანკის თანამშრომლების გარდა. მონაწილეობისთვის საჭიროა, მომხმარებელმა მიღებული გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით გაანაღდოს. თითოეულ განაღდებულ 150 ლარზე გათამაშების ერთი ბილეთი ენიჭება, რაც მოგების შანსს ზრდის.

კამპანიაში მონაწილეობა ემიგრანტებსაც შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა, გზავნილი საკუთარ თავს გამოუგზავნონ, ხოლო თანხა საქართველოს ბანკის მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით გაანაღდონ.

გზავნილის კამპანიის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას  გაეცანით ამ ბმულზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image G SNAIL - როგორ შეიძლება ერთმა ინგრედიენტმა საქართველოდან საერთაშორისო კულინარიულ კონცეფციას ჩაუყაროს საფუძველი

06.08.2026.18:00

G SNAIL საქართველოში ლოკოკინაზე დაფუძნებულ გასტრონომიულ კონცეფციას ავითარებს და მომხმარებელს, როგორც უნიკალურ კულინარიულ გამოცდილებას, ისე პრემიუმ პროდუქციას სთავაზობს.

კომპანიის საქმიანობის, განვითარების ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს G SNAIL-ის CEO და დამფუძნებელი კალანით ცური ესაუბრა.

„დღეს გასტრონომიას მხოლოდ თეფშზე მიტანილი კერძით აღარ აფასებენ. ადამიანები ეძებენ ადგილებს, რომლებიც გააოცებთ, ისტორიებს, რომლებიც მათთან დარჩება და გამოცდილებას, რომელიც რესტორნიდან გასვლის შემდეგაც დიდხანს ემახსოვრებათ.

სწორედ ამ იდეამ მისცა სიცოცხლე G SNAIL-ს - კონცეფციას, რომლის მიზანი მხოლოდ ახალი პროდუქტის გაცნობა არასოდეს ყოფილა. მისი მთავარი მისიაა, შეცვალოს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები შეიძლება იმალებოდეს ერთი, თითქოს კარგად ნაცნობი, ინგრედიენტის უკან.

თბილისში ახლახან გახსნილი G SNAIL Experience Center სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა. ეს მხოლოდ რესტორანი არ არის - ეს არის სივრცე, სადაც სტუმარი აღმოაჩენს, თუ რამდენად განსხვავებულად შეიძლება წარმოჩინდეს ერთი ინგრედიენტი სხვადასხვა კულინარიულ კულტურაში, ტექნიკასა და გემოს ინტერპრეტაციაში. ამ გამოცდილებას კი სრულყოფილს ხდის საგულდაგულოდ შერჩეული ღვინოები, საავტორო კოქტეილები და თანამედროვე სტუმარმასპინძლობის კულტურა.

ამ კონცეფციის საფუძველში ერთი მარტივი, მაგრამ ძლიერი იდეა დგას:

ერთი ინგრედიენტი. უსაზღვრო შესაძლებლობები.

ეს მხოლოდ სლოგანი არ არის. ეს არის ხედვა და გამოწვევა დავამტკიცოთ, რომ საქართველოდან ერთ ინგრედიენტს შეუძლია საერთაშორისო კულინარიული ბრენდის საფუძვლად იქცეს“, - აცხადებს მარიამ აბულაძე.

როგორ დაიბადა იდეა?

ყველაფერი ერთი კითხვით დაიწყო:

შესაძლებელია თუ არა, საქართველოდან შეიქმნას საერთაშორისო კულინარიული ბრენდი?

ჩვენ არ გვინდოდა კიდევ ერთი კარგი რესტორნის შექმნა. გვინდოდა ისეთი კონცეფციის შექმნა, რომელიც აქამდე არ არსებობდა - ბრენდის, რომელსაც ინოვაციასთან, ოსტატობასთან და შემოქმედებითობასთან დააკავშირებდნენ.

ასე დაიბადა G SNAIL.

"თავიდანვე ვიცოდით, რომ უბრალოდ კიდევ ერთი რესტორნის გახსნა არ გვინდოდა. ჩვენი მიზანი ბევრად მასშტაბური იყო - შეგვექმნა კულინარიული კონცეფცია, რომელიც ინოვაციის, პროფესიონალიზმისა და შემოქმედებითი მიდგომის სიმბოლოდ იქცეოდა."

ამ იდეის რეალიზაციისთვის ლოკოკინის არჩევა გაბედული, თუმცა სრულიად გააზრებული გადაწყვეტილება იყო. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ის დელიკატესად მიიჩნევა, საქართველოში კი ჯერ კიდევ ნაკლებად არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ მესხური კულინარიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

სწორედ ამ განსხვავებამ წარმოშვა მთავარი შესაძლებლობა - საერთაშორისო დელიკატესი ქართული სტუმართმოყვარეობისა და თანამედროვე გასტრონომიის პრიზმაში სრულიად ახალი სახით წარმოგვედგინა.

ამ ხედვამ ორი ურთიერთშემავსებელი მიმართულება გააერთიანა.

პირველი არის G SNAIL Experience Center, სადაც სტუმარი ბრენდის ფილოსოფიას უშუალოდ, კულინარიული გამოცდილების საშუალებით ეცნობა.

მეორე კი პრემიუმ კლასის გაყინული პროდუქტებისა და გურმანული დელიკატესების ხაზია, რომელიც ეტაპობრივად გამოჩნდება სუპერმარკეტებსა და სპეციალიზებულ მაღაზიებში, რათა ადამიანებს ლოკოკინის კულტურის საკუთარ სამზარეულოში აღმოჩენის შესაძლებლობა მიეცეთ.

სწორედ ამ ორი მიმართულების ერთობლიობა ქმნის ბრენდს, რომელიც დღევანდელ მოთხოვნებზე კი არა, მომავალ საერთაშორისო განვითარებაზეა ორიენტირებული.

რა განასხვავებს G SNAIL-ს?

თანამედროვეობაში წარმატებას მხოლოდ გამორჩეული კერძები აღარ განსაზღვრავს. ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილები ქმნიან ემოციას, რომელიც სტუმრის მოსვლამდე იწყება და რესტორნიდან გასვლის შემდეგაც გრძელდება.

სწორედ ეს იდეა განსაზღვრავს G SNAIL-ის თითოეულ დეტალს.

სტუმრის პირველი ნაბიჯიდან ყველაფერი ერთ მთლიან გამოცდილებას ემსახურება - ინტერიერი, ატმოსფერო, მენიუს დინამიკა, ღვინისა და კოქტეილების შეხამება, მომსახურების კულტურა და თითოეული კერძის უკან მდგომი ისტორია.

საინტერესოა, რომ სტუმრების ყველაზე გავრცელებული რეაქცია არ არის:

„ლოკოკინა არასოდეს გამისინჯავს.“ ყველაზე ხშირად ისინი ამბობენ: „ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი გემო ექნებოდა.“

სწორედ ეს გაოცებაა G SNAIL-ის მთავარი მიზანი.

მენიუს ავტორია ბრენდ-შეფი მანუელ ფაუნდეს ბარანდა, რომლის მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება და შემოქმედებითი ხედვა ერთ ინგრედიენტს მრავალფეროვან კულინარიულ მოგზაურობად აქცევს.

აქ ლოკოკინა არ კარნახობს კერძს. პირიქით - სხვადასხვა ტექნიკა, ტექსტურა და გემო აჩვენებს, თუ რამდენად მრავალფეროვანი შესაძლებლობა შეიძლება იმალებოდეს ერთი პროდუქტის უკან.

ამავე დროს, G SNAIL ამ ფილოსოფიას რესტორნის ფარგლებს გარეთაც ავითარებს - პრემიუმ საცალო პროდუქციის შექმნით, რათა მაღალი ხარისხის ლოკოკინის პროდუქტები სახლის სამზარეულოშიც გახდეს ხელმისაწვდომი და ადამიანებს საკუთარი კულინარიული ექსპერიმენტებისთვის შთაგონება მისცეს.

იცვლება თუ არა ქართველი მომხმარებელი?

