მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში დაფინანსების მოძიებაზე ბიზნეს სესია გაიმართება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ პროცესის ფარგლებში, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. 4 ივნისს, 20:00 საათზე, აზროვნების აკადემია უმასპინძლებს მორიგ ღონისძიებას თემაზე — „როგორ მოვიზიდოთ დაფინანსება“. ბიზნეს სესიას მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი, გიგა ფაიქიძე გაუძღვება.

ლექცია განკუთვნილია მათთვის, ვინც იწყებს ან უკვე მართავს საკუთარ ბიზნესს და სურს, რომ სწორი სტრატეგიებით მოიზიდოს ფულადი რესურსები იდეის განსახორციელებლად, ბიზნესის გასაფართოებლად ან კრიზისული პერიოდის დასაძლევად.

შეხვედრაზე განხილული იქნება დაფინანსების სხვადასხვა წყაროები საქართველოში — დაწყებული პირადი რესურსებითა და საბანკო დაფინანსებით, დასრულებული საერთაშორისო გრანტებითა და ინვესტორებით. მონაწილეები მიიღებენ პასუხს კითხვებზე:

• რას გულისხმობს და რაში გვჭირდება დაფინანსება?

• როგორ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ინვესტორმა, ფინანსურმა ინსტიტუტმა ან გრანტის გამცემმა ორგანიზაციამ დაგვაფინანსოს?

• რომელი კითხვებისთვის უნდა ვიყოთ მზად?

• როგორ ავირიდოთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები დაფინანსების მოძიების პროცესში?

სესიაზე ასევე ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ უნდა წარვადგინოთ ჩვენი იდეა, გავამყაროთ მონაცემებით და მისი ღირებულება მომხმარებლის, გუნდისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის განვსაზღვროთ.

შეხვედრა ჩატარდება აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის #57-ში. მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია აზროვნების აკადემიის ვებგვერდზე. 

აღნიშნული ბიზნეს სესია საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს საგანმანათლებლო აქტივობებს, პროგრამებს, შეთავაზებებსა და სექტორულ კვლევებს, რომლებიც ბანკის მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შესაძლებლობების მაქსიმალურად გაძლიერებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა