საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი, ქალ მეწარმეთა გაძლიერებისა და მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, იქომერს ასოციაციასთან და სვისკონტაქტთან პარტნიორობით, 15-16 ივლისს, ბათუმში, მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ორდღიან პრაქტიკულ ტრენინგს გამართავს.
ტრენინგი აერთიანებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ონლაინ გაყიდვების ძირითად პრინციპებს, პროდუქტის ონლაინ წარდგენისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის მეთოდებს, ასევე, იმუშავებენ საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე.
პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ბანკის Ads Manager-ს. მონაწილეები ისწავლიან შეთავაზების შექმნას, სამიზნე აუდიტორიის შერჩევასა და სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვას. ტრენინგი ასევე მოიცავს Facebook-სა და Instagram-იზე რეკლამის შექმნის პრაქტიკულ სესიებს, ასევე, საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებს.
საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მეწარმეებისთვის ისეთი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც მათ ციფრული არხების ეფექტიან გამოყენებასა და ბიზნესის ზრდაში დაეხმარება.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
სხვა სიახლეები
„გურმეს" აღმასრულებელი შეფი „ოქროს ლომის“ პირველი ინდივიდუალური კულინარიული კონკურსის ვერცხლის მედალოსანია
09.07.2026.18:00
„გურმეს“ აღმასრულებელმა შეფმა „ოქროს ლომის“ პირველ ინდივიდუალურ კულინარიულ კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანი იაშვილმა, განუცხადა.
„საქართველოში პირველად გაიმართა ინდივიდუალური კულინარიული კონკურსი „ოქროს ლომი“, რომელიც Worldchefs-ის, Gault&Millau-სა და საქართველოს შეფთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
კონკურსზე „გურმეს“ აღმასრულებელმა შეფმა, დავით შავდათუაშვილმა, ვერცხლის მედალი და მეორე ადგილი მოიპოვა.
ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს, მაღალი ხარისხის სტანდარტებისა და კულინარიული ოსტატობისადმი ერთგულებას. მსგავსი მიღწევები ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოტივაციაა, განვაგრძოთ კულინარიული კულტურის განვითარება და მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქტი და მომსახურება შევთავაზოთ.
ვულოცავთ დავით შავდათუაშვილს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მომავალ საქმიანობაში კიდევ არაერთ გამარჯვებასა და საერთაშორისო აღიარებას ვუსურვებთ“, - ამბობს ანი იაშვილი.
ინფორმაციისთვის, „გურმე“ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და მრავალწლიანი გამოცდილებით მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტსა და მომსახურებას სთავაზობს.