ჩვენი პასუხი ცალსახაა - დიახ.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს გასტრონომიული კულტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ადამიანები უფრო ცნობისმოყვარეები გახდნენ, უფრო თამამად ცდიან ახალ გემოებს და სულ უფრო მეტად აფასებენ გამოცდილებას, ვიდრე უბრალოდ კვებას.

"დღეს ადამიანები მხოლოდ რესტორანს აღარ ირჩევენ. ისინი ირჩევენ ისტორიას, ემოციას და გამოცდილებას. მათ სურთ იცოდნენ, საიდან მოდის პროდუქტი, ვინ შექმნა კერძი და რატომ არის ეს ისტორია მნიშვნელოვანი."

სწორედ ამ ინტერესმა შექმნა სივრცე ისეთი კონცეფციისთვის, როგორიცაა G SNAIL.

ჩვენ არ ვითხოვთ, რომ სტუმარმა უცნობი ინგრედიენტი მაშინვე შეიყვაროს.

ჩვენ უბრალოდ ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად აღმოაჩინოს იგი.

საუბრები სუფრასთან იწყება, თითოეულ კერძთან ერთად წარმოდგენები იცვლება, ხოლო საღამოს ბოლოს ბევრი სტუმარი სრულიად ახალი დამოკიდებულებით ტოვებს სივრცეს იმ ინგრედიენტის მიმართ, რომელსაც მანამდე სერიოზულად არც კი განიხილავდა.

ჩვენთვის სწორედ ეს შეცვლილი აღქმაა ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც თავად კერძი.

ქართული იდენტობა თანამედროვე ინტერპრეტაციით

მიუხედავად იმისა, რომ G SNAIL საერთაშორისო გასტრონომიით არის შთაგონებული, მისი იდენტობა მყარად დგას ქართულ ფესვებზე.

გვჯერა, რომ ყველაზე ძლიერი კულინარიული კონცეფციები სწორედ ისაა, რომლებიც ადგილობრივ კულტურას ინარჩუნებენ და ამავდროულად მსოფლიოსთვის გასაგებ ენაზე საუბრობენ.

ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა ქართული კულინარიული ტრადიციების ჩანაცვლება.

ჩვენ გვინდა მათი ახლებური ინტერპრეტაცია, მათი დაფასება და ისეთი ფორმით წარდგენა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის საინტერესო და აქტუალურია.

ეს მიდგომა Experience Center-ის თითოეულ დეტალში იგრძნობა - ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობიდან და ქართული ღვინოების შერჩევიდან დაწყებული, ქართული გემოების თანამედროვე გააზრებით დასრულებული.

საქართველო ჩვენთვის მხოლოდ ადგილი არ არის, სადაც G SNAIL შეიქმნა.

საქართველო არის ჩვენი ბრენდის იდენტობის საწყისი.

გზა, რომელიც ახლა იწყება

Experience Center-ის გახსნა მნიშვნელოვანი ეტაპია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.

კომპანია ეტაპობრივად აფართოებს პრემიუმ საცალო პროდუქციის პორტფელს და ემზადება, რომ მისი პროდუქცია სუპერმარკეტებში, დელიკატესების მაღაზიებსა და სპეციალიზებულ სავაჭრო სივრცეებში გამოჩნდეს.

ამავდროულად, აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორობების განვითარება და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოება, რათა G SNAIL-ის კონცეფცია ახალ ბაზრებსაც გააცნოს.

ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა მხოლოდ რესტორნის გახსნა.

ჩვენ გვინდა შევქმნათ კულინარიული ბრენდი, რომელიც საქართველოში დაიბადა, მაგრამ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იქნება გასაგები, საინტერესო და დასამახსოვრებელი.

ეს ამბიციური ხედვაა.

თუმცა ის ერთ ძალიან მარტივ რწმენას ეფუძნება:

დიდი იდეების შესაქმნელად ყოველთვის ბევრი ინგრედიენტი არ არის საჭირო.

ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ ერთი.

ერთი ინგრედიენტი.

უსაზღვრო შესაძლებლობები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა