მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ეთჰოუმი” მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, დეველოპერული სექტორის გაძლიერებას  აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „ეთჰოუმი“ მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტს, ვაჟა-ფშაველას მიმდებარედ, ოთარ ჭილაძის N9-ში ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 17.2 მლნ. დოლარს შეადგენს,  საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 12.2 მლნ.დოლარია. 

აღნიშნული პროექტი 3,668  კვ.მ -ზე  19 სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც საერთო ჯამში 114 ბინას, სასტუმროს ნომრებს, კომერციულ ფართებსა და საპარკინგე სივრცეს გააერთიანებს.  სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დასრულდება. 

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდამჭერია და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის პარტნიორები ვყოფილვართ. ამჯერად, კომპანია „ეთჰოუმი“მულტიფუნქციური საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტს ახორციელებს, რომელიც როგორც ბინებს, ასევე სასტუმროს ნომრებს გააერთიანებს. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და გამწვანებულ ქუჩაზე მდებარეობს და ის არქიტექტურით, მრავალფუნქციურობითა და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა. სამომავლოდ, კომპანია არაერთი დეველოპერული პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის. გვინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ აღნიშნული სექტორის გაძლიერებას,“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა