საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს ბანკის გათამაშებაში კიდევ სამი ინდმეწარმე ფულადი პრიზის მფლობელი გახდა. გამარჯვებულებს შორის საპრიზო ფონდი შემდეგნაირად გადანაწილდა:
• მ. კ. – 7 000 ლარი;
• ლ. კ. – 3 000 ლარი;
• ი. ვ. – 2 500 ლარი.
ინდ მეწარმეებისთვის გათამაშება, რომლის ჯამური საპრიზო ფონდი 100 000 ლარია, წლის ბოლომდე გაგრძელდება. სექტემბრის შუალედურ გათამაშებას კიდევ ორი შუალედური და ერთი ფინალური გათამაშება მოჰყვება.
ფინალური გათამაშების საპრიზო ფონდი კი ასე გადანაწილდება:
• I ადგილი – 25 000 ლარი;
• II ადგილი – 15 000 ლარი;
• III ადგილი – 10 000 ლარი.
კამპანიაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მათ, ვინც ინდმეწარმედ გახდომას გეგმავს და ჯერ არ აქვს საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიში, ისე მოქმედ მომხმარებლებს, რომლებსაც 2026 წლის ივნისსა და ივლისში ბიზნეს ინტერნეტბანკით ან ბიზნეს მობილბანკით არ უსარგებლიათ.
გათამაშებაში ჩასართავად საჭიროა, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თვეში ერთხელ მაინც შეხვიდე ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში. ამასთან, კონკრეტული თვის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, მომხმარებელმა ბიზნეს მობილბანკით ან ბიზნეს ინტერნეტბანკით სწორედ იმ თვის განმავლობაში უნდა ისარგებლოს.
გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან.
კამპანიაში მონაწილეობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ან ბიზნეს ინტერნეტბანკს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.