საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და 500 Global-ის პარტნიორობით ხორციელდება და ადრეული ეტაპის ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და გლობალურ ბაზრებზე გასვლას უწყობს ხელს.
500 Global in Eurasia-ს 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა სტარტაპებს სთავაზობს ინტენსიურ სასწავლო მოდულებს, ინდივიდუალურ მენტორინგს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან, პრაქტიკულ ცოდნასა და მხარდაჭერას ბიზნესმოდელის დახვეწისა და მასშტაბირებისთვის.
პროგრამის მონაწილეები შესაძლებლობას მიიღებენ, იმუშაონ კვალიფიციურ მენტორებთან და ინვესტორებთან, გააძლიერონ საკუთარი ბიზნესის განვითარების სტრატეგია, მოემზადონ ინვესტიციების მოსაზიდად და დაამყარონ კავშირები საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან.
პროგრამის დასკვნით ეტაპზე ტრადიციულად დემო დღე იმართება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები საკუთარ პროდუქტებსა და მიღწეულ პროგრესს ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს წარუდგენენ.
500 Global in Eurasia საქართველოში 2022 წლიდან, საქართველოს ბანკის, GITA-სა და 500 Global-ის პარტნიორობის ფარგლებში იმართება. ამ დროის განმავლობაში პროგრამის ათმა ნაკადმა გაიარა აქსელერაციის პროგრამა და გადამზადდა 100-ზე მეტი დამფუძნებელი და სტარტაპის წარმომადგენელი.
მეთერთმეტე ნაკადზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 2 აგვისტომდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
სხვა სიახლეები
Black Friday ახლოვდება - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის შეთავაზებები
21.11.2026.21:37
Black Friday ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შოპინგისთვის განსაკუთრებული დრო იწყება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს, რომლებიც სხვადასხვა ინტერესსა და საჭიროებაზეა მორგებული.
შეამოწმე შეთავაზებების სივრცე საქართველოს ბანკის მობილბანკში, შეარჩიე შენთვის საინტერესო შეთავაზება და ისარგებლე განსაკუთრებული პირობებით.
ფასდაკლებებთან ერთად, შესაძლებლობა გექნება, მიიღო ქეშბექი, დააგროვო მეტი PLUS და MR ქულა და შოპინგისას დამატებითი სარგებელი მიიღო.
მოემზადე Black Friday-სთვის, აღმოაჩინე შენთვის სასურველი შეთავაზებები და გახადე შოპინგი კიდევ უფრო მომგებიანი.