მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Day Georgia 2025 გაიმართება - ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი იქომერს ასოციაცია საქართველოს პარტნიორია, რომლის ორგანიზებით,  31 ოქტომბერს, თბილისში, “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” ყოველწლიური ღონისძიება - eCommerce Day Georgia 2025 ჩატარდება. 

eCommerce Day Georgia უკვე მესამედ იმართება და იგი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბრენდებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ცოდნის გაზიარებისა და ახალი პროფესიული კავშირების დამყარების პლატფორმად იქცა.

წლევანდელ ღონისძიებაზე საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ ისეთი გლობალური კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Amazon Web Service, Avianca, IE Tech School, Visa და ა.შ. ისინი ელექტრონული კომერციის სფეროს სიახლეებზე, ინოვაციებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემებია: 

  • ხელოვნური ინტელექტი ელექტრონულ კომერციაში; 
  • ლაივ და სოცმედია ელ. კომერცია;
  • ონლაინ სერვისების პლატფორმები.

„ელექტრონული კომერცია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური სექტორია  და ჩვენი მისიაა, საქართველოში ამ მიმართულებას ახალი სიჩქარე და ენერგია შევძინოთ. „იქომერსის დღე“ უნიკალური პლატფორმაა, სადაც ადგილობრივი პრაქტიკა საერთაშორისო გამოცდილებას ერწყმის და ბიზნესისთვის  ახალი შესაძლებლობები იქმნება. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, გაეცნონ იმ ბრენდების ისტორიებსა და სტრატეგიებს, რომლებიც განსაზღვრავენ გლობალურ ტენდენციებს და წყვეტენ ინდუსტრიის მომავალს,” -  ამბობს იქომერს ასოციაცია საქართველოს თავმჯდომარე ლადო კანდელაკი.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ კომპანიებს ჰქონდეთ წვდომა იმ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რაც გლობალურ დონეზე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ვუჭერთ მხარს eCommerce Day Georgia 2025-ს, რადგან მსგავსი პლატფორმები ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, გაიგოს, როგორ შეიძლება ინოვაციები და ხელოვნური ინტელექტი გახდეს მათი განვითარების რეალური ბერკეტი”, - ამბობენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიების მთავარი პარტნიორია: საქართველოს ბანკი ბიზნესი

ინოვაციების პარტნიორია: Visa

პარტნიორები არიან: Amazon Web Service; Aversi; BDO Digital; Elit Electronics; Glovo; IE Tech School; Web Features…

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებს, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა