მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7159.9
-0.0141
flag
AZN 1.5447
-0.0006
flag
CNY 38.896
0.002
flag
EUR 3.0206
0.0047
flag
GBP 3.5308
0.0106
flag
KZT 55.41
0.0009
flag
TRY 0.0553
-0.0001
flag
USD 2.6259
-0.0007
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, იქომერს ასოციაციისა და სვისკონტაქტის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ორდღიანი პრაქტიკული ვორკშოპი გაიმართა. ღონისძიების მიზანი მონაწილეებისთვის ონლაინ გაყიდვების მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და მათი ბიზნესების ციფრული შესაძლებლობების გაძლიერება იყო.

ვორკშოპში სხვადასხვა გამოცდილების მქონე მეწარმე ქალებმა მიიღეს მონაწილეობა და ორი დღის განმავლობაში ელექტრონული კომერციის ძირითად პრინციპებს, ონლაინ გაყიდვების მოდელებსა და მომხმარებელთან ციფრული კომუნიკაციის ეფექტიან გზებს გაეცნენ. მონაწილეებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკულ დავალებებში გამოიყენეს და საკუთარ ბიზნესებზე მუშაობის პროცესში ონლაინ გაყიდვების განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტები გამოცადეს.

ვორკშოპის ფარგლებში განხილული იყო ელექტრონული კომერციის სხვადასხვა მოდელი, მათ შორის Marketplace-ები, სოციალური კომერცია და საკუთარი ვებგვერდის გამოყენება. მონაწილეებმა ასევე იმუშავეს სამიზნე მომხმარებლის განსაზღვრაზე, პროდუქტის ონლაინ წარდგენასა და პოზიციონირებაზე, პროდუქტის ფოტოგრაფიაზე, აღწერის მომზადებასა და ფასის ფორმირებაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებელთან კომუნიკაციასა და სოციალური მედიის გამოყენებას გაყიდვების წასახალისებლად.

ვორკშოპის ერთ-ერთი პრაქტიკული მიმართულება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის გაცნობას დაეთმო. მონაწილეებმა პლატფორმის ძირითადი ფუნქციები შეისწავლეს და საკუთარი ბიზნესებისთვის შეთავაზებების შექმნაზე იმუშავეს.

ორდღიანი პროგრამა ასევე მოიცავდა საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებს. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მცირე მეწარმის სტატუსის, შემოსავლის დეკლარირების, ელექტრონული ინვოისისა და დღგ-ის შესახებ.

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებას სხვადასხვა საგანმანათლებლო და ბიზნეს ინიციატივის მხარდაჭერით აქტიურად აგრძელებს. მათ შორის ავითარებს პლატფორმას ბიზნეს 360°, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას, შეხვედრებსა და ინსტრუმენტებს ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

31.07.2026.18:30

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებისა და მათი ბიზნესების განვითარებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერითა და EFSE-ის პარტნიორობით, Business 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ვორკშოპი — „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“ გაიმართა.

შეხვედრას გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი ნანა აბურჯანიძე უძღვებოდა. ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა თანამედროვე ბაზარზე გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებული გამოწვევები, მომხმარებლის ქცევის ცვლილებები და გაყიდვების თანამედროვე მიდგომები განიხილეს.

მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ შეიცვალა გაყიდვების თეორიები, მიდგომები და ტაქტიკები ბოლო წლებში, რა მოთხოვნებია თანამედროვე ბაზარზე გაყიდვების გუნდის კომპეტენციებისა და უნარების კუთხით და რა როლს ასრულებს სწორი კომუნიკაცია გაყიდვების პროცესში.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა — მონაწილეებმა ადგილობრივი და გლობალური ბრენდების მაგალითები განიხილეს, ერთმანეთს სხვადასხვა ინდუსტრიის გამოცდილება გაუზიარეს და საკუთარ ბიზნესებთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხვები დასვეს.

ბიზნეს 360˚საქართველოს ბანკის პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს ერთ სივრცეში სთავაზობს განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობებს. პლატფორმა აერთიანებს საგანმანათლებლო რესურსებს, მათ შორის ბიზნესკურსებს, სექტორულ კვლევებსა და შეთავაზებებს, ასევე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს — ფინანსურ, ტექნოლოგიურ თუ სხვა თემატურ შეხვედრებს, რომლებიც მეწარმეებს ცოდნის გაღრმავებასა და ბიზნესის ზრდაში ეხმარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